კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანები მოხვდებიან მაცხოვრის მარჯვნივ და რატომ ჩუქნიან ქრისტიანები აღდგომის დღეს ერთმანეთს წითელ კვერცხებს

20 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, რომელსაც, როგორც წესი, წინ დიდმარხვა და სხვა დღესასწაულები უძღოდა. როგორ ხდება აღდგომის მარხვის გამოთვლა, როგორ უნდა გაატარონ ქრისტიანებმა მძიმე შვიდეული და შეხვდნენ აღგომას, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი). 

 

– მამაო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა დღეს აღინიშნება, შესაბამისად, სხვადასხვა დროს იწყება დიდმარხვა, რომელიც აღდგომით გვირგვინდება. როგორ ხდება ამ დღესასწაულის თარიღის გამოთვლა? 

– აღდგომის დღესასწაული, ყველა მოძრავი პერიოდის შესაბამისად, სამივე ციკლთან თანხმობაში განისაზღვრება: მზესთან, მთვარესთან და შვიდეულთან. აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია. მართლმადიდებლური ეკლესია, იოანე დამასკელის სიტყვებით, სააღდგომო კანონში გალობს: „დღესასწაული დღესასწაულთა“. მეოთხე საუკუნის წმიდა მამათა ცნობიერებაში გაზაფხულის ბუნიობა აღდგომის დღესასწაულის თარიღის დადგენის ამოსავალ წერტილად გვევლინება. მოციქულთა მეექვსე კანონი გვამცნობს: ,,თუ ვინმე ეპისკოპოსი, გინდა მოძღვარი ან დიაკვანი აღდგომის ბრწყინვალე დღეს გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავს, იუდეველთან ერთად, განკვეთილ იქნას სამღვდელო პატივისგან:” ასე რომ, გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს განსაზღვრავს სავსემთვარეობა, რომლის მომდევნო პირველ კვირასაც უნდა ვიდღესასწაულოთ აღდგომა. ძველი აღთქმისეული პასექი, მოსეს კანონის თანახმად, დაკავშირებულია გაზაფხულის სავსემთვარეობასთან, რომელიც, მეოთხე საუკუნის ავტორის მტკიცებით, ქრისტიანობამდელ ეპოქაში ყოველთვის გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ აღინიშნებოდა. ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს მდგომარეობა შეიცვალა, ესე იგი, ებრაული პასექი, შეიძლება, გაზაფხულის ბუნიობამდეც აღნიშნულიყო, რაც გახდა კიდეც საბაბი, ადრეულ ეპოქაშივე აღმოცენებულიყო უკვე ხსენებული წესი. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია, გაირჩეს ძველი აღთქმისეული პასექი და იუდეველთა პასექი ახალი აღთქმის ხანაში. პირველმა მიიყვანა ისრაელი ქრისტემდე, რომელმაც გადააქცია ის ქრისტიანულ აღდგომად, ხოლო მეორე – ქრისტესკენ არ არის მიმართული. ამიტომ, მან დაკარგა ყოველგვარი არსი და, არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე საერთო ქრისტეს აღდგომასთან. ასე რომ, ქრისტიანული აღდგომა აღინიშნება ძველი აღთქმის სავსემთვარეობის შემდეგ, მაგრამ, არასდროს დაემთხვევა და გაუსწრებს მას. პირველი კაცის – ადამის შექმნას მოჰყვა მისი დაცემა და ამით მთელი სამყაროს შერცხვენა. ქრისტე – ახალი ადამი – გამოისყიდის პირველი კაცის ცოდვებს და ხელახლა აღადგენს ახალ ქმნილებას. ამ საღვთისმეტყველო კონტექსტში კოსმოსური მოვლენები (გაზაფხულის ბუნიობა და მისი მომდევნო სავსემთვარეობა) შეესაბამება იმ პირველ დროს, როდესაც ღმერთი ქმნიდა სამყაროს. შვიდეულის ციკლში ეს დღე შეესაბამება კვირას. ამას მოსდევს სავსემთვარეობა, რომელიც შესაქმის მეოთხე დღის სახეა, როცა უფალმა, შექმნილ ზეციურ მნათობთა მეშვეობით, გაანაწილა სინათლე მთელ დედამიწაზე. ბნელი ნელ-ნელა განიდევნება, მთვარის მეშვეობით კი ნათელი აღწევს ბნელში, როგორც მაუწყებელი საბოლოო გამარჯვებისა. პარასკევს, შესაქმის მეექვსე დღეს, უფალი ქმნის კაცს – ადამს, რომელიც უფალს განეშორა. ამიტომ, ახალი ადამი – ქრისტე, იმავე დღეს, წითელ პარასკევს, გამოისყიდის ადამის ცოდვებს ჯვარზე და მეშვიდე დღეს, დიდ შაბათს, ხორციელად მკვდარი, სამარეში ამსხვრევს სიბნელის მეუფებას. მეორე დღეს კი – კვირის პირველ დღეს, თანახმად „დღე ერთისა“, როდესაც უფალმა მოავლინა ნათელი – აღდგომილი ქრისტე სამყაროს აღდგომის დაუღამებელ ნათელს გამოუცხადებს. 

–  ეს არის პირველი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც უკვე მოციქულთა დროიდან აღინიშნება. 

– ეს დღე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კვირის ის დღე, როცა ქრისტეს აღდგომა მოხდა, სამუდამოდ აღიბეჭდა ქართულ ენაში: ერთშაბათს ეწოდა კვირა, ესე იგი, უფლის დღე, ვინაიდან ბერძნულ ენაში უფალს „კირიოს“ ეწოდება. საეკლესიო წლის განმავლობაში ის თითქოს მუდმივი, ყოველკვირეული გამოძახილია თავად აღდგომის დღესასწაულისა. ის თანხმობაშია მზის, მთვარისა და დედამიწის განსაკუთრებულ კოსმოსურ მდგომარეობასთან, სადაც ეს უკანასკნელი ირგვლივ არსებული მნათობებისგან მაქსიმალურად არის გაბრწყინებული. მართლმადიდებლურ ლიტურგიაში სინათლის გაგებას უაღრესად მნიშვნელოვანი განმარტება აქვს. სიტყვა „ნათელი“ ან მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები, განუწყვეტლივ და მრავალმხრივ გვხვდება ლიტურგიულ ტექსტებში. თავად ქრისტე იყო წყარო ჭეშმარიტი ნათლისა. ქრისტიანულ ეკლესიაში აღდგომის დღე (კვირა) მოციქულთა ხანიდან უკავშირდება ნათელს. აღდგომის განსაზღვრაში მთვარეც გარკვეულ როლს თამაშობს. ასტრონომიული თვალსაზრისით, გაზაფხულის ბუნიობა წლის იმ მონაკვეთს შეესაბამება, როდესაც მთელ დედამიწაზე (ორივე ნახევარსფეროში) დღე-ღამის ხანგრძლივობა თანაბარია და იმით აიხსნება, რომ წელიწადის ამ დროს დედამიწაზე არ არის ადგილი, სადაც მზე არ აღწევს. ამგვარად, აღდგომის ბრწყინვალე დღე კოსმოსურ სივრცეში დედამიწის მანათობელ ზეციურ მნათობთა განსაკუთრებული მდგომარეობით განისაზღვრება. 

– აღდგომის დღესასწაულს წინ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უსწრებს, რომელთა სწორი გააზრებაც ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია. 

– ბზობის შემდეგ მაცხოვარს გზაზე ხვდება უნაყოფო ლეღვის ხე, რომელზეც ის ვერ იპოვის ნაყოფს და შერისხავს, დაწყევლის, გაახმობს. დიდ სამშაბათს კი მაცხოვარი ფარისევლებსა და მწიგნობრებს კიდევ ერთხელ შეაგონებს, უქადაგებს ჭეშმარიტებას, თუ რატომ არის მესია მოსული. ამ დღეს მაცხოვარმა კიდევ ერთხელ ამხილა ფარისევლები და ისინი საბოლოოდ განიზრახავენ, შეიპყრონ და გამოასალმონ იგი სიცოცხლეს. ოთხშაბათი არის ქრისტეს გაცემის დღე და ამ დღეს, პარასკევთან ერთად, ვმარხულობთ ქრისტიანები. დიდი ხუთშაბათი არის საიდუმლო სერობის დაწესების, დიდი სულიერების ისტორიული დღე, როდესაც იესო ქრისტემ ინება, პასექი მოემზადებინა მისთვის. ხუთშაბათ დღეს დაწესდა ევქარისტია, ანუ სამადლობელო, უსისხლო მსხვერპლი ზიარების სახით და დღესამომდე და მეორედ მოსვლის ჟამამდე, ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას და მორწმუნეები ეზიარებიან მაცხოვრის სისხლსა და ხორცს. ამის შემდეგ მაცხოვარმა კიდევ ერთხელ უთხრა მოციქულებს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცემსო. ბევრი ფიქრობს, ქრისტემ რატომ არ მისცა იუდას მონანიების საშუალება, რატომ არ უთხრა, შენ გამცემო. სინამდვილეში, უთხრა და მისცა შესაძლებლობა, რომ მოენანიებინა თავისი დანაშაული. ღმერთი მას მიუტევებდა, მაგრამ, როგორც წერია, მასში ამ დროს შევიდა სატანა, ანუ, იუდა უღირსად, არასწორად ეზიარა და შესცოდა. იმავე დღეს მაცხოვარი შედის გეთსამანიის ბაღში, ლოცულობს და ღმერთს ევედრება, რომ მას ეს სასმისი აარიდოს, არა ისე, როგორც მას არაადამიანური ბუნებით სურს, არამედ, ისე იყოს ყველაფერი, როგორიც არის ღვთაებრივი ნება. ამ დროს ეკლესიაში იკითხება 12 სახარება და მორწმუნეები სანთლებით ხელში ისმენენ წმიდა სახარებას, რაც შეგვახსენებს მაცხოვრის ლოცვას გეთსამანიის ბაღში. დიდი პარასკევი – ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ჯვარი, გოლგოთაზე სიარული, გოდება, ტირილი – ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, დიდი ზრუნვა უფლისა ჩვენზე. ის აღესრულა ორ ავაზაკს შორის – ეს არის სიმბოლო კაცობრიობისა: ერთნი, რომლებიც ნანობენ საკუთარ დანაშაულს, უფალს მოიხსენიებენ და ცოდვების შენდობას სთხოვენ, დგანან მარჯვნივ; მეორენი კი, რომლებიც ყვედრიან უფალს – შენ თუ ღმერთი ხარ, გადაგვარჩინე, რატომ გვიჭირს, გვშია და გვწყურიაო, – მარცხნივ დგებიან. მარჯვნივ დგომა, ეს არის უფალთან ყოფნა, გადარჩენა, ხოლო მარცხნივ – ეშმაკთან ყოფნა, წარწყმედა, საუკუნო სატანჯველი. დიდ შაბათს მაცხოვარი ადამიანური ბუნებით ჩადის საპყრობილეში, ჯოჯოხეთში. მან მართალთა სულებს უქადაგა თავისი გამარჯვება ეშმაკსა და სიკვდილზე და იქიდან ამოიყვანა მართალი სულები. 

– აღდგომის დღეს ადამიანები 40 დღის განმავლობაში ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“, ასევე, ჩუქნიან წითელ კვერცხებს.

– აღდგომის სასიხარულო მოკითხვა მოგვაგონებს მოციქულთა ისეთ მდგომარეობას, როცა, მოულოდნელად გაისმა რა ცნობა ქრისტეს აღდგომის შესახებ, ისინი განცვიფრებითა და სასიხარულო აღტყინებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „ქრისტე აღსდგა?“ და ერთმანეთს პასუხობდნენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამბორისა და მისალმების დროს მორწმუნენი ოდითგანვე ერთმანეთს ჩუქნიდნენ წითელ კვერცხებს. მსგავსად იმისა, რომ კვერცხიდან, მისი მკვდარი ნაჭუჭიდან, იბადება სიცოცხლე, რომელიც იყო მთლიანად დამალული, ასევე, საფლავში მდებარე მოკვდავი იესო ქრისტეც აღსდგა მკვდრეთით და ხრწნილების საუფლოდან. ამასთან, კვერცხი არის ჩვენი განახლებისა და მომავალი ცხონების საუკეთესო სიმბოლო. კვერცხების ურთიერთგაცვლის წესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში შემონახული წესის მიხედვით, მიეკუთვნება წმიდა მარიამ მაგდალინელს, რომელიც წარდგა იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე, მიაწოდა მას წითელი კვერცხი და აუწყა: „ქრისტე აღსდგა!“

 

скачать dle 11.3