კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

უფალს „არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“

ერთმა კონსტანტინეპოლელმა მღვდელმა, ეშმაკის ცდუნებით, სიძვით შესცოდა. რამდენიმე დღის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო: რა მეშველება მე, სულისა და ხორცის წამბილწავს, რა უნდა ვიღონო უბადრუკმა, რომ ცოდვათა შენდობა მივიღოო. ადგა და წავიდა ულუმბოს მთაზე, ნახა იქ მოხუცი ბერი, აღიარა მის წინაშე ყველა ცოდვა და მეძავობის ამბავიც გაუმხილა. ბერმა უთხრა: შვილო, იმ საშინელი ცოდვის შემდეგ წირვის ჩატარება ხომ არ გაგიბედავსო. მან უპასუხა: ჰე, წმიდა მამაო, გავკადნიერებულვარო. ბერმა მიუგო: მაშინ იცოდე, შვილო, მღვდელი რომ ასეთ ცოდვებში ჩავარდება, მისი განკურნებისთვის მარტო ერთი გზა არსებობს – დიდი სინანულით უნდა მიეგებოს უფლის კაცთმოყვარებას. ამიერიდან აღარ გაბედო წირვა და სიწმიდის მსახურება, აღიკვეცე მონაზვნობის წესით და ჭეშმარიტად შეინანე. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლის იმედი მაქვს, რომ შეგიწყალებს, როგორც ყოველ მონანულსო.

ეს რომ მოისმინა მღვდელმა, ფეხებში ჩაუვარდა ბერს და სთხოვა, რადგან ღმერთმა შენს ხელქვეშ მომიყვანა, წმიდა მამაო, ნუ გამიშორებ მე, ცოდვილსო. ბერმა მისი მხურვალე ცრემლები რომ ნახა, უთხრა: თუ შენ ასე გინდა, დაგტროვებ ჩემთან, რადგან უფალი ბრძანებს: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (იოანე 6,37).

რამდენიმე დღის შემდეგ აღკვეცა ბერმა ის მღვდელი წმიდა მონაზვნობის წესისამებრ და დატოვა თავისთან. ის მარხვით, ლოცვითა და სინანულით ევედრებოდა ღმერთს.

ბერს სენაკის ქვეშ სამოღვაწეო სამყოფელი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი შეევედრა, რომ იქ დადგომის კურთხევა მიეცა მისთვის. ისიც დათანხმდა. მღვდელი წავიდა, მოიტანა ჯაჭვი, კისერზე მოიბა, შემოიხვია, ჯაჭვის მეორე ბოლო კი კლდეს გამოაბა.

სამი დღე რომ გამოვიდა და ბერთან აღარ მივიდა, თვით ბერმა მიაკითხა. ნახა ასე ჯაჭვით შეკრული და უთხრა: შვილო, ეს რა გიქნია? მან მიუგო, ასეთი ტანჯვის ღირსი ვარ ჩემი ურჯულოებისთვის. ერთს გთხოვ, წმიდა მამაო, ორ-სამ დღეში ერთხელ მცირეოდენი საზრდო – პური და წყალი მომიტანონ ხოლმე და ღმერთი მიძღოდეს შენი წმიდა ლოცვითო.

ბერმა ვედრება შეუსრულა, მიჰქონდა პური და წყალი ყოველ ორ დღეში ერთხელ. ის ცრემლებით ალბობდა მას და ისე ჭამდა. ასეთ ღვაწლსა და სინანულში გაატარა სამი წელი. შემდეგ ბერს ღმერთმა ამცნო ანგელოსის პირით. შევიწყნარე მისი სინანული, მალე აღესრულება, შედი და გახსენიო.

შევიდა ბერი, რომ მისთვის ჯაჭვი მოეხსნა და უთხრა: მამაო, აღსასრული მოგიახლოვდაო. ის ევედრებოდა, რომ არ გაეხსნა და ჯაჭვით აღსრულებულიყო, მაგრამ ბერმა უთხრა: არა, შვილო, აღარ არის შენთვის საჭირო ამგვარი ტანჯვა. რადგან მღვდელი ხარ, გთხოვ, ჩემთვისაც ილოცეო. მღვდელს ლოცვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ისე მიაბარა თავისი განწმენდილი სული უფალს, რომელსაც „არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

скачать dle 11.3