კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, ამიხსენით, რა არის ბიორევიტალიზაცია და როგორია ეფექტი.
პასუხი: ბიორევიტალიზაცია არის პროცედურა კანის ღრმა დატენიანების მიზნით, და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. თავიდან სწორდება წვრილი ნაოჭები. ზოგჯერ კანი იძენს დამახასიათებელ პრიალა ელფერს, შემდეგ კი კანი თხელდება და იჭიმება. საჭიროა მისი შენარჩუნება.
ჰიალურონის მჟავის ფუძეზე დამზადებული ფილერების გამოყენება რეკომენდებულია 40 წლის ასაკის შემდეგ. კურსებს შორის აუცილებელია, დაიცვათ რეაბილიტაციის პერიოდები – 12 თვე და, ასევე, ჩაიტაროთ შედეგის შესანარჩუნებელი პროცედურები: მსუბუქი პილინგები, კანის არაინიექციური დატენიანება. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ ბიორევიტალიზაციის ყოველი კურსის დასრულებიდან 2-3 თვის შემდეგ, ანუ, წელიწადში 3-ჯერ.
კითხვა: რა ასაკშია მიზანშეწონილი ვოლუმეტრიული კონტურული პლასტიკის ჩატარება?
პასუხი: ვოლუმეტრიული კონტურული პლასტიკა რეკომენდებულია 30-40 წლის ქალბატონებისთვის, მაგრამ, ეს არ არის უხიფათო და სამუდამო შედეგის მქონე პროცედურა. თავიდან კანი იჭიმება და ნაოჭები სწორდება, მაგრამ, დროთა განმავლობაში შესაძლებელია, კანი უფრო მეტად მოდუნდეს და დანაოჭდეს, ვიდრე ამ პროცედურის ჩატარებამდე იყო.
კითხვა: რა ასაკში სჭირდება კანს პილინგი და მავნებელია თუ არა ქიმიური პილინგი?
პასუხი: პილინგი საჭიროა როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი კანისთვის, რათა გაიზარდოს მისი ცხიმიანობა, გასწორდეს ნაოჭები, დაიწყოს რეგენერაციის პროცესები და, შედეგად, გაახალგაზრდავდეს.
ქიმიურ პილინგს ძალიან თვალსაჩინო ეფექტი აქვს და, ამიტომ ივიწყებენ სიფრთხილეს. სინამდვილეში, ეს არის კანის ტრავმატული სტიმულირება, რის შემდეგაც აუცილებლად საჭიროა დრო აღსადგენად. როცა ქიმიურ პილინგს ხშირად იკეთებენ, მოსალოდნელია გართულებები. მაგალითად, ჰიპერკერატოზი, როცა კანი ძალიან სქელდება და ხორკლიანი ხდება.
კითხვა: თერმოლიფტინგის მეთოდებიდან რომელია ყველაზე აქტუალური და როგორია ამ პროცედურის შედეგი?
პასუხი: თერმოლიფტინგის უამრავ მეთოდს შორის ყველაზე პოპულარულია ლაზერული ლიფტინგი და RF დასხივება. ამ პროცედურის ჩატარება არ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში, რადგან, შეიძლება, ამით დაჩქარდეს კანის დაბერების პროცესი. შედეგი თვალსაჩინოა: კანი სწორდება, იძენს ტონუსს, იჭიმება, მაგრამ, 4-5 თვის შემდეგ ელასტიკურობა საგრძნობლად ქვეითდება. ლაზერული პროცედურის ჩატარების შემდეგ კი, არცთუ იშვიათად, კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები.