კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირსებებს ხედავს მამაკაცი ასაკით უფროს ქალში და რას გრძნობს მის გვერდით

ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა ძალიან ინტიმური და ინდივიდუალურია. მხოლოდ იმ ორმა იცის, რა სურთ ერთმანეთისგან. რა უნდათ, რომ მიიღონ ამ ურთიერთობით. ამიტომ, სტერეოტიპს ვერ დაუდგენ, ვერც ვერავის მიუთითებ, როგორ უნდა იცხოვროს. ყველა თვითონ არის საკუთარი  თავის ბატონ-პატრონი. ბედისაც – რა თქმა უნდა. მხლოდ ჩვენ გვაქვს უფლება, გადავწყვიტოთ, ვისთან ერთად გვინდა ცხოვრება. საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, რა მონაცემებით შეარჩევენ წყვილები ერთმანეთს. მაგრამ, ინტერესი მაინც არსებობს და საკმაოდ გაცხოველებულიც... სხვის ცხოვრებაში ქექვა ბევრს უქმნის სერიოზულ პრობლემას და შეიძლება, ძალიან კარგ ურთიერთობაზეც კი უარყოფითად აისახოს...

 

ვახო (33 წლის): იცით, რატომ დაგთანხმდით ამ საუბარზე? მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს შეიგნოს, რომ სხვისი ცხოვრება მათი გასარჩევ-გასაქექი არ არის. რა უბედურებაა, რატომ აინტერესებთ, ვინ ვისი შესაფერისია, ვინ ვისი საყვარელია. ვინ ვისთან იცხოვრებს და ბედნიერი იქნება თუ უბედური, მათი გადასაწყვეტია.

– თქვენს ცხოვრებაში იქექებიან?

– ცდილობენ. ძალიან უნდათ, რომ სტერეოტიპის მონა გამხადონ, როგორებიც თავად არიან. მე თავს ბედნიერად ვგრძნობ. ძალიან კარგია, რომ სწორედ ის გახდა ჩემი მეორე ნახევარი. დიახ, მე ყოველთვის ასაკით უფროსი ქალები მომწონდა. ვისი რა საქმეა და კიდევ, მითხარით, ვინ დაადგინა, ვინ რამდენი წლის უნდა იყოს?! ასაკით უფროსმა ქალებმა ძალიან კარგად იციან, რა უნდათ. ისინი ქარაფშუტულად არ ცანცარებენ. არც უკიდურესობაში ვარდებიან. ჭკვიანები და რეალიზებულები არიან, თავისუფლები საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში. მე მეყო ჭკუა და ამ ქალებს შორის საუკეთესო შევიყვარე.

– ასაკით უფროს ქალზე შეაჩერეთ არჩევანი?

– დიახ. ეს ნამდვილად ჩემი არჩევანი იყო. ჩემი საყვარელი ქალი ჩემზე უფროსია თოთხმეტი წლით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც ალფონსი ვარ და არც მისი „შვილიკო“. ზოგადად, ასე აფასებენ მსგავს ურთიერთობებს და მაგრად მეცინება ამაზე.

– თქვენ ფიქრობთ, მათ ეჭვი ეპარებათ, რომ გულწრფელად გიყვართ ერთმანეთი?

– სულ არ მაინტერესებს, ვის რაში ეპარება ეჭვი. მთავარია, მე ვიყო კარგად. ძალიან კარგი წყვილი ვართ – ლამაზი და ეფექტური. ზოგჯერ მეჩვენება, რომ შურთ ჩვენი. ჩემს მეუღლეს არც ერთ ნორჩ ლამაზმანზე არ გავცვლი. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ და რაც მინდა ცხოვრებისგან. ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. არავის ავუგდივარ და არავის „შევუბივარ“, როგორც ამას ხშირად ამბობენ ჩემზე.

– ასაკით თქვენზე უმცროსი შეყვარებული გყავდათ?

– კი. სანამ ცოლს შევირთავდი და მას გავიცნობდი, მყავდა რამდენიმე შეყვარებული. ეს ბუნებრივია. კი ვთქვი, რომ ყოველთვის ასაკით უფროსი ქალები მომწონდა, მაგრამ შეყვარება-მოწონება მთლად ასე შეკვეთითაც არ არის. მოკლედ, ლამაზიც იყო, მხიარულიც, არცთუ სულელი... ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა... ძალიან რთული იყო ჩვენი ურთიერთობა. საერთოდ არ მეკითხებოდა, მე რა მინდოდა. თვითონაც მუდმივად ეცვლებოდა გუნება-განწყობა. ხან მეფერებოდა და ბავშვივით დაუცველი იყო. ხან ისეთ კლანჭებს გამოაჩენდა, თავბედს ვიწყევლიდი. წინააღმდეგობას ვინ ჩივის, ჩემი აზრის გამოთქმაზეც კი, ისეთ ისტერიკას ტეხდა, შიშით ხმას ვერ ვცემდი. მაგიჟებდა და თავგზას მირევდა მისი გარეგნობა, მაგრამ ვეღარ გავუძელი. მივხვდი, რომ მასთან ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებდი, დავშორდით... დიდად არც ეს უნერვიულია. მაგრად გამომლანძღა და წამშალა თავისი ცხოვრებიდან. ძალიან მალე ვიღაც ფულიანზე გათხოვდა.

– მამაკაცები ფულიანობას კაცს ნაკლად რატომ უთვლით? 

– ვინ გითხრათ, რომ ნაკლად ვუთვლი. უბრალოდ, ძალიან ხშირად ქალები პრიორიტეტს სწორედ ფულს ანიჭებენ.

– ასაკით უმცროს ქალებს გულისხმობთ?

– ბუნებრივია, რომ არშემდგარ ქალს უფრო სჭირდება გვერდით ფულიანი და ფეხზე მყარად მდგარი მამაკაცი. ეს ხომ ფაქტია?! მე არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო. რა სისულელეა! ყველას თავისი არჩევანი აქვს. მაგრამ, რატომ „ეტენებიან“ ჩემს ცხოვრებაში, რატომ ცდილობენ დამაჯერონ, რომ სწორად არ ვცხოვრობ. რა ვქნა, არ მიყვარს ღამის კლუბებში გათენებამდე ხტუნაობა და დროის უაზროდ ფლანგვა. მყუდრო და მშვიდი გარემო მიყვარს. მჭირდებოდა ქალი, რომელიც ჩემით აღფრთოვანდებოდა, მომეფერებოდა და გამანებივრებდა თავისი ყურადღებით. ოღონდ „განებივრება“ ცუდად არ გამიგოთ. აბსოლუტურად ჯანსაღ ურთიერთობას ვგულისხმობ. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია. არასოდეს ვყოფილვარ გიჟური, არაფრისმომცემი გართობების მოყვარული. ვაფასებ სტაბილურობას და ერთგულებას. მიყვარს კარგად გამოძინება, დალაგებული, მყუდრო და კომფორტული სახლი... სიმშვიდე და ის, რომ ვიღაც ჩემს სიმშვიდეზე ზრუნავს... ჩემს ნორჩ შეყვარებულთან ყველაფერი პირიქით იყო. ისეთ წვრილმანზე იბუტებოდა და ტირილს იწყებდა, რომ შოკში მაგდებდა. ვიხდიდი ბოდიშებს, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ... ძალიან დამღალა მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ცხოვრებამ. წარმოვიდგინე, რა ჯოჯოხეთი მელოდა მისი ცოლად შერთვით. ეგოისტად კი „მომნათლავთ“, მაგრამ ძალიან მინდოდა, ქალს გავენებივრებინე ყურადღებით და ეზრუნა ჩემზე... საკმაოდ დიდხანს ვიყავი მარტო, ამ ურთიერთობის შემდეგ. ვხვდებოდი, რომ თუ ახალ ურთიერთობას დავიწყებდი, ის უკვე ოჯახის შექმნით უნდა დამემთავრებინა.

– მამაკაცების უმეტესობა, პირიქით, ცდილობს, ურთიერთობა ქალთან ყოველგვარი პასუხისმგებლობების გარეშე დაიწყოს.

– ხომ ვთქვი, რომ მე „ყველას“ არ ვგავარ და ჩემი ხასიათი მაქვს. სხვათა შორის, მამაკაცების უმრავლესობა, სწორედ რომ, ჩემნაირია. შეიძლება, ყველა არ აღიარებს ამას, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ქალის ყურადღებით იყვნენ განებივრებულები, ნამდვილად აქვთ.

როცა ჩემი მომავალი ცოლი გავიცანი, ეგრევე მივხვდი, რომ ასაკით ჩემზე უფროსი იყო. თუმცა, რამდენით, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი.

– ანუ, შესამჩნევია თქვენ შორის ასაკის დიდი სხვაობა?

– როგორ გითხრათ, ვისაც ამ სხვაობის დანახვა უნდა, იმისთვის, ალბათ, შესამჩნევია. თუმცა, მე ეს ნაკლებად მაღელვებს. მაშინვე დამაინტერესა: მშვიდი, ღიმილიანი, დახვეწილი, ჭკვიანური გამოხედვით... რაღაცნაირად შარმიანი... საკმაოდ დიდხანს ვუვლიდი გარშემო... რაღაცნაირი რიდი მქონდა. ჩემი ერთი-ორი მეგობარი დამცინოდა – რა იყო, დეიდებისკენ გაგიწია გულმა? იცი, რამდენი წლის არის?

– ესე იგი, თავიდანვე იყო ნეგატიური დამოკიდებულება.

– იყო. არ უარვყოფ. თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობდა ეს ხალხი ჩემ მაგივრად. დღესაც ვერ ვხვდები. ჩემთვის თავიდანვე სულერთი იყო იმ ქალის ასაკი, რომელიც ძალიან მალე „ჩემიანი“ გახდა. ისე ტაქტიანად მიმახვედრა, რომ ადვილად ვერ მივიღებდი მასთან სიახლოვეს, მოვიხიბლე. ამ მინიშნებით ძალიან ბევრი რამ მითხრა... სანამ არ დარწმუნდა, რომ ჩემი გრძნობა სერიოზული და გულწრფელი იყო, კინოშიც არ გამომყვა. თავიდანვე გულწრფელები ვიყავით ერთმანეთთან და დღესაც ასეა. მის გვერდით თამაში არ მჭირდება. ვარ ის, რაც ვარ. ამაზე კომფორტული მდგომარეობა, ვერც წარმომიდგენია.

– ოჯახის წევრებს, მშობლებს რეაქცია ჰქონდათ თქვენზე უფროს ქალზე რომ დაქორწინდით?

– ბუნებრივია, ჰქონდათ. აბა, უამისოდ როგორ იქნებოდა?! მე მზად ვიყავი ამისთვის და საკმაოდ მშვიდად გადავიტანე. თან ყველაფერი გავაკეთე,  რომ ჩემს საყვარელ ქალს დისკომფორტი არ შეჰქმნოდა. მისი ხასიათიც დამეხმარა. იმასაც ხომ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რაზე მივდიოდით. ამიტომ, შედარებით ადვილად გადავიტანეთ. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვინდა და არავინ გვჭირდება. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ. მხოლოდ მეღიმება მათ შეშფოთებებზე – ვითომ ჩემზე რომ დარდობენ და ზრუნავენ. მაგათ რა იციან, რას ვგრძნობ მე და ვისთან ვიქნები ბედნიერი. ჩემს ცოლთან შემიძლია, მთელი დღე ჩუმად ვიყო და ეს მას შეკითხვებს არ გაუჩენს. არაფერს მაძალებს და მაიძულებს. სრული თავისუფლება მაქვს. თუ ვეტყვი: მოდი, დღეს ერთმანეთისგან დავისვენოთ-მეთქი, ეს მას არ გაანერვიულებს. ჩემმა საყვარელმა ცოლმა იცის, რა უნდა. ამას ყველაფერში ავლენს. ინტიმშიც და ეს ძალიან მაგარია. კიდევ, არ მზღუდავს. თავისი ინტერესები მასაც აქვს – თავისი საქმე. რეალიზებული და დაკავებულია. ისიც იცის, რომ სახლში, ოჯახში ჩვეულებრივი ქალი უნდა იყოს. შემომხედავს და უკვე იცის, რა გამაბედნიერებს. ყოველ ხუთ წუთში არ მაკონტროლებს. არც იმას მოითხოვს, სულ ვუმეორო, როგორ მიყვარს. ქალების უმრავლესობა ითხოვს ამას კაცისგან და ძალიან დამღლელია, მერწმუნეთ.

სულ ვამბობ, ორმოც წელს მიტანებული და ამ ასაკს გადაბიჯებული ქალი ნამდვილად ალმასია, რომელსაც ოქროს ფუტლარი აღარ სჭირდება, ისედაც ბრწყინავს და კაშკაშებს. მიხარია, რომ ის ჩემ გვერდით არის. ვიცი, რაც უნდა მოხდეს, ყველფერში მხარს დამიჭერს და მიერთგულებს. თანამოაზრეა ისეთი, ყველა ძმაკაცს სჯობია. ყველაფერს ერთად ვწყვეტთ და ძალიან კმაყოფილი ვართ ამით. კიდევ ერთს გეტყვით, შემიძლია, ვიყო სუსტი ჩემი ცოლის გვერდით და არ შემრცხვეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

скачать dle 11.3