კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რომელია ყველაზე გავრცელებული ალერგია ძაღლებში?

პასუხი: ყველაზე გავრცელებულია ტკიპის ნერწყვზე ალერგია; ასევე, ალერგია გარემოზე, სადაც ცხოველი იმყოფება და საკვებისმიერი ალერგიები. მათ შორის, ყველაზე უფრო ხშირია ტკიპის ნერწყვზე ალერგია. სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება მისი ობიექტური შეფასება, რადგან ამ დროს, შეიძლება, ცხოველის ორგანიზმზე ვერ აღმოვაჩინოთ ტკიპა. საქმე ისაა, რომ ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებაში საკმარისია ტკიპის ერთი კბენა, რაც, შეიძლება მოხდეს ცხოველის გასეირნების დროსაც. ეს, შესაძლოა, აიხსნას იმითაც, რომ ხშირად ცხოველები იმყოფებიან ერთსა და იმავე გარემოში და მათზე პარაზიტობენ ტკიპები. არც ის არის გამორიცხული, რომ ორი ერთად მყოფი ცხოველიდან ალერგია ერთს განუვითარდეს, მეორეს კი არა. საკვებისმიერი ალერგიები ყველაზე იშვიათია ალერგიებს შორის. მათი განვითარებისთვის იმუნურ სისტემას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ, არასწორია აზრი, რომ საკვებისმიერი ალერგია შეიძლება განვითარდეს ახალი პროდუქტების მიცემის შედეგად. პირიქით სრულიად ახალ ცილას არ შეუძლია გამოიწვიოს რაიმე რეაქცია და ზუსტად ამიტომ გამოიყენება ის ალერგიული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. შედარებით უფრო ხშირად ალერგია ვითარდება ხორცის ცილაზე და ის მკაცრად ინდივიდუალურია, რადგან, შეიძლება, ერთ ცხოველს საქონლის ხორცზე ჰქონდეს ალერგია, მეორეს კი – თევზზე. რაც შეეხება ალერგიას გარემოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებზე (ატოპიური დერმატიტები), გავრცელების მიხედვით ის მეორეა როგორც წესი, აღნიშნული ტიპის ალერგიების პირველადი გამოვლინება ხდება 10 თვიდან 3 წლის ასაკამდე.

კითხვა: მყავს 9 თვის ძაღლი. ოჯახის წევრები ზაფხულის დადგომისთანავე ქალაქგარეთ გამგზავრებას ვგეგმავთ და, გვინდა, ძაღლიც თან წავიყვანოთ. მაინტერესებს, რა უნდა გავითვალისწინოთ, ანუ, როგორ ვამგზავროთ ის?

პასუხი: პირველი რჩევა ის იქნება, რომ გამგზავრების წინ არაფერი აჭამოთ, რადგან, გადაადგილების დროს, შეიძლება, მას გული აერიოს. ეს ინდივიდუალურად ხდება. ისევე, როგორც ადამიანის შემთხვევაში, ზოგი მგზავრობას ჩვეულებრივად იტანს, ზოგი კი – პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ შორს არ მიემგზავრებით და გზაში რამდენიმე საათის გატარება არ არის საჭირო, მაშინ თქვენს ძაღლს განსაკუთრებული მზრუნველობა არ დასჭირდება. კარგი იქნება, თუ დილით ადრე ან საღამოს გაემგზავრებით, რათა სიცხემ თქვენს ცხოველს დისკომფორტი არ შეუქმნას ან სხეულის გადახურება არ გამოიწვიოს. უმჯობესია, მგზავრობის დროს ძაღლი უკანა სავარძელზე მოათავსოთ და მისაბმელით დააფიქსიროთ. ეს ყველაფერი იმიტომ არის საჭირო, რომ მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი ინციდენტი აიცილოთ თავიდან. ასეთ დროს, თუ ძაღლი დაბმული არ არის, შესაძლოა, ინერციით წინ გადმოვარდეს და ან, თქვენ დაგეჯახოთ, ან თავად შეეჯახოს საქარე მინას და საფრთხეში აღმოჩნდეს.

 

 

скачать dle 11.3