კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი TOYOTA 4RUNNER 4.7 LIMITED 2004 წლის. რამდენიმე ხნის წინ, ამინთო ეგრეთ წოდებულმა ჩეკმა, მასთან ერთად VSC TRAC, VSC OFF, ასევე, მოცურების ჩეკმა. მანქანა არის ბენზინზე და არასოდეს ყოფილა გაზზე. (140 000 მლ) ძრავამაც ცოტა „პერებოით“ დაიწყო მუშაობა. რამდენიმე კილომეტრის (დახლოებით 40-60) გავლის შემდეგ, ძრავას მუშაობა გამოსწორდა და ჩეკებიც ჩაქრა. ასე გრძელდება 2-3 თვეა. ისიც შევამჩნიე, ეს ემართბა მხოლოდ ქალაქში პატარა ბრუნებისას. შორ გზაზე რამდენჯერაც წავსულვარ, თუნდაც 600 კილომეტრი დავფარო, არასოდეს ემართება მსგავსი რამ. მე უფრო საწვავის ფილტრი მგონია. შევიძინე კიდეც, მაგრამ ჯერ არ შემიცვლია. რისი ბრალი შეიძლება იყოს, ან იქნებ მითხრათ ვინმეს ნომერი, ვის მივმართო?

პასუხი: რისი ბრალიც არ უნდა იყოს, რადგან კომპიუტერმა ერთხელ მაინც დააფიქსირა პრობლემა და ჩეკი აანთო, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერმა ამ პრობლემის შესახებ იცის. თუ უფრო ჩაუღრმავდებით, შეიძლება, რომელიმე სენსორი დააფიქსიროს და მართლაც რომელიღაც ფილტრი იყოს გამოსაცვლელი. მაგრამ, როგორც მინიმუმ, პრობლემის წარმოშობის წყაროს მაინც მიგვანიშნებს, რის შემდეგაც, კარგი ხელოსანი უკვე მარტივად მიხვდება რეალურ მიზეზს და გამოასწორებს კიდეც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გირჩევთ, მიმართოთ „თეგეტა მოტორსს“, ვინაიდან იქ აქვთ სპეციალური კომპიუტერი და არის ხელოსანი (ანატოლი), რომელიც კარგად ერკვევა ამ ტიპის პრობლემებში. 

კითხვა: შევიძინე 2002 წელს გამოშვებული „მიცუბიში მონტერო“, 3.5-იანი ბენზინის ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. ავტომობილში შესაცვლელია როგორც კოლოფის, ისევე ძრავის ზეთი. რომელ ზეთს მირჩევთ? გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილი ჩამოყვანილია კოლუმბიიდან.

პასუხი: ჩემი ინფორმაციით, დღესდღეობით, ორიგინალი ზეთები პირდაპირ ქარხნებიდან ჩამოტანილი აქვს „რეინოლს“ (გერმანული ზეთი), რომლის საწყობი „რადიო ფორტუნას” შენობის ეზოშია, ასევე, იაპონური „ენეოსი“, რომლის საწყობის აგლაძის 39 ნომერში მდებარეობს  კომპანია „პრემიქსის“ საწყობში. ჩემი რჩევაა, სხვა არჩევნის შემთხვევაშიც, ზეთი საწყობიდან იყოდოთ, პირდაპირ მსხვილი შემომტანისგან. ზეთი ძალიან ფაქიზი თემაა, რადგან მისი ფალსიფიცირება იოლია და ძრავის ან სიჩქარეთა კოლოფის დაზიანების შემთხვევაში, ვერავის შეედავებით. 

 

скачать dle 11.3