კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემი ოქრო – ჩემთან

„მეც მწარედ მომატყუეს“

 

რაკი კვლავაც არავინ იცის დაზუსტებით, ვისი ავტონომია ვის ფედერაციაში აღმოჩნდება, სახსაზღვრებიც აირია. შესაბამისად, გასულ კვირას ხაკასიის რესპუბლიკის (რფ-ს პირმშოსი, სამხრეთ ციმბირის მიმდებარე ტერიტორიიდან) უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვინმე შტიგალევმა განაცხადა, რომ რუსეთს ისტორიული უფლებები აქვს ყაზახეთის აღმოსავლეთ ოლქებზე. მართალია, შემდგომ იდეის ავტორის კოლეგებმა განმარტეს, რომ ჟურნალისტებს არასწორად გაუგიათ დეპუტატის ნათქვამი (ეჭვი მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად გაიგო), მაგრამ ყაზახეთის საგაერო საქმეთა სამინისტრომ რუს კოლეგებთან წერილი მაინც აფრინა.

აფრინა და შეახსენა, რომ რფ-სა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარი შეთანხმდა. 2005 წლის 18 იანვრის დადგენილებით, რომელიც ძალაში 2006 წლის იანვარში შესულა; მსგავსი არაკორექტული განცხადებები კი ძაბავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასო (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „ბაიკონურის“ კოსმოდრომი, სწორედაც რომ, ყაზახეთშია, ტერიტორიების წართმევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ყაზახეთის ბედი თითქმის სამუდამოდაა გადაჯაჭვული რფ-ს).

ასეა თუ ისე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რფ-ის ხელისუფლება ჯეროვნად შეაფასებს (რა თქმა უნდა, დაგმობის მიმართულებით), ხაკასიელი დეპუტატის გამონათქვამს, თუმცა ჯერჯერობით მოსკოვი დუმს.

მანამდე კი შეახსენებს, რომ „რესპუბლიკა ყაზახეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა ემყარება ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირს ორი ქვეყნის ხალხებს შორის, რაც არის თანაბარუფლებიანი პარტნიორობის საწინდარი და ემსახურება მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევრაზიულ სივრცეში (ეჰ, უკრაინასაც ასე ეგონა, მაგრამ ისიც მწარედ მოატყუეს).“

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რფ (აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად), საერთოდაც, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იყო, მაგრამ ყირიმი – უკვე ფაფუ, სავარაუდოა, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, ემოქმედა პრინციპით: ყველა „ჩემი ოქრო  – ჩემთან“. 

скачать dle 11.3