კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალექს ფერგიუსონის ახალი საქმე

ალექს ფერგიუსონის ახალი საქმე

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი პედაგოგიური საქმიანობისთვის ემზადება. ბრიტანული პრესის ცნობით, სერ ალექსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციების კურსს წაიკითხავს. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი უნივერსიტეტის ახალი პროგრამის – „ბიზნესი სპორტში, მედიასა და გართობაში” – მონაწილე გახდა და ლექციებს მაისიდან დაიწყებს. ფერგიუსონი 1986-2013 წლებში ედგა სათავეში მანჩესტერულ კლუბს და ამჟამად თავისუფალი დროით ტკბება.

 

ირინა შეიკი ბრაზილიურ პოდიუმზე

რუსმა სუპერმოდელმა და კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, ირინა შეიკმა, ბრაზილიაში, სან-პაულოს მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე   „ტრიტონის” ბრენდის საზაფხულო კაბებში გამოწყობილმა გაიარა. ბრაზილიურმა პრესამ ირინა შეიკის გამოსვლა კვირეულის მთავარ მოვლენად დაასახელა.  სამოდელო საქმიანობასთან ერთად, ახლო მომავალში შედგება ირინა შეიკის კინოდებიუტი ჰოლივუდურ ბლოკბასტერში „ჰერაკლე”, სადაც ირინა ბერძნული მითოლოგიის გმირის, ჰერაკლეს მითიური მეუღლის – მეგარას როლში მოგვევლინება.

 

„პეპსის” ახალი სარეკლამო რგოლი

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გამაგრილებელმა სასმელმა „პეპსიმ” შეკრიბა და ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღო. ლიონელ მესი, რობინ ვან პერსი, სერხიო აგუერო, დავიდ ლუიზი, სერხიო რამოსე და ჯეკ უილშირი „პეპსის” ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ და სახალისო რგოლში ეპიზოდურ როლებში გამოჩნდნენ, სიუჟეტი კი, სავარაუდოდ, ბრაზილიაში ვითარდება და მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებას გვაუწყებს.

 

მარია შარაპოვა კანკუნში ისვენებს

მომხიბლავი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მექსიკის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, კანკუნის სანაპიროზე დააფიქსირეს ფოტოგრაფებმა. ჩოგბურთის ვარსკვლავი წარუმატებელი სპორტული პერიოდის დავიწყებას მზისა და ზღვის საშუალებით ცდილობს. შარაპოვა კანკუნში დაცვის გარეშე, მეგობრებთან ერთად არის ჩასული. კანკუნი მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად ითვლება, სადაც დასასვენებლად მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩადიან. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ კანკუნში კრიშტიანუ რონალდუს საცოლე – ირინა შეიკი იყო ჩასული.

скачать dle 11.3