მკვლელი გვალვა
მკვლელი გვალვა
მდინარე ინდის ტერიტორიაზე 4-5 ათასი წლის წინ უძველესი ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც გვალვის შედეგად მთლიანად განადგურდა.
ამ დასკვნამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ, რომლებმაც განადგურებული ქალაქების ნარჩენები შეისწავლეს. ასევე, აიღეს სინჯები ამომშრალი ტბის ფსკერიდან, თანამედროვე დელის სიახლოვეს. ეს ჭეშმარიტად ეკოლოგიური კატასტროფა იყო. ძლიერი გვალვების მთელი ციკლი 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და პირისაგან მიწისა აღგავა განვითარებული მეგაპოლისი, მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლებით. კატასტროფის შედეგებთან ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს ცივილიზაცია მიჩნეულია შუმერული ცივილიზაციის თანასწორად. სულ დედამიწაზე სამი უძველესი ცივილიზაცია არსებობდა: შუმერული, მესოპოტამიის და ნილოსის დაბლობზე და ზემოხსენებული ხარაპის ცივილიზაცია მდინარე ინდის ტერიტორიაზე.
ყველაზე ძველი ყველი
ჩილეში, როცა ტაკლა-მაკანის სამარხი გახსნეს, მუმიებს შორის ყველის ნარჩენებიც იქნა აღმოჩენილი, რომელიც 3 500 წლით თარიღდება. მეცნიერებს ჯერ კიდევ უჭირთ, დანამდვილებით თქვან, რატომ ადებდნენ ყველის ნაჭერს მკერდზე მიცვალებულს. შეიძლება, ეს იყო ძღვენი, რომელიც გარდაცვლილს იმქვეყნად სავალ გზაზე გამოადგებოდა. სამარხში ბუნებრივად არსებულმა პირობებმა ყველი საკმაოდ კარგად შემოინახა. იმდენად კარგად, რომ მკვლევრებს საშუალება აქვთ, ამ ყველის რეცეპტიც კი შეისწავლონ. ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ უძველეს დროში ყველის დამზადებისთვის არ იყენებდნენ ყველის ფერმენტს, ეგრეთ წოდებულ რენინს. ყველის შედედებისთვის ისინი იყენებდნენ რაღაც ხაჭოსებრ მჟავას, რომელიც პროდუქტის დამზადებას უწყობდა ხელს.
ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყველია. აქამდე: პოლონეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი ყველის მსგავსი პროდუქტი, რომელიც 7 ათასი წლისაა, დანიის ტერიტორიაზე კი – რძის გადამამუშავებელი მოწყობილობა, რომელიც 5 ათასი წლით თარიღდება.
მაინც ინდიელები...
კაუჩუკთის ხე – გევეია – ბრაზილიაში ხარობს. ადგილობრივმა ინდიელებმა მისი სიკეთეების შესახებ ოდითგანვე იცოდნენ. ისინი „ფეხსაცმელებსაც“ მარტივად შოულობდნენ. უბრალოდ, ჩაყოფდნენ ფეხებს კაუჩუკის ხის წვენში, როცა წვენი შეშრებოდა, ფეხებს გადაკრული ჰქონდა წყალგაუმტარი ფენა, რაც ჭაობებსა და მინდვრებში ხეტიალის საშუალებას იძლეოდა.
ევროპელ დამპყრობლებს ეს იდეა ძალიან მოეწონათ. მათ ინდიელების „ფეხსაცმელი“ ევროპაში ჩაიტანეს, სადაც მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. თუმცა, ვერაფერი მსგავსი ვერ დაამზადეს, ნედლეულის უქონლობის გამო...
საგნების ევოლუცია
ეს ნივთები უწინაც არსებობდა, მაგრამ, როგორც ადამიანებს, პროგრესი მაინც დაეტყო. ალბათ, ეს ბუნებრივია – ადამიანებთან ერთად, ნივთებიც იცვლება და ვითარდება...
პირველი ნათურა 1814 წელს გაჩნდა და ის საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურებოდა – ბუნებრივია, ელექტრობასთან კავშირი არ ჰქონდა. ინგლისელები გასანათებლად კარბიდს იყენებდნენ. ნათურა კი ხისა და შუშისგან იყო დამზადებული.
1874 წელს რუსებმა შუშისა და ლატუნისგან დაამზადეს ნათურა, რომელიც ნახშირის საშუალებით ანათებდა.
1967 წელს უკვე ელექტრონათურაც გაჩნდა. საბჭოთა კავშირი ამ საქმეში ნოვატორობას იჩემებდა – მასალად ვოლფრამი და შუშა გამოიყენეს.
შარშანდელი ნოუჰაუა იაპონური – ტყვიისა და პლასტმასისგან დამზადებული ნათურა დიოდური ნათებით, მსუბუქი და ლამის მუდმივი.