ჩივეტელ ეჯიოფორი – „მონობის 12 წლის” ვარსკვლავი და ჯეიმს ბონდის ახალი მტერი
ბრიტანელი ჩივეტელ ეჯიოფორი ოსკაროსანი ფილმის – „მონობის 12 წლის” შემდეგ გახდა ცნობილი. ამჟამად ჩივეტელს ახალი შემოთავაზება აქვს – მას განიხილავენ ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ახალ სერიაში მთავარი ბოროტმოქმედის როლზე. გამოვა თუ არა ჩივეტელ ეჯიოფორისგან კარგი ბოროტმოქმედი, ამას 2015 წლის ნოემბერში შევიტყობთ, მანამდე კი გავეცნოთ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს.
* ჩივეტელ ეჯიოფორი დაიბადა 1977 წლის 10 ივლისს, ლონდონში. მისი ოჯახი ეთნიკური ნიგერიელებისგან შედგება. დედა, ობიაჰული ეჯიოფორი – ფარმაცევტია, ხოლო მამა, არინზ ეჯიოფორი – ექიმი იყო. 11 წლის ასაკში ჩივეტელი მამასთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა, რა დროსაც მამა დაიღუპა, ხოლო თვითონ დაზიანებები მიიღო – იარები შუბლზე მას დღემდე ეტყობა. ჩივეტელს ჰყავს უმცროსი და, ზეინ აშერი, რომელიც ამჟამად „სიენენში” კორესპონდენტად მუშაობს.
* ჩივეტელ ეჯიოფორი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად ითვლება დიდ ბრიტანეთში, ხოლო მის მიერ შესრულებული ოტელოს როლი საუკეთესოდ მიიჩნევა ახალი თაობის მსახიობებში. ჩივეტელი ლოურენს ოლივიეს სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელია, რომელიც ახალგაზრდა მსახიობებს გადაეცემათ.
* კინოკარიერა ეჯიოფორმა 1996 წელს სტივენ სპილბერგის „ამისტადში” დაიწყო, სადაც მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ ჯიმონ ჰონსუ, ენტონი ჰოპკინსი, მორგან ფრიმენი და მეთიუ მაკონახი.
* 1990-იან წლებში ჩივეტელ ეჯიოფორი ჯგუფ „ბლაინდში” იყო ბექ-ვოკალისტად. ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონცერტი ლონდონის „ქოვენთ გარდენში” გაიმართა.
* ჩივეტელის ხუთი საყვარელი ფილმია: „ნათლიმამა”, „მილერის გზაჯვარედინი”, „ცოფიანი ხარი”, „ფარგო” და „აკეთე სწორი საქმეები”.
* ჩივეტელ ეჯიოფორი 2004 წლიდან არის დაქორწინებული ჯესიკა ეჯიოფორზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს – მაქსი და უილიამი.