მხოლოდ ფაქტები
* ჩიკაგოში ჯაზის მესაყვირემ გარი მარჩინსონმა სახელი იმით გაითქვა, რომ ის ტელეფონის კაბინის ერთადერთი კერძო მყიდველია. თუმცა, შეძენილს დანიშნულებისამებრ სულაც არ იყენებს. ის კაბინაში საყვირის დაკვრაში ვარჯიშობს, მეზობლები რომ არ გააღიზიანოს.
* 2000 წლისთვის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე პრეტენზიას მილანიც აცხადებდა, იბეჭდებოდა პლაკატები, რომლებზეც ოლიმპიური რგოლების ფონზე გამოსახული იყო ლუჩიანო პავაროტი და წარწერა: „პავაროტი ამბობს – დიახ!“
* მსოფლიოში ჩვეულებრივი ელვის 10 000-ზე მეტი ფოტო არსებობს, სფერული ელვა კი მხოლოდ 60-ჯერ დააფიქსირეს ფოტოფირზე.
* გერმანელმა სპეციალისტებმა გამოიყვანეს განსაკუთრებული ჯიშის ნესვი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი საკვებია – მისი რბილობი ჩვეულებრივზე არომატული და ტკბილია. ქერქს კი ფეხსაცმლის ლანჩად გამოიყენებენ, რადგან ნებისმიერ გამოყვანილ ტყავზე მტკიცე და მოქნილია.
* მეოცე საუკუნის დასაწყისში მოსკოვში ტელეფონისტ გოგონებს აკრძალული ჰქონდათ გათხოვება, რომ საქმისთვის გულისყური არ მოეკლოთ.
* „ბარბის“ თოჯინა – სკოლის მოსწავლე გოგონა ჩანთით, შემდეგ ფრაზას ამბობს: „ისევ მათემატიკის გაკვეთილი, რა მოსაწყენია!“
* ელექტროშესადუღებელი ხელსაწყო, „ავტოგენი“ სეიფების გამტეხებმა გამოიგონეს.
* ყველაზე მძლავრი აკუმულატორი არის ბერლინში, რომლის წონა ათასი ტონაა. ის საათში 17 მილიონ ვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
* ყველის ორი სახეობა – როკფორი და ფლაკორი პენიცილინის სოკოს საშუალებით მზადდება.
* მეთექვსმეტე საუკუნის ცნობილ ოთხნაწილიან რუსულ ხატზე გამოსახულია ქრისტე და მთავარანგელოზი მიქაელი. ისინი სატანას ამარცხებენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ხატზე ქრისტეს ხელში მახვილი უჭირავს.
* სინამდვილეში ამ კოსმოდრომის უახლოესი დასახლებული პუნქტი ტიურატამი იყო. მტრის დეზინფორმაციის მიზნით, საბჭოთა კავშირმა აქ ხის მაკეტური ნაგებობაც აშენა და დეკორაციისთვის წითელი ტიტებიც კი დარგო. მაგრამ ამერიკამ გახსნა „რუსული საიდუმლო“. 1961 წელს კი, თავად საბჭოთა კავშირმაც აღიარა, რადგან კოსმოსში ხომალდის გაშვების დროს ოფიციალურად უნდა დაესახელებინათ სტარტის ადგილი – ბაიკონური.
* 2003 წლის 10 აპრილს შედგა პირველი „კოსმოსური ქორწილი“. საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც დედამიწიდან 400 კილომეტრით იყო დაშორებული, რუსმა იური მალენჩენკომ და ასევე რუსული წარმოშობის ამერიკელმა ეკატერინე დიმიტრევამ იქორწინეს. მეჯვარემ, ამერიკელმა ედვარდ ლუმ სინთეზატორზე მენდელსონის მარში ააჟღერა.