კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია ქრონიკული პიელონეფრიტისა და ცისტიტის დროს

„აინო” - ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა, სადაც უამრავი ადამიანი პოულობს შვებას. პაციენტები, რომლებიც იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შედიან, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალევე უბრუნდებიან. ოზონოთერაპიამ დაამტკიცა, რომ ის მკურნალობის მართლაც ეფექტური საშუალებაა. როგორც შევიტყვეთ, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია ქრონიკული პიელონეფრიტისა და ცისტიტის დროს. ამის გადასამოწმებლად თბილისში, მცხეთის ქ. 8/90-ში მივედით და ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკის ექიმს, ქალბატონ ადა მჭედლიძეს გავესაუბრეთ. 

ადა მჭედლიძე: პიელონეფრიტის მკურნალობისას ოზონი გამოიყენება როგორც ანტიანთებითი და ბაქტერიციდული აგენტი. ოზონი ჟანგავს ბაქტერიის ლიპიდურ გარსს და აღწევს მიკრობის შიგნით. ოზონი აძლიერებს ადამიანის ჰუმორული იმუნიტეტის უჯრედების T და B ლიმფოციტების აქტივობას, რაც ყოველთვის შესუსტებულია ქრონიკული დაავადებების დროს. ოზონი აღმოფხვრის ჰიპოქსიას და ჰიპოქსემიას, ჟანგბადის დეფიციტს უჯრედებსა და ქსოვილებში. ოზონი აძლიერებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას ნებისმიერ ორგანოში, რაც უზრუნველყოფს შემდგომში ამ ორგანოს გამართულ მუშაობას. 

– მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, თუ შეიძლება ოზონოთერაპიის გამოყენება?

– ამ კითხვით უამრავი ადამიანი გვირეკავს კლინიკაში (225 31 39 / 571 25 55 33).

ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება შეიძლება, როგორც კლასიკური მედიკამენტოზური თერაპიის პარალელურად, ასევე დამოუკიდებლადაც. ოზონი ამცირებს ანტიბაქტერიული პრეპარატების დოზას. ოზონოთერაპიის ფონზე ძლიერდება ორგანიზმის მეტაბოლიზმი და ნებისმიერი პრეპარატის შეწოვა აქტიურდება. შესაბამისად, საჭიროა მისი დოზის კორექტირება, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა მედიკამენტები უძლურია, ოზონი უკანასკნელი იმედია. 

– მკურნალობის დაწყებიდან რამდენ ხანში უმჯობესდება მდგომარეობა?

– მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღესვე, პაციენტები აღნიშნავენ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირდება შარდში ლეიკოციტების რაოდენობა, უმჯობესდება სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლები. ოზონოთერაპია სასურველია, აგრეთვე, ჩატარდეს ლითოტრიპსიის (თირკმელში კენჭის დაშლის) მოსამზადებელ და პოსტოპერაციულ პერიოდებში. 

– ცისტიტის დროს რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია?

– ოზონოთერაპია წარმატებით გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ცისტიტების სამკურნალოდ. ოზონი ახდენს ანთებითი კერის სანაციას და ოზონოთერაპიას აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი. განსაკუთრებით ეფექტურია ოზონოთერაპიის გამოყენება იმ შემთხვევებში, როცა ცისტიტი გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით. ოზონოთერაპიის გამოყენება შეიძლება შარდის ბუშტზე ოპერაციების შემდგომ პერიოდშიც – დრენაჟის გამოყენებით, მისი ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვის გზით. 

 

скачать dle 11.3