რა მოხდა ამ დღეს
14 აპრილი
1471 – ბერნეტთან მოხდა წითელი და თეთრი ვარდების სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შეტაკება იორკისტებს (ედუარდ მოთხის მეთაურობით) და ლანკასტერელებს (გრაფ უორვიკის მეთაურობით) შორის.
1927 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი ავტომობილი „ვოლვო“.
1970 – ავარიის გამო ამერიკული კოსმოსური ხომალდის, „აპოლონ 13-ის“ ეკიპაჟი მთვარეზე ვეღარ გაფრინდა, მაგრამ, შეძლო დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნება.
15 აპრილი
1881 – სანტკ-პეტერბურგში სემიონოვსკის მოედანზე იმპერატორ ალექსანდრე მეორეზე თავდასხმისთვის სიკვდილით დასაჯეს სოფიო პეროვსკაია, ანდრე ჟელიაბოვი და მათი სამი ამხანაგი.
1912 – ჩაიძირა სუპერლაინერი „ტიტანიკი“, რომლის სიგრძე იყო 275 მეტრი, წონა – 4 600 ტონა.
1919 – საბჭოთა მთავრობის მიერ გამოიცა დეკრეტი შრომითი გამოსასწორებელი ბანაკების სისტემის შექმნის შესახებ, რამაც საფუძველი დაუდო „არქიპელაგ გულაგის“ შექმნას.
1997 – მექაში მომლოცველ მუსლიმანთა კარვებს ხანძარი გაუჩნდა, დაიღუპა 343 პილიგრიმი.
16 აპრილი
1912 – ინგლისელი ჰარიეტ ქუიმბი გახდა პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავით ლა-მანშს გადაუფრინა.
1917 – ლენინის დაბრუნება პეტერბურგში. მის მიერ „აპრილის თეზისების“ ჩამოყალიბება მიტინგზე ფინეთის ვაგზალთან.
1934 – შემოიღეს „საბჭოთა კავშირის გმირის“ საპატიო წოდება. ეს წოდება პირველებს მიენიჭათ მფრინავებს თბომავალ „ჩელუსკინცის“ ეკიპაჟის გადარჩენისთვის.
1964 – ინგლისში გამოვიდა ჯგუფ „როლინგ სთოუნის“ პირველი ალბომი.
17 აპრილი
1607 – 21 წლის არმან რიშელიე დიუ-პლესმა მიიღო სასულიერო წოდება. დაიწყო მისი კარიერული გზა კარდინალობისკენ.
1722 – პეტრე პირველმა რუსეთში შემოიღო გადასახადი წვერებზე: ვინც წვერს ატარებდა, წელიწადში 50 რუბლი უნდა გადაეხადა.
1839 – სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო გვატემალა.
1875 – ფრენსის ფიცჯერალდ ჩემბერლენმა გამოიგონა სნუკერი – ბილიარდის ნაირსახეობა.
1994 – გამოვიდა „პინკ ფლოიდის“ ბოლო ალბომი.
18 აპრილი
1902 – დანიაში, მსოფლიოში პირველად, დაიწყეს თითის ანაბეჭდების გამოყენება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის.
1906 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი სან-ფრანცისკო.
1934 – ტეხასში გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი სამრეცხაო.
19 აპრილი
1783 – რუსეთის იმპერიამ „შეიერთა“ ყირიმის ნახევარკუნძული.
1943 – დაიწყო დიდი ანტიფაშისტური აჯანყება ვარშავის გეტოში.
1995 – ტერორისტმა ააფეთქა ქალაქ ოკლაჰომა-სიტის ადმინისტრაციული შენობა. დაიღუპა 168 ადამიანი.
20 აპრილი
1653 – ოლივერ კრომველი გახდა ინგლისის ერთპიროვნული მმართველი (ლორდ პროტექტორის ტიტულით).
1865 – გასაყიდად გამოვიდა პირველი თანამედროვე ტიპის ასანთი.
1941 – გამოქვეყნდა ედგარ პოს პირველი დეტექტიური მოთხრობა – „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“.
1902 – ცოლ-ქმარმა კიურებმა მიიღეს სუფთა რადიუმი.
1968 – ჩატარდა ჯგუფ „დიფ ფარფლის“ პირველი კონცერტი.