კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აიმაღლოთ ჰემოგლობინის დაბალი დონე

წყალი უამრავ დაავადებას კურნავს

წყალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვეულებრივი წყალი ბევრ დაავადებასაც კურნავს.

წყლის კომპრესების სამკურნალო ძალა უძველესი დროიდანაა ცნობილი. როცა ადამიანს რომელიმე ორგანო აქვს დასუსტებული, დაავადებული ადგილისკენ დასახმარებლად სისხლის გაძლიერებული ნაკადი მიემართება, რათა იმ ორგანოს ნორმალური მუშაობა აღადგინოს. თუ წარმოიქმნება შეშუპება, ნერვულ დაბოლოებებს აწვება და ძლიერ ტკივილს იწვევს. შეშუპების დროს, ნახშირორჟანგით გაჯერებულ სისხლს გამოსასვლელი არ აქვს. ტკივილის მოსახსნელად და ანთების ჩასაქრობად კი, ასეთი სისხლი სხვა ადგილისკენ უნდა გავდევნოთ. ამ მოვალეობას ცივი წყლის კომპრესი ასრულებს. კომპრესის გაკეთების დროს აუცილებელია წესების დაცვა: უნდა მოერიდოთ ორპირ ქარს; კომპრესი უნდა გაიჩეროთ მანამ, სანამ გაშრობას დაიწყებს და მაშინვე ახალი დაიდოთ; ყოველი კომპრესის შემდეგ, წყალი უნდა გადაივლოთ.

კომპრესი გამოიყენება ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს. უმჯობესია, ეს მეთოდი დაავადების მწვავე სტადიის დროს გამოიყენოთ – ასე ეფექტი უფრო სწრაფი იქნება. ქრონიკული დაავადებების დროს კი საჭიროა, მთელი კურსი ჩაიტაროთ, ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც. კომპრესს ჭამის შემდეგ, მაშინვე ნუ გაიკეთებთ, რადგან, სისხლისა და ენერგიის ნაწილის სხვა მიმართულებით გადაყვანა საჭმლის მონელების პროცესს შეუშლის ხელს. პროცედურა ჭამიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყეთ.

დაავადების დროს ორგანიზმს არსებით დახმარებას უწევს მწვანე ჩაი. საერთოდ, უქეიფობის დროს, საჭიროა ბევრი სითხის მიღება. ამ მიზნით მწვანე ჩაი შეუცვლელია. სუფთა წყალი დასუსტებულ უჯრედში მოხვედრისას ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აძლიერებს. შედეგად, წარმოიქმნება წიდები, რომლებიც უჯრედის ბლოკირებას ახდენს და წყალს ორგანიზმიდან გამოსვლა არ შეუძლია, მწვანე ჩაი კი დასუსტებულ უჯრედებზე ოპტიმალურად მოქმედებს. ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, უჯრედში მოხვედრილი მწვანე ჩაი შლის წიდებს, მემბრანიდან გამოსვლისას კი, ეს წიდები გარეთ გამოაქვს. ამის შედეგად, ხდება ორგანიზმის უჯრედების გაწმენდა. მწვანე ჩაი კომპრესთან ერთად არა მხოლოდ შესანიშნავად ასუფთავებს, არამედ აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

 

ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადების დროს შეუცვლელია

სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან გამოირჩევა კალიუმის მარილების დიდი შემცველობით. ეს კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს.

*თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

* სურდოს დროს დღეში ხუთჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში სტაფილოს წვენი და მალე გამოჯანმრთელდებით.

* ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში წინასწარ გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყელის ტკივილისა და ხველების დროს კი, უებარია სტაფილოს სიროფის დალევა.

* ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს, კარგია სტაფილოს წვენის გამოვლება პირის ღრუში.

* მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველივე დღეებიდან დალიეთ 100 მილილიტრ სტაფილოს წვენი, დღეში ორჯერ.

* ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან და შტოშთან ერთად, რადგან სამივე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

* კუჭის შეკრულობისა და ბუასილის დროს, ძილის წინ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. სტაფილოს წვენი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

* ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა პირშუშხას წვენს და 1 ჭიქა თაფლს შეურიეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში. დალიეთ 2 სადილის კოვზი დღეში ორჯერ, კერძოდ, 1 კოვზი ჭამამდე ერთი საათით ადრე, მეორე კოვზი კი – ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

 

როგორ უნდა აიმაღლოთ  ჰემოგლობინის დაბალი დონე

გარკვეულ პერიოდში, ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე საგრძნობლად იწევს ქვემოთ, რაც თავბრუხვევას, სისუსტეს, თავის ტკივილსა და მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.

თუ გრიპის ან სხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ჰემოგლობინმა დაიწია, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ჩაიტაროთ თერაპიის ერთკვირიანი კურსი ხილ-ბოსტნეულის დახმარებით. მაგალითად:

1) ორი მესამედი ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული სტაფილოს და ერთი მესამედი ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და მიიღეთ ყოველდღე, ნახევარი ჭიქა, სადილის წინ.

2) 100 მილილიტრ ბროწეულის წვენს შეურიეთ ამდენივე ლიმონის, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენი. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ, 2-2 სადილის კოვზი, ჭამის წინ. გაითვალისწინეთ, რომ ხილ-ბოსტნეულის ეს კოქტეილი აუცილებლად ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.

3) აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ორთქლზე მოხარშული საქონლის ღვიძლი, ცოცხალი მწვანილი და წითელი ფერის ბოსტნეული. მოერიდეთ მწარე საკვებს.

4) კარტოფილის სასარგებლო თვისებები კონცენტრირებულია მის კანში. ამიტომ, როცა  ვთლით, ფაქტობრივად, ვანადგურებთ ვიტამინებით სავსე ფენას. მიირთვით მოხარშული ახალი კარტოფილი კანიანად.

 

რას იწვევს ორგანიზმში B1 ვიტამინის უკმარისობა და როგორ შევივსოთ ის 

ტიამინი, ანუ B1 ვიტამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის, სუნთქვის რეგულირებისა და ყველა სახის, კერძოდ, როგორც ცილოვან, ასევე, ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და მინერალურ ნივთიერებათა ცვლისთვის.

B1 ვიტამინი სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, საკმაოდ მყარია, კარგად იტანს გაცხელებას. პროდუქტების დამუშავებისას იკარგება B1 ვიტამინის მხოლოდ დაახლოებით 30 პროცენტი, მაგრამ, ხანგრძლივი ხარშვისა და ლითონებთან კონტაქტის დროს, იშლება. ტიამინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტვინის უჯრედების სიკვდილი. ამ დროს ადამიანი ხდება გულმავიწყი, ნაკლებყურადღებიანი. ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს თითქმის საერთოდ არ აღენიშნებათ სისხლში ტიამინი.

თუ გსურთ, ეს გაიგოთ, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს: ყველაფერი იწყება დაღლილობის შეგრძნებით, გაღიზიანებით, უმადობით, ყაბზობით, უძილობით, ჰაერის უკმარისობით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით.

B1 ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: ღორის ხორცი, თხილი, ხორბლის პური, მიწის თხილი, ნუში, გარგარი, წითელი ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, ასკილი, კარტოფილი, რძე, კვერცხი, ისპანახი და თალგამი.

 

როგორ ავიმაღლოთ შრომისუნარიანობა და სასიცოცხლო ტონუსი

ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ზარმაცები. ვარჯიში ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. დღეში ნახევარი საათი ვარჯიშიც კი საკმარaისია ამისთვის.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკსაც. იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით ენერგია მიიღოს, აუცილებელია, მიირთვათ პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და, აგრეთვე, პროტეინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, საქონლისა და ქათმის ხორცი, თხილი, თევზი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, რაც უნდა სრულფასოვნად და სწორად იკვებოთ, დანამატების სახით ვიტამინებისა და მინერალების მიღება მაინც აუცილებელია.

A, B, C, D, E და P ვიტამინები ადამიანის ორგანიზმს რკინითა და ფოსფორით უზრუნველყოფს, რაც ერთიორად ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს.

 

უმ კარტოფილს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს  და გვიცავს შაქრიანი დიაბეტისა და სიმსივნის განვითარებისგან

კარტოფილი შთანთქავს ორგანიზმში წყლის ჭარბ რაოდენობას, ქოლესტერინს, გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. უმი კარტოფილის წვენი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულოვანი ან ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ასევე, მათთვის, ვისაც თირკმელები და ღვიძლი აწუხებს. რაც მთავარია, კარტოფილი ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს. მის წვენში ბევრია მატონიზებელი ნივთიერება, ასევე, ვიტამინი C, რაც კლავს კიბოს უჯრედებს.

უმი კარტოფილის წვენი სასარგებლოა კანიდან ლაქების მოსაშორებლად. ეს აიხსნება მასში კალიუმის, გოგირდის, ფოსფორისა და ქლორის დიდი შემცველობით, უმი კარტოფილის წვენი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილოს წვენთან ერთად. ნიახურის წვენთან შერეული კარტოფილის წვენი კი აწესრიგებს საჭმლის მონელებას, შველის ჩიყვსა და იშიაზს.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ კარტოფილის დიეტური ღირებულებებიც, კერძოდ, ის შეიცავს იოლად ასათვისებელ ნახშირწყლებს, კარგად ბალანსირებული მინერალური შემადგენლობის გამო კი ამ პროდუქტის მიღება კარდიოლოგიური ავადმყოფებისთვისაც შეიძლება. განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა სამდღიანი დიეტა, რომელიც 1 ლიტრი რძის, 1 კილოგრამი მოხარშული კარტოფილისა და 100 გრამი შაქრის ნარევისგან შედგება. ეს დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც გულის დაავადებასთან ერთად შაქრიანი დიაბეტი ან რძეზე  ალერგია აწუხებთ.

კარტოფილის თხუთმეტდღიანი დიეტა ადამიანს საშუალებას აძლევს, ჭარბი წონისგან გათავისუფლდეს, ოღონდ, აუცილებელია, მას მიაყოლოთ ბოსტნეულის სალათა და დღეში 3 ლიტრი წყალი.

კარტოფილის წვენი კარგია ანგინის, ფარინჰიტის, ტონზილიტის დროს პირში გამოსავლებად. ცხელი მოხარშული კარტოფილი კი გამოიყენება ინჰალაციებისა და კომპრესების სახით, კანის დაავადებების დროს, ფურუნკულებისა და ჩირქგროვების შემთხვევაში. ამ დროს კარგია, ასევე, გახეხილი უმი კარტოფილი.

თუ გაწუხებთ გასტრიტი, დისპეფსია, გულძმარვა, მეტეორიზმი, კარგი იქნება, დილით უზმოზე მიირთვათ 1 ჭიქა კარტოფილის წვენი. ეს კურსი ათდღიანია. ერთი ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ორი ცალი კარტოფილი, რომელიც კარგად უნდა გარეცხოთ, გახეხოთ და გაწუროთ. შედეგს მალევე იგრძნობთ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ დიეტის დროს რაციონიდან გამორიცხავთ ხორცისა და თევზის პროდუქტებს.

скачать dle 11.3