კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის „ფორბსის” ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

2014  წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში, რომელთა ასაკი არ აღემატება 40 წელს, 31 მილიარდერი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგიდან წელს პირველად ამოვარდნენ „გუგლის” მფლობელები – სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, რადგან, ორივეს 40 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ახალგაზრდა მილიარდერების ტოპ-ხუთეულს.

პერენა კეი – ასაკი: 24 წლის; კაპიტალი: 1,3 მილიარდი დოლარი

2014 წლის „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ჩინელი პერენა კეია, რომელსაც კომპანია „ლოგან ფროფერთი ჰოლდინგსის” აქციების 85 პროცენტი ეკუთვნის. პერენას მამა, ცზი ჰაიპენი, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორია. პერენა კეი ჩინეთში ცზი პეილის სახელით არის ცნობილი. მას ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ბაკალავრის დიპლომი აქვს და საოჯახო ბიზნესშია ჩართული. 

დასტინ მოსკოვიცი – ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 6,8 მილიარდი დოლარი

დასტინ მოსკოვიცი 2013 წელს სათავეში ედგა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგს. ის მარკ ცუკერბერგის მეგობარი და „ფეისბუქის” ერთ-ერთი თანაავტორია, რომელმაც კომპანია 2008 წელს დატოვა. ამჟამად მოსკოვიცი საკუთარი პროექტის – „ასანას” სოფტით არის დაკავებული. გასულ წელს მოსკოვიცი დაქორწინდა, მისი რჩეული გახდა „უოლ-სთრით ჯორნალის” ექსჟურნალისტი კარი ტუნე. 

მარკ ცუკერბერგი – ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 28,5 მილიარდი დოლარი

წელს მარკ ცუკერბერგს 30 წელი შეუსრულდება, „ფეისბუქს” კი გახსნიდან 10 წელი. ამჟამად მის კომპანიას აღმავლობის პერიოდი აქვს – გასულ წელთან შედარებით აქციების ფასმა 130 პროცენტით მოიმატა. ცუკერბერგი ყველაზე მდიდარი და ყველაზე ცნობილი მილიარდერია ახალგაზრდა მილიარდერებს შორის.

ანტონ კატრეინ-უმცროსი – ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 1,35 მილიარდი დოლარი

ანტონ კატრეინი მესამე თაობის წარმომადგენელია. ის აკონტროლებს კომპანია „კატრეინ-ვერკეს” – უძველეს და უმსხვილეს კომპანიას, რომელიც ანტენებს აწარმოებს და პიონერად ითვლება საავტომობილო ანტენების წარმოებაში. ამჟამად კომპანია აწარმოებს რადიო და სატელევიზიო ანტენებს, თანამგზავრულ სისტემებს, ელექტრონულ კომპონენტებს ფიჭური კავშირგაბმულობისთვის და მაღალსიჩქარიანი გადამცემებისთვის აუცილებელ მოწყობილობებს. ის აერთიანებს მსოფლიოში 18 საწარმოს და დასაქმებული ჰყავს 6 800 თანამშრომელი. კომპანია 1919 წელს ანტონის ბაბუამ დააფუძნა. 

დრიუ ჰიუსტონი – ასაკი: 30 წლის; კაპიტალი: 1,2 მილიარდი დოლარი

„დროფბოქსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დრიუ ჰიუსტონი „ფორბსის” რეიტინგის ახალწვეულია. მისმა კომპანიამ 2014 წლის დასაწყისში ინვესტიციების ახალი ნაკადი მიიღო და საერთო ჯამში 10 მილიარდ დოლარად შეფასდა. „დროფბოქსი” მონაცემების „ღრუბლოვანი” შემნახველია და 2007 წლიდან ფუნქციონირებს. დრიუ ჰიუსტონი 5 წლის ასაკიდან კომპიუტერებით არის გატაცებული და სხვადასხვა ინტერნეტ-პროექტებით დაკავებული.

скачать dle 11.3