კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა იურიდიული შედეგები შეიძლება მოჰყვეს პროკურორის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღევის  საქმეზე მიღებული დადგენილების გაპროტესტებას ან ვინ იხილავს პროკურორის პროტესტს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მიმართ პროკურორის პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, პროტესტის შესვლიდან 30 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგენილება სასამართლოშია გასაჩივრებული. ორგანო ან თანამდებობის პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ პროკურორის პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. შესაბამისად, პროტესტის შეტანამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული  დადგენილების შეცვლა ან გაუქმება. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა ასაკიდან ეკისრებათ მოქალაქეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირთ.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  შეიძლება თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პირმა ჩაიდინოს გაუფრთხილებლად?

პასუხი: დიახ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გაუფრთხილებლობით ჩადენა შესაძლებელია. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ, ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.

კითხვა: მაინტერესებს, რა პროცედურები უნდა დაიცვას სასამართლომ მხარისთვის სამოქალაქო საქმეზე სასამართლო უწყების გაგზავნის დროს? 

პასუხი: სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსით განსაზღვრული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლოს კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე, სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას ადრესატისთვის უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს ის  დამატებით ერთხელ მაინც უნდა გაეგზავნოს იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, როგორ ხდება სამოქალაქო საქმეზე მხარისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება და რა იურიდიული შედეგები მოსდევს უწყების ჩაუბარებლობას იმ მიზეზით, როცა მოსარჩელის მიერ არასწორი მისამართი მიეთითება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ანუ ფაქტობრივი ადგილსამყოფლის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში, ანუ შესაგებელში მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

скачать dle 11.3