კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ფხაკაძე

გვარის წარმოშობის ადგილად მიჩნეულია ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი.

ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შიო ფხაკაძე – „ფარცხანაყანევს მცხოვრები, გიორგი მეფემ შესწირა გულათს ულუხან ლორთქიფანიძის სამწირველად და დააკისრა ოცი კოკა ღვინო და ათი საკლავის თეთრი“ (1573 წელი).

გვხვდება გვარები: ფხიკაძე, ფხეკია.

გვარის ფუძედაა მიჩნეული მეტსახელი ფხაკა.

ალექსანდრე ღლონტი, წიგნში – „ქართველური საკუთარი სახელები“ – წერს: „ფხაკა – მეტსახელი გვარში ფხაკაძე“...

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ფხაკაძეთა გვარს 129-ე ადგილი უკავია.

გვაქვს, აგრეთვე, ქართული გვარი – ფხაკალაშვილი.

საქართველოში 3 979 ფხაკაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 1 784, წყალტუბოში – 1 165, თბილისში – 512. არიან სხვაგანაც.

კედია 

კედიათა გვარი ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება შემდეგი ფორმებით: კედია, კეიდია და კეირდია. ყველა ამ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – კედრა. 

იოანე ბაგრატიონი გვარის ფუძედ ტოპონიმს მიიჩნევს და წერს: „მეფე დიმიტრიმ უბოძა აზნაურობა კეისადგეობის ადგილისა გამო“. 

„ზუგდიდელი აზნაური უჩანა კედია და მისი ნაყიდი ბიჭუნა ჯიშქარიანი ბატონ-ყმად ვეღარ მოთავსებულან და ჯიშქარიანი დაკარგულა“. 

საქართველოში 90 კედია ცხოვრობს: თბილისში – 49, ზუგდიდში – 21, ბათუმში – 12. არიან სხვაგანაც.

ცეცხლაძე 

ბათუმში, აჭარის სხვა ქალაქებსა და რაიონებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს გვარიშვილობის ფენომენი. გაბაიძეების საგვარეულო შეკრებაზე, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა, პოეტმა თენგიზ ცეცხლაშვილმა ბოლო ხანს გამოცემული წიგნი – „მამულო, ჩემო საუნჯევ“, დაარიგა. მისი მეორე წიგნი – „ხმა“ – ასე იწყება: „ურყევი ბურჯი საქართველოსი, მუდამჟამს იყო ჩემი აჭარა, დღესაც მზად არის, თავი გასწიროს, მამულს დაუდგეს მტკიცე აბჯარად“. ამ შეკრებაზე გადაწყდა, რომ ცნობილ საგვარეულოსთან, ცეცხლაძეებთან უნისონში მოეწყოს ცეცხლაშვილების გვარის შეკრება და აირჩეს გვარის უფროსი, რადგან, მიგვაჩნია, რომ ეს ორი მონათესავე გვარია. 

გვარში ცეცხლაძე ფუძედაა გამოყენებული სიტყვა ცეცხლი, საიდანაც მიღებულია საკუთარი სახელი – ცეცხლა. 

ცეცხლაშვილი ცეცხლაძეებიდან ატყორცნილ გვარად ჩანს. ცეცხლაძეები ცხოვრობენ აჭარაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, თბილისში, ქობულეთში და სხვაგანაც. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ცეცხლაძეები 42-ე ადგილზე არიან. 

იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებული აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილი არიან ტრაქტატსა შინა,“ ცეცხლაძეებს აზნაურებად მოიხსენიებს. 

ცეცხლაძეები არიან იმერეთშიც. საგვარეულოს ისტორიული სოფელია ხინო, რომელიც აჭარასა და გურიის საზღვარზე მდებარეობს. სამეგრელოში კი გვარი გვხვდება სოფლებში: პატარა ფოთი და ეწერი. 

ცეცხლაძეები, ასევე, გვხვდებიან 1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში. 

კახეთის მოსახლეობის აღწერის მეთვრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის დავთარში კი დაფიქსირებულები არიან ცეცხლაშვილები: „შილდსას ნეკრასლის ყმა გოშფარ ცეცხლაშვილი, გიორგი ცეცხლაშვილი და ივანე ცეცხლაშვილი.” 

საქართველოში 6 463 ცეცხლაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 1 773, ოზურგეთში – 859, ხელვაჩაურში – 456. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3