კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მირონდენა ჯვარცმიდან ავსტრალიაში

1994 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ავსტრალიაში, მაცხოვრის ჯვარცმაზე (სიმაღლით დაახლოებით 4 მეტრი) მირონდენის სასწაული დაიწყო: წვეთებმა გამოჟონა სახეზე, ხელებსა და მკერდზე, უფრო მსხვილი წვეთები კი ფეხებსა და ფეხის თითებზე ჩანდა. მირონი იატაკზეც საკმაო რაოდენობით იყო. ტაძრის ერთ-ერთმა მსახურმა, ანატოლი კამპოსმა, ეს სასწაული შეამჩნია და მღვდელს დაუძახა. გადაწყვიტეს, მმართველი მღვდელმთავრის, ავსტრალიის მთავარეპისკოპოსისთვის (გიბრონი, ანტიოქიის საპატრიარქო) შეეტყობინებინათ. მან განკარგულება გასცა, არაფერს შეხებოდნენ და მომხდარი სასწაულის შესახებ არ ელაპარაკათ. მაგრამ, მომსვლელებმა თავი ვერ შეიკავეს და თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებს სასწაულის შესახებ უამბეს.

მეორე დღეს მთავარეპისკოპოსმა გიბრონმა იატაკიდან და ჯვრიდან ბამბაზე სითხე მოაგროვა და ბრძანა, ის ლაბორატორიაში გამოეკვლიათ.

ლაბორატორიამ ანალიზი ინფრაწითელი სპექტროსკოპით გამოიკვლია და მიღებული შედეგები არსებულ ეტალონებს შეადარა. გამოკვლევის შედეგად, ამ სითხის შემადგენლობა ზეითუნის ზეთისას ემთხვეოდა. მაგრამ, ამავე დროს, ლაბორატორია ვერ ამტკიცებდა, რომ ეს სითხე სწორედ ზეითუნის ზეთი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მირონი რთული შემადგენლობისაა, ის მცენარეული ზეთისგან მზადდება და მცენარეთა კეთილსურნელება ემატება.

მთავარეპისკოპოსმა „ზეთი“ გამოსაკვლევად ახალი ჩრდილო უელსის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტსაც გაუგზავნა, სადაც ლაბორატორიის გამოკვლევა დადასტურდა. გარდა ამისა, მთავარეპისკოპოსმა სთხოვა ქიმიის ფაკულტეტს, დაედგინა, შესაძლებელი იყო თუ არა სითხის გაჩენა ხატზე ხის, საღებავის, ლაკის კონცენტრაციის, ან რამე მსგავსი გზით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ერთ-ერთმა სწავლულმა ქიმიკოსმა კი დაადასტურა, რომ ამის პასუხი მხოლოდ ღმერთთანაა საძიებელი.

უცილობლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლაბორატორიამ ამ ქიმიური გამოკვლევის ჩატარების ანაზღაურებასა და ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა – ამის სანაცვლოდ ლაბორატორიის მეპატრონემ ლოცვა ითხოვა.

როდესაც მთელი გამონადენი მირონი ბამბით მოაგროვეს, ჯვარცმა ყველას თვალწინ კვლავ დაიფარა მირონით. მას მორწმუნეებს აცხებდნენ და ასობით ადამიანი იკურნებოდა. მირონში დასველებულ ბამბის ფთილებს კი სახლში ატანდნენ ავადმყოფებისთვის. ამის მიუხედავად, მირონი კი არ მცირდებოდა, პირიქით, მატულობდა. ბევრი ცოდვებს აღიარებდა და ღმერთს მიმართავდა.

მირონდენის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ მღვდელმონაზონი ბენიამინი ტაძარში ერთ თავის მრევლთან ერთად მოვიდა. იგი მოგვითხრობს:

„ტაძარში მისულმა სითხის წვეთები დავინახე, რომლებიც ჯვარცმაზე ძალიან ნელა მოედინებოდა. ბევრი მსხვილი წვეთი მოდიოდა მაცხოვრის სხეულის ზემო ნაწილზე. ზეთის არანაირი წყარო არ ჩანდა, ის, უბრალოდ, ჯვარცმის ზედაპირზე ჩამოდიოდა. ამას არანაირი ბუნებრივი ახსნა არ აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ ეს სასწაული და ღვთის წყალობაა“.

ავსტრალიის მთავარეპისკოპოსმა აღსრულებული სასწაულის შესახებ „არაბეთის ახალ ამბებში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ძველი სტილით. იმ დროს ბევრს აწუხებდა კითხვა, გადადის თუ არა ეკლესია ახალ სტილზე, როგორც ეს კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა გააკეთეს.

მირონი დღემდე გამუდმებით ჩნდება ხატზე და უკვე 2 ლიტრზე მეტი მოგროვდა ბოთლში, როგორც ამბობენ, მირონდენა ძლიერდება, როცა მართლმადიდებელი ქრისტიანები უფალს გულითადი ლოცვით მიმართავენ.

მირონმდენი ჯვარცმა დაწერილია საბერძნეთში, ბერძნულ დედათა მონასტერში.

скачать dle 11.3