კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური მამაკაცმა ყოფილ ცოლსა და მის ქმარზე

შურისძიების ნიადაგზე  ჩადენილი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 31 წლის მამაკაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განსასჯელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა  მისმა ყოფილმა ცოლმა, რომელიც  ამტკიცებდა, რომ მამუკა გ-შვილს შვილების თვალწინ მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.    

დანაშაული  29 წლის ნანა მ-ძის ბინაში მოხდა. შემთხვევას ჰყავდა  რამდენიმე თვითმხილველი,   რომლებიც ადასტურებდნენ მამუკა გ-შვილის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულს. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, მამუკა გ-შვილი და ნანა მ-ძე სიყვარულით შეუღლდნენ  რვა წელი იმყოფებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში. ნანა მ-ძის დედის განცხადებით, მათი ოჯახის დანგრევას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ, ქორწინებიდან ორ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა – ნანა  არაერთხელ გახდა მამუკას ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მერე და მერე ოჯახური დრამების მომსწრენი იყვნენ მათი მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც მშობლების ოფიციალური განქორწინების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით,  დედასთან დარჩნენ  საცხოვრებლად. განქორიწინებიდან ორ წელიწადში ნანა მ-ძე ცოლად გაჰყვა ბესო ჭ-ძეს, რომელიც  კერძო აუდიტად მუშაობდა იმ კომპანიაში, სადაც  მამუკა გ-შვილიც იყო  დასაქმებული, თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცს ცოლ-ქმრის განქორწინებაში არანაირი ბრალი არ მიუძღოდა, უფრო მეტიც, ნანა მაშინ გაიცნო, როცა ის ქმართან უკვე განქორწინებული იყო.       

მამუკა გ-შვილმა ყოფილ ცოლს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ის უცერემონიოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიადგებოდა ხოლმე ყოფილ ცოლს სახლში და ბავშვების ნახვას ითხოვდა. ამის გამო მამაკაცებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერივნენ და არაერთხელ გააფრთხილეს მამუკა გ-შვილი, რომელსაც ხელწერილიც კი ჩამოართვეს,  რომ ყოფილი ცოლისა და შვილებისთვის ნორმალურად ცხოვრების საშუალება მიეცა, მაგრამ, პირობა პირობად რჩებოდა და, მძიმე ხასიათითა და ფსიქოლოგიური პრობლემებით ცნობილი მამაკაცი ყოფილი ოჯახის აწიოკებას არ ეშვებოდა. დაზარალებულმა ნანა მ-ძემ ჩვენებაში დეტალურად აღწერა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობდა: 

„მას შემდეგ, რაც მამუკას დავშორდი, ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო გაუმძაფრდა და უმართავი გახდა.  ხან რას მოიმიზეზებდა ხოლმე, ხან – რას, რომ ჩვენს სახლში მოსულიყო და  სცენები გაემართა. ერთხელ ბავშვთან ცეკვაზე მისვლა დამაგვიანდა. ეს რომ გაიგო, იმავე ღამეს მომივრდა სახლში და ბავშვის წაყვანით დამემუქრა. რამდენჯერმე ჩვენს ამბებში ჩემი ქმარი, ბესოც ჩაერთო, მაგრამ მას  ფიზიკური  და სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ მამაკაცებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო, მაგრამ, ამის თავიდან არიდება ვერ შევძელი, რადგან, მამუკა უმართავი იყო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ნასვამი ვენებს იჭრის, ლურსმნებს ყლაპავს და საშინელებებს აკეთებსო. რამდენჯერმე გადაარჩინეს სიკვდილს. ჩემს  მეგობრებთან  და ნათესავებთან  მემუქრებოდა – ნანას  ცხოვრებას გავუმწარებო და ასეც იქცეოდა. ჩემმა დისშვილმა რამდენჯერმე გამაფრთხილა კიდეც – მამუკამ მითხრა, ნანას  ჩემს მიტოვებას და გათხოვებას არ ვაპატიებ, ჩემი დროც  მოვა, როცა ყველაფრისთვის შურს ვიძიებ, შვილების თვალწინ უნდა გამოვასალმო სიცოცხლესო.”       

  საქმის მასალებით, მამუკა გ-შვილმა შურისძიების მიზნით დანაშაული სოფლის დღესასწაულზე ჩაიდინა. 

 ამონაწერი მოწმის, ლეილა წ-შვილის ჩვენებიდან: „მამუკა ჩემი ქმრის  ნათესავია და სწორედ ჩვენს ოჯახში გაიცნო ნანა წლების წინ. მას შემდეგ, რაც მათი ოჯახი დაინგრა, მამუკა ჩვენთან მოსვლას ერიდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს მოულოდნელად გვესტუმრა. მეგობრის მანქანით იყო ჩამოსული. სუფრასთან მივიპატიჟეთ და სმა დაიწყო. ცოტა შევშინდი, რადგან, ვიცოდი, რომ  ნანა და მისი ქმარიც სოფელში იყვნენ. ჩვენ შორის სულ ორი სახლია, მამუკა მათთან უპრობლემოდ მივიდოდა. მამუკას სტუმრობიდან,  ალბათ, ერთი საათი იქნებოდა გასული,  როცა ჩემმა შვილმა ჩუმად მითხრა, მამუკას მანქანაში პისტოლეტი უდევსო. ამან ძალიან შემაშინა, რადგან, მამაუკა ნასვამი იყო. ორჯერ მკითხა, ბავშვები აქ არიანო? ხომ ვერ დავუმალავდი. ალბათ, სამი-ოთხი საათი იყო ჩვენთან და სულ ვაკვირდებოდი. შევატყვე, ძალიან გაღიზიანებული იყო.  როცა დაგვემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, შვებით ამოვისუნთქე. ვიფიქრე, პრობლემებს გადავრჩით-მეთქი, მაგრამ, დაახლოებით ნახევარ საათში ნანას სახლიდან რამდენიმე გასროლის და კივილის ხმა მომესმა. ყველა იქით გავიქეცით და საშინელი ფაქტის მომსწრენი გავხდით: ნანა და ბესო მიწაზე იწვნენ და საკუთარ სისხლში ცურავდნენ.”         

  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამუკა გ-შვილი ყოფილი სიმამრის ოჯახში მაშინ მივიდა, როცა ნანა და მისი მეუღლე ეზოდან სტუმრებს აცილებდნენ. იქვე იყვნენ ნანასა და მამუკას შვილებიც, რომლებმაც მამის დანახვაზე მისკენ დააპირეს წასვლა. თვითმხილველთა განცხადებით, მამუკა გ-შვილი ჯერ ბავშვებს ჩაეხუტა, მერე უცებ ქურთუკიდან პისტოლეტი ამოიღო და ორჯერ ნანასკენ, ერთხელ კი მისი მეუღლის მიმართულებით ისროლა, ანუ,  დანაშაული მცირეწლოვანი  ბავშვების თვალწინ ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც მამუკა გ-შვილმა ორი ადამიანის მკვლელობა სცადა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა, თუმცა, ის მეორე დღესვე დააკავეს სამართალდამცველებმა. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამუკა გ-შვილმა თვითმკვლელობა სცადა – ვენები გადაიჭრა, მაგრამ, ექიმების დროული ჩარევის შედეგად გადარჩა.  სიკვდილს გადაურჩა დაჭრილი ცოლ-ქმარიც, რომლებსაც ცეცხლსასროლი ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული. მოგვიანებით, დაზარალებულის ახლობლებმა გამომძიებელთან განაცხადეს, რომ  მამუკა გ-შვილმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ სუიციდის მცდელობით  აფექტური მდგომარეობის იმიტაცია შეექმნა, სინამდვილეში, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ადეკვატური იყო: მან სპეციალუარდ შეარჩია დრო მკვლელობისთვის და გამიზნულად ჩაიტანა  ცეცხლსასროლი იარაღი, რათა ჩანაფიქრი – ცოლ-ქმრის მკვლელობა –  სისრულეში მოეყვანა.  

სასამართლო პროცესზე მამუკა გ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ცოლ-ქმრის დახოცვა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ, წონასწორობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ნანას დაურეკა და ბავშვების ნახვა მოსთხოვა – ნანამ ამაზე უარი მითხრა და, უკვე სოფლიდან გასვლას ვაპირებდი, როცა უკან დავბრუნდიო. სასამართლომ ეს  არ ჩათვალა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად და ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

 

скачать dle 11.3