კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

შენი „ბოსი“

 

მამაკაცებს უყვართ უფროსობა. ყოველ შემთხვევაში, ოჯახში ხშირად ცდილობენ „ბოსის“ როლის მორგებას. თუმცა, ვის როგორ გამოსდის, ეს უკვე საუბრის სხვა თემაა და კამათის მიზეზიც. დააკვირდით თქვენს მეორე ნახევარს და გაარკვიეთ, რომელ ტიპაჟს განეკუთვნება. ეს საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაუგოთ მას და შესაბამისად, ურთიერთობაც დაალაგოთ.

„ლაქლაქა“  – განმასხვავებელი ნიშნები: შეუჩერებლად ლაპარაკობს ყველაფერზე და ყოველთვის. თემა პირადულია თუ ზოგადსაკაცობრიო, ნაკლებად აინტერესებს. სიტყვასაც კი არ „ჩაგაგდებინებთ“. რეალურად, საქმის გამკეთებელი არ არის და დიდად არც თქვენგან მოითხოვს ამას. მთავარია, ლაპარაკში ხელი არ შეუშალოთ.

„პანიკიორი-აგრესორი” – მუდმივად შფოთავს და ვერ ისვენებს. სულ რაღაცის შიში აქვს და მოსვენებით ყოფნას თქვენც არ გაცდით. ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს. თან, ითხოვს, რომ აუცილებლად დაეთანხმოთ. შეეცადეთ, არ აგრძნობინოთ, რომ პანიკიორია და არ დაუსვათ ზედმეტი შეკითხვები, რათა არ გამოიწვიოთ მისი აგრესია.

„მუშა-ჭიანჭველა“ – საკუთარ ფიქრებსა და სამუშაოში ისეა ჩაფლული, მისი ყურადღების არეალში მოხვედრა ძალიან ძნელია. ზოგჯერ შეიძლება, არც შეგამჩნიოთ. რას იზამთ, ასეთი უნდა აიტანოთ. აბა, უსაქმური გირჩევნიათ? ალერსით „შეაპარეთ“, რომ ყველა ადამიანს სჭირდება თუნდაც ხანმოკლე დასვენება.

„კეთილი და საყვარელი“ – ისეთი კეთილია, თუკი სთხოვთ, პირველობას აუცილებლად დაგითმობთ. გულღიაა და ღიმილიანი. ზრდილობის ფარგლებს არასოდეს გასცდება. არ უნდა, ვინმეს აწყენინოს. ეს, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან დამღლელიც. შეეგუებით იმას, რომ დამოუკიდებლად ვერასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას?!

 

გილოცავთ – გადარჩით!

 

მთავარია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს იუმორში უგებდეს და ურთიერთობაში პრობლემები იშვიათად ექნებათ. თუ თქვენ ზუსტად ერთნაირი იუმორის გრძნობა გაქვთ, შეგიძლიათ, საკუთარ თავს მიულოცოთ. გამონაკლისებს შორის ყოფილხართ. უიმედო სიტუაცია არ არის, თუკი:

* მიუხედავად სქესთა შორის დარღვეული იუმორისტული ბალანსისა, ანუ იმისა, რომ ქალებსა და კაცებს იუმორი სხვადასხვანაირად ესმით, თქვენ მაინც იცინით სასაცილო მოვლენებსა და შემთხვევებზე, თუნდაც ანეკდოტებზე ერთნაირად.

* თუკი ერთხმად იცინით კომედიური ჟანრის გადაცემებზე და ერთად უყურებთ მათ (ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია).

* შემუშავებული გაქვთ ნეგატიურად დამუხტული სიტუაციების მსუბუქი იუმორით განმუხტვის სქემა. მაგალითად, იხსენებთ კურიოზულ ამბებს და სიტუაციებს. პრობლემას იუმორით განიხილავთ, ერთმანეთს მსუბუქად აქილიკებთ.

* შეგროვებული გაქვთ ოჯახური იუმორის „კოლექცია“, რომელიც შეიძლება, მხოლოდ თქვენ გესმით. გამოდგება ყველაფერი: ფოტო, ფრაზები, ფაქტები... თქვენ უკეთ იცით. თუ ამ პუნქტებში ორი მაინც თქვენთვის ნაცნობია და ახლობელი, მაშინ თქვენც გილოცავთ – ძალიან ჰარმონიული წყვილი ყოფილხართ.

 

ქალური და მამაკაცური იუმორი

 

მამაკაცებს მოსწონთ ქალები იუმორის გრძნობით. თუმცა, ქალურსა და მამაკაცურ იუმორს შორის განსხვავებაა და ზოგჯერ ეს სხვაობა ძალიან შესამჩნევია. ამიტომ, თუკი, საყვარელ მეორე ნახევართან იუმორის გამო ხშირად კინკლაობთ – ანუ, გწყინთ მისი ხუმრობა, ხოლო იმას თქვენს იუმორზე არ ეღიმება, შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ გამონაკლისი არ ხართ.

მაგალითად, გთავაზობთ ორიგინალურ და ახალ ხუმრობებს, რომლებიც, წესით, მამაკაცმა უნდა გაიგოს და მოიწონოს. თუ ვერ გაიგებს, თქვენ მაინც იხალისებთ.

* კაცი: შენ ჩემი ყველაზე ახლობელი და საყვარელი ქალი ხარ ამ პლანეტაზე.

ქალი:  აჰა, ესე იგი, საყვარელი გყავს მთვარეზე?!

* თუ კაცი ხედავს, რომ ცას ვარსკვლავი მოწყდა  და სურვილის ჩაფიქრებას მაინც ვერ მოასწრებს, ურჩიეთ, გვერდზე მაინც გადახტეს, რომ თავში არ დაეცეს.

*თუ ქალი ძალიან გაბრაზებულია, მობილურს ნუ გამორთავთ. აზრი არ აქვს, გამორთულზეც მოახერხებს დარეკვას.

* ექიმი: რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?

ქალი: სასურველი რეალობა მგონია.

* როცა მამაკაცი წვნიანს გაზქურაზე გასათბობად დგამს, თავად კი კომპიუტერთან ჯდება, ხელში კოვზი უნდა შეაჩეჩოთ, რომ არ დაავიწყდეს და არ დაწვას.

 

„გაბერილი“ წარმოდგენა

 

მამაკაცებს – საუბარია ჩვენს წრეში მყოფებზე   და არა გლობალურად სქესის ყველა წარმომადგენელზე – ზოგადად „გაბერილი“ წარმოდგენა აქვთ საკუთარ პერსონაზე. უმრავლესობას მიაჩნია, რომ, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს და იქცეოდეს, მაინც მომხიბვლელი და სასურველია ქალებისთვის. სამწუხაროდ, ეს „გაბერილი“ წარმოდგენა, მათ სწორედ ქალბატონებმა შეუქმნეს.

შევხედოთ სიტუაციას რეალურად: ქალებს შორის კონკურენცია ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. არც ღიპი, არც მელოტი თავი და არც უხეიროდ შერჩეული ტანსაცმელი არ უშლის ხელს მამაკაცს, შეირთოს იმაზე უკეთესი ცოლი, ვიდრე იმსახურებს. მიზეზი ისევ და ისევ ქალებშია. რატომღაც, ცოლები არ ეუბნებიან ქმრებს, რომ ისინი სულაც აღარ არიან ისეთი ეფექტურნი, როგორებიც იყვნენ ადრე; რომ საგანგაშოა მათი წონა და „მიშვებული“ ფორმები. სამაგიეროდ, ქმრები არ ერიდებიან ცოლების მწვავე კრიტიკას ამ მიმართულებით. ვისი ბრალია?! – რა თქმა უნდა, ქალების.

დროა, დავუნგრიოთ მამაკაცებს „გაბერილი“ წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე და დავანახვოთ რეალობა. ეს მათ ჯანსაღ აზროვნებას შეუწყობს ხელს...

 

ძველი ცოდვები...

 

თუ მამაკაცმა ერთხელ უკვე გიღალატათ, ძალიან ძნელია, მის მიმართ ნდობა დაიბრუნოთ. წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი ახალი ეჭვი საფუძველს მოკლებული არ იქნება. თუმცა, თუ ქალი მიდის იმაზე, რომ საყვარელ ადამიანს აპატიოს, მას უნდა ესმოდეს, მეორე ეტაპზე აუცილებელია, საკუთარ თავში იპოვნოს ძალა და აღარ შეახსენოს მამაკაცს ჩადენილი საქციელი. ურთულესია, მაგრამ უამისოდ ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

იმისთვის, რომ უსიამოვნო ფიქრები აირიდოთ თავიდან, მეხსიერებაში ხშირად წინ წამოწიეთ პარტნიორის ის სიტყვები და საქციელი, რაც მის გრძნობასა და ერთგულებაზე მეტყველებს – რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ.

მოიქეცით ისე, რომ ხშირად შეაწუხოს სინდისმა ჩადენილი დანაშაულის გამო. მოექეცით ალერსიანად და თბილად. შეაქეთ, როცა თქვენს მიმართ ყურადღებას გამოიჩენს. ამით გამოიწვევთ ჯაჭვურ რეაქციასაც.

ერთგულება კაცობრიობის ევოლუციური მონაპოვარია. პირველყოფილ ადამიანებს ეს პრობლემა არ აწუხებდათ. მათ საერთოდ არც ჰქონდათ ერთგულების არც განცდა და არც გაგება... გადარჩენის პრინციპი ასეთ ინტიმსა და დახვეწილობას არ გულისხმობდა. სამაგიეროდ, ერთგულება დღეს უკვე სიყვარულის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

скачать dle 11.3