კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს აურის დარღვევას, არის თუ არა ის ადამიანის ენერგეტიკული დამცველი და რისგან გვიცავს შესასვლელში დაკიდებული ხახვი

ავ თვალს ისეთი ზიანის მიყენება შეუძლია, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. ბევრი ფაქტიც არსებობს, როცა გათვალვის შედეგად, ადამიანი უმძიმეს მდგომარეობამდე მისულა. ამ დროს მას ვერც აფთიაქში ნაყიდი წამლებით და ვერც ხალხურ მედიცინაში აპრობირებული მეთოდით უმკურნალებთ. ასევე, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გათვალვით გამოწვეული ავადმყოფობის დროს, ქირურგიული ჩარევა ყოველთვის გართულებებით მთავრდება, ხშირად კი – სიკვდილითაც კი. ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ბატონ გიორგის, რომელმაც ძალიან საჭირო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა. 

 

გიორგი: ავი თვალის მქონე ადამიანების შესახებ ინფორმაცია უძველესი დროიდან მოდის. ასევე, ცნობილია, ამის შედეგად გათვალული ადამიანების დატანჯული ბედის შესახებაც. ისტორიულ წყაროებში ნახსენებია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომელიღაც საუკუნეში, თურმე რომის სამართლის ერთ-ერთი მონაცემის მიხედვით, ავი თვალის პატრონი სიკვდილით ისჯებოდა. ავმა თვალმა შეიძლება, ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, ასევე, შინაურ ცხოველებსა და უსულო საგნებსაც კი. აგრეთვე, ავი თვალი შეიძლება, მიზეზი გახდეს ისეთი ძნელად განკურნებადი დაავადებებისა, როგორიცაა, კატასტროფული სიგამხდრე, სიმსუქნე, დამბლა, კრუნჩხვა, სიბრმავე, ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, უძილობა და ბევრი სხვა. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა შეიძლება, მანქანის ან სამეურნეო ტექნიკის დამტვრევაც გამოიწვიოს. დამიჯერეთ, ეს მისტიკა არ არის, ეს რეალობაა და ასეთი უამრავი მაგალითი ინახება ჩემს არქივში. 

– იქნებ, დეტალურად აგვიხსნათ, როგორც ეზოთერიკოსმა, ავი თვალის მოქმედების მექანიზმი ცოცხალ ორგანიზმზე?

– კი ბატონო, აგიხსნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს დამცავი გარსი, ანუ აურა. აურა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ენერგეტიკული გამოსხივებაა. სხვათა შორის, აქვე იმასაც გეტყვით, რომ მეცნიერებისა და ეზოთერიკოსების ჯგუფმა სცადა, აურა ფოტოზე დაეფიქსირებინა და ეს ცდა წარმატებული გამოდგა. ახლა კი ამის წყალობით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ აურა ნამდვილად აკრავს გარს ადამიანს. ის ასხივებს ენერგეტიკულ დონეზე და იცავს პატრონს ნეგატიური ზემოქმედებისგან. ალბათ, ყველა, ამ საქმეში ჩახედული ადამიანი დამეთანხმება, რომ აურა ადამიანის ძირითადი დამცავი გარსია. ის პატრონის ენერგეტიკას სხვა ადამიანების ენერგეტიკული ზემოქმედებისგან იცავს. 

– გამიგია, რომ ადამიანის აურა ინახავს ცხოვრებისეულ ენერგიას და ამით ხელს უწყობს პატრონს პოზიტიური მოვლენებისკენ იოლად გაიკვალოს გზა. ასეა თუ არა და რა იწვევს მის დარღვევას უმეტეს შემთხვევაში, რაც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანისთვის?

– დიახ, აურა ხელშეუხებლად ინახავს ინდივიდის ცხოვრებისეულ ენერგიას და ამავე დროს, ორგანიზმში არ უშვებს ისეთ ენერგიას, რომელმაც შეიძლება, ავნოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აურა ჩვენი ენერგეტიკული დამცველია. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მისი დარღვევა კი შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესებმა, ფარულმა სიავემ, შურმა, სკანდალებმა. ეს ყველაფერი აურის გარკვეულ დეფორმაციას, დასუსტებას იწვევს და დიდი შანსია, ამ ყველაფერმა მისი ცხოვრებისეული ძალებისგან დაცლა მოახერხოს. გათვალვა ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმისკენ უცხო, უარყოფითი, შავი ენერგიების მიმართვაა, რომელმაც შეიძლება, აურის ეგრეთ წოდებული „გახვრეტა” და დეფორმაცია გამოიწვიოს. აურის დაზიანება, ანუ უარყოფითი ენერგიის შეღწევის რაოდენობა დამოკიდებულია აურის ზომაზეც.

– ეს როგორ გავიგოთ?

– რაც უფრო სქელია ადამიანის აურის გარსი, მით ნაკლებია ავი თვალის ზემოქმედების ალბათობა მასზე. ზოგადად, გათვალვა წინასწარ განზრახული ჯადოქრობაა. ვისაც გამოხედვაში გარკვეული ენერგია აქვს, შეხედვით აზიანებს მეორე ადამიანის ბიოველს. შესაძლოა, მას ეს არც უნდოდეს, კეთილი და თბილი იყოს ბუნებით, მაგრამ გაუცნობიერებლად დააზიანოს აურა. თუ ცუდი თვალის ადამიანი დილით სარკეში ჩაიხედავს და შემდეგ სხვაც იმავე სარკეში ჩაიხედავს, შეიძლება, ასეც კი გაითვალოს. ამ დროს მეორე ადამიანის ბიოველის დაზიანების დიდი შანსია. 

– ამ დროს რა ემართება ბიოველს?

– ბიოველზე ჩნდება ბზარები, ნახვრეტები. იქიდან გადმოდის ენერგია და იხარჯება. ხშირად ადამიანი ავად ხდება და ვერ ხვდება, რა არის ამის მიზეზი. სხვათა შორის, ძველად ავი თვალისგან თავს ლოცვით იცავდნენ. ეს იყო განსაზღვრული სიტყვების კომბინაცია, რომელთა წარმოთქმას თან ერთვოდა ხელების მოძრაობა. ამის შედეგად ჩნდებოდა ვიბრაცია და ეს საშუალებას იძლეოდა, აღედგინა დაზიანებული ბიოველი. შედეგად, უეცრად წარმოშობილი დაავადება უკან იხევდა. ადამიანის გარშემო იქმნებოდა გარკვეული ბარიერი, რომელიც შეაჩერებდა ბიოველის დამზიანებელი ცუდი ენერგიის ზემოქმედებას. 

– თუ არსებობს მაგიური საშუალება, რომელიც ამისგან დაგვიცავს?

– ძალიან ბევრი ასეთი მაგიური საშუალება არსებობს. მაგალითად, გაფცქვენით ხახვი, ჩამოკიდეთ სახლის შესასვლელში ისე, რომ შემოსული ადამიანის მზერა მიიპყროს. ხახვს აქვს თვისება, შეისრუტოს ჭუჭყიანი ასტრალური ენერგია. ერთი კვირის შემდეგ ეს ხახვი ჩამოხსენით, მოაყარეთ მარილი და გამდინარე წყალს გაატანეთ. ასეთი მაგიური მეთოდი თქვენს საცხოვრებელს ადვილად გაათავისუფლებს ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიისგან. სხვათა შორის, ყველა სახლში იბუდებს ცუდი აურა, ენერგია და მისგან გათავისუფლება აუცილებელია. ამისთვის ხახვი უებარი  და უტყუარი საშუალებაა. ტყუილად როდი იყენებენ ამ ბოსტნეულს საჭმელში ყველაზე ხშირად. ის ადამიანში აგრესიულ ფონსაც კლავს. ასე რომ, ვინც აგრესიული ბუნებისაა, აუცილებლად უნდა ჭამოს ბევრი ხახვი. 

 

скачать dle 11.3