კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყალი ჩვენი არსობისა

რა იცით წყლის შესახებ? ალბათ, ის, რაც ბიოლოგიის გაკვეთილებიდან გახსოვთ, რომ წყალია სიცოცხლის საფუძველი; რომ ადამიანის 80 პროცენტი შედგება წყლისგან; კიდევ, ალბათ, გაიხსენებთ, რომ ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი დავლიოთ... – როგორც წესი, თითქმის ყველას ცოდნა (გამონაკლისების გარდა) წყლის შესახებ ამ მინიმალური ინფორმაციით ამოიწურება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მგრძნობიარეები არიან ორგანიზმში სითხის დეფიციტის მიმართ. აქედან გამომდინარე,  შეიძლება, თქვენი გაღიზიანება თუ ცუდი შეგრძნებები, სინამდვილეში, ძალიან ბანალური წყურვილის შედეგი იყოს.

სხვათა შორის, კეფის არეში ტკივილს სწორედ გაუწყლოება იწვევს. ასეთ დროს პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი და, თუ ეს ტკივილი რაიმე ორგანული მიზეზით არ არის გამოწვეული, 15-20 წუთის შემდეგ აუცილებლად გაგივლით.

თუ არ გიყვართ ჩვეულებრივი წყლის დალევა, მეტი რაოდენობით მიირთვით ვაშლი, მარწყვი, ალუბალი, საზამთრო. არ დაგავიწყდეთ ცოცხალი მწვანილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ოხრახუში, ნიახური, ბოლოკი, კიტრი, კომბოსტო – ამ პროდუქტებით არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, არამდე, შეივსებთ წყლის ბალანსს. დამტკიცებულია, რომ ყველაზე მეტ სითხეს შეიცავს კენკრა, ხილი და მწვანე ბოსტნეული – 100 გრამ პროდუქტზე 90 პროცენტი წყალი მოდის; მეორე ადგილზეა კარტოფილი – 75 პროცენტი, მესამეზე კი ხორცი და თევზი – 60-70 პროცენტი. ამიტომ, თუ ჯანმრთელი დიეტის დაცვას მოისურვებთ, შეგიძლიათ, მენიუ თავად შეადგინოთ ამ პროდუქტებისგან, ოღონდ, დაიცავით ტრადიციული „ოქროს წესები“: დღეში მინიმუმ ოთხჯერადი კვება თანაბარი შუალედებით; თითო ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 გრამს; მიირთვით პატარა ლუკმებით (და პატარა ყლუპებით); ყოველი ლუკმა დაღეჭეთ კარგად; ბოლო კვება არ უნდა გადაშორდეს საღამოს 18-19 საათს.

გაუწყლოება იწვევს არა მარტო კანის, არამედ, მთელი ორგანიზმის მოდუნებას, გონების გაფანტვას, უძილობასა და დეპრესიასაც კი. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევას და მათ სოლიდარობას უცხადებენ კოსმეტოლოგებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მშრალი კანი და მტვრევადი თმა და ფრჩხილები სწორედ გაუწყლოების შედეგია. მათ მხარს უბამენ დიეტოლოგებიც, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, მისი დეფიციტი კი, პირიქით, ანელებს პროცესს და ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას.

წყალი ადამიანის ნერვული სისტემის ბუნებრივი მკურნალია – მისი არა მარტო დალევა, არამედ, ცქერაც კი ამშვიდებს ნერვებს. თუ ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი გეპარებათ, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნებით გაღიზიანებული, შეეცადეთ, მოხვდეთ წყალთან – წყაროს, ტბის, მდინარის ან ზღვის ნაპირას და დიდხანს უყურეთ წყლის ლივლივს ან, თუნდაც, მღელვარე ტალღებს – შედეგს რამდენიმე წუთში იგრძნობთ.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა აკვარელაქსი – წყლის თერაპია (მაგალითად, ჰიდრომასაჟი ან კონტრასტული შხაპი) – ყველაზე მარტივი მეთოდი დაძაბულობისა და სტრესის მოსახსნელად. კონტრასტული შხაპის მიღება დილითაა უმჯობესი. ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კანი მკვრივდება, ორგანიზმიდან კი გამოიდევნება წიდები და ტოქსინები. ასეთი შხაპის მიღების შემდეგ ადამიანი თავს გრძნობს საოცრად მხნედ და ენერგიულად საღამოს კი უფრო რეკომენდებულია ჰიდრომასაჟი და აბაზანა ზღვის მარილით – ეს დადებითად მოქმედებს დაჭიმულ კუნთებზე, შლის ცხიმებს და ხსნის ორგანიზმის დაძაბულობას, რის შედეგადაც იგრძნობთ საოცარ სიმსუბუქესა და ხალისიან განწყობას.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ერთი-ორი ჭიქა წყალი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ხასიათს.

და, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: სიამოვნების ჰორმონს – ენდორფინს ორგანიზმი გამოიმუშავებს არა მხოლოდ შოკოლადის, არამედ, წყლის მიღების შემდეგ.

скачать dle 11.3