კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიში ქვრივები

ანტიბში თებერვალი იდგა. გრიმალდის ციხე-კოშკის დიდ ტერასაზე მშვენიერი კაფე იყო მოწყობილი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა მისტერ დალასს. ამერიკელ ფრანგს ცოლი ამერიკელი ჰყავდა. ნიცაში სწორედ მას გამოექცა, რადგან ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ. ქალი, რომელიც აეროპორტში ძალიან მოეწონა, ტაქსიმ სწორედ გრიმალდის ციხე-კოშკში მოიყვანა.

კაფეს სიღრმეში, მაგიდასთან, ზორბა ქალბატონი იჯდა, ძვირფას შავ სამოსელში გამოწყობილი. მან თმის ძირებიდან ფეხის თითებამდე ამრეზით შეათვალიერა მისტერ დალასი და თითქოს თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა. მისტერ დალასმა ტანსაცმელზე დაიხედა... ფეხსაცმელები ტალახით ჰქონდა მოსვრილი და ამის გამო უხერხულობა იგრძნო. ქალმა ამრეზით მიაბრუნა თავი... 

ყავა რომ მიუტანეს, მადამ ვოლიე მაშინ გამოჩნდა, მაღალი, შავი ტალღოვანი თმითა და მწვანე თვალებით გასაოცრად მშვენიერი იყო.

შავი, ტანზე შემოტმასნილი შარვალი და ღვინისფერი, მსხვილად ნაქსოვი ჯემპრი ეცვა. მისტერ დალასს ლამის სუნთქვა შეეკრა, მაგრამ, ვოლიე მივიდა და ზორბა ქალბატონის გვერდით დაჯდა. მათ რამდენჯერმე გამოხედეს მისტერ დალასს, მერე კი თითქოს საერთოდ დაივიწყეს მისი არსებობა. თუმცა, თავიდან მაინც ჩუმად ლაპარაკობდნენ. მერე თითქოს კომპლექსები მოიხსნესო, ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

– დამშვიდდი და დაივიწყე ყველაფერი. მე ხამანწკები და საფირმო შოკოლადი შევუკვეთე. ხომ იცი, რომელიც.

მადამ ვოლიემ თავი გააქნია:

– საერთოდ არ მაქვს მადა.

– ეს არ არის პრობლემა. ცოტა ღვინოც დავლიოთ და მადაც გაგეხსნება. თუ გინდა, ხამანწკები დესერტად შემოვინახოთ, მანამდე კი სისხლიანი ბიფშტექსი მივირთვათ. ნახე, „პორტო“ მოვატანინე, ფანტასტიკური გემო აქვს. ისეთი არომატულია...

– როგორ ზრუნავთ ჩემზე... როგორ მიხარია, რომ მოგაგენით და გაგიცანით. თქვენ მე გადამარჩინეთ.

„ამ ლამაზმანს პრობლემები ჰქონდა? ოჰო!“ – მისტერ დალასმა ყურები დაცქვიტა.

– ჩვენ ახლა დავლევთ, გემრიელად ვივახშმებთ და ყველა უსიამოვნება დაგვავიწყდება. მე არაჩვეულებრივად მესმის, რა მდგომარეობაში ხართ ახლა – მეც ხომ დავკარგე საყვარელი ქმარი, – თეატრალურად ამოიოხრა სქელმა ქალბატონმა.

– სიკვდილი ადვილი გადასატანი ყოფილა... იმის დავიწყება გაცილებით რთულია, რომ ის პატარა, კუდიანი უყვარდა, უგემოვნო და საზიზღარი არსება...

– მინდა გითხრათ, თქვენს ქმარსაც არ ჰქონია კარგი გემოვნება,  – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა სქელუამ და ღვინო მოსვა.

 – სწორედ ამას ვეუბნებოდი მეც, მაგრამ, არ გაჩერდა და ვერც მოისვენა, თავი არ დაანება. ჩემმა კრიტიკამ მის თავმოყვარეობაზე არ იმოქმედა. მაგრამ, მე მიყვარდა ის და ვერ ვიქნებოდი კეთილგონიერი.

– ამას ვინ გეუბნება, საყვარელო? – აროხროხდა ქალი და მთელი სხეულით აზანზარდა, – ისე, მეც ვაღმერთებდი ქმარს. როგორ გგონიათ?! უკიდურეს ზომამდე სწორედ სიყვარულმა მიმიყვანა. მაგრამ, მერე ვიფიქრე და მივხვდი, რომ ყველა მოღალატე დასჯის ღირსია. მისი საქციელის გამო თავს უსარგებლო ნარჩენად ვგრძნობდი. როცა ჩემი ქმარი ნაწლავების ინფარქტით დაიღუპა, როგორც თქვენი ძვირფასი მეუღლე, საკუთარ თავს ვუთხარი: „გამაგრდი! შენ სწორად მოიქეცი!“ ხედავ? სიცილიც ვისწავლე და მადასაც არ ვუჩივი...

გამოჩნდა ოფიციანტი და სქელუა მადამი გაჩუმდა. არც მადამ ვოლიეს ამოუღია ხმა. ჩუმად ადევნებდნენ თვალს ალზე ბიფშტექსის მომზადების მთელ პროცედურას. მისტერ დალასმა ყურადღება დაძაბა. ქალების საუბარი სულ უფრო საინტერესო ხდებოდა, თან, რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა თუ შეგრძნება დაეუფლა. თუმცა, მადამ ვოლიეს თვალების ჯადოსნური ხიბლი ამით მაინც ვერ დაიჩრდილა. ასეთი ლამაზი ქვრივის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა...

– მიირთვი, ძვირფასო, უგემრიელესია, – თქვა სქელუამ და ჩანგალი ნაზად მიიტანა პირთან, – მამაკაცები ცნობისმოყვარე ცხოველები არიან, ცხოველი კი წარმოსახვის უნარს არის მოკლებული. მეც სწორედ ამაზე გავთვალე და, როგორც ნახეთ, უშეცდომოდ... მაგრამ, თქვენ მართლა არაფერს ჭამთ, საყვარელო, ასე არ შეიძლება. ისეთი ლამაზი ხართ, ცხოვრებაც წინ გაქვთ... მით უმეტეს, რომ უკვე მდიდარიც ბრძანდებით...  გაიხსენეთ ის მომენტები, როცა განსაკურთებით გაბეზრებდათ თავს.

– ჰო, ზოგჯერ სრულიად აუტანელი იყო. დაუსრულებლად ლაპარაკობდა პოლიტიკაზე. ყიოდა, როგორც მამალი და ხვიხვინებდა, როგორც ცხენი...

– სწორედ, სწორედ... თუმცა, ცხენივითაც შრომობდა და თქვენ ეს ახლა ძალიან წაგადგებათ... მაგრამ, იფიქრეთ მასზე, როგორც არარაობაზე.

– ჰო, ასე ვიზამ. რა კარგია, რომ აქ ჩამომიყვანეთ. თქვენთან საუბარი, ძალიან მშველის.

– ჩემს კლუბშიც გაწევრიანდებით?

– აუცილებლად. მე ხომ მაგ კლუბის საშუალებით მოგაგენით. რა მეშველებოდა უთქვენოდ?

– ოო, ძალიანაც ნუ აჭარბებთ ჩემს მნიშვნელობას. კლუბი კი მართლაც კარგი რამეა. საინტერესო რამეებს ვგეგმავ. „უნუგეშო ქვრივების კლუბი” – კარგად ჟღერს, ხომ?

მადამ ვოლიემ თავი დაუქნია.

– ჩვენ ხომ ვართ უნუგეშო ქვრივები? – სქელუამ გადაიხარხარა, – ხომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე გეუბნებოდით?

– ო, დიახ. ტკივილები ნელ-ნელა უძლიერდებოდა და კუჭის ატკივებიდან მეშვიდე დღეს გარდაიცვალა. ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ ყველაფერში შოკოლადი იყო დამნაშავე.

– დიახ, ჩემი შოკოლადი განსაკუთრებულია... თან, როგორი შეფუთვა აქვს?! მიყვარს ყველაფერი ხარისხიანი და განსაკუთრებული. იმდენად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, რომ პრობლემა არ მაქვს, ლენტზე ჩემი სახელი ამოვაქარგვინო. „მადამ დეჟუა“ – ეს ჩემი სავიზიტო ბარათივით არის. მიხარია, რომ კიდევ ერთი მშვენიერი არსება დავიხსენი მოღალატე ცხოველის კლანჭებიდან და, იმედი მაქვს, კიდევ არაერთს დავიხსნი. მალე კიდევ შეგვემატება ერთი... გაგვიმარჯოს! – მადამ დეჟუამ ღვინის ბოკალი ასწია და თანამესუფრეს თვალი ჩაუკრა...

როცა სქელუამ შოკოლადი ახსენა და საკუთარი გვარიც გარკვევით წარმოთქვა, მისტერ დალასს შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. გაახსენდა, როგორ მიიღო შოკოლადის ამანათი მისმა ცოლმა ოთხი დღის წინ და ის ბაფთაც თვალწინ დაუდგა, რომლითაც შოკოლადის კოლოფი იყო შეკრული... მადამ დეჟუა... ესე იგი, მისი გახშირებული კუჭის ტკივილები შემთხვევითი არ არის და მასაც სიკვდილი ელის?! უსუსურობის განცდამ ლამის გააგიჟა, ხელები აუკანკალდა და გონებადაკარგულმა სკამიდან იატაკზე მოადინა ბრაგვანი... ქვრივებმა მხოლოდ გაიხედეს იატაკზე დაცემული კაცის მხარეს და მადამ დეჟუამ ხელით ოფიციანტი მოიხმო...

 

 

скачать dle 11.3