კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტურისტული დესანტი – ყირიმში

ანუ როგორი სუნი უდის კაპიტალიზმს

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ დასავლეთსა და რფ-ს შორის შავზე უშავესმა კატამ გაირბინა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დაბეჯითებით რეკომენდაციას“ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ ქვეყნის საზღვრები და არ არავითარ შემთხვევაში არ გაემგზავრნონ უცხოურ ქვეყნებში.

მოტივი კარგად დავიწყებული ძველია: აშშ-ის სამართალდამცველმა ორგანოებმა მათ, შესაძლოა, პრეტენზიები წაუყენონ და, არც მეტი, არც ნაკლები, გისოსებს მიღმა ამოაყოფინონ თავები, თანაც – კარგა ხნით. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან ურჩევენ თავშეკავებას, რომლებსაც აშშ-თან აქვთ შეთანხმება ურთიერთგაცვლის შესახებ (ასეთი კი მსოფლიოში 100-ზე მეტია). 

რფ-ის საგარეო უწყება განგაშის ზარებს არისხებს: აშშ-მა ანტირუსული კანონი მიიღო, რის მიხედვითაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების ნაწილს დასავლურ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ, და მერე რა, რომ, რეალურად, რფ-ის მოქალაქეების მიმართ ვაშინგტონს არანაირი სანქციები არ დაუწესებია და არც არავინ დაუპატიმრებია (ან რა თავში იხლის მათ დაპატიმრებას?!). თუმცა ეს ხელს ვერ უშლის რუსეთის საგარეო უწყებას, რომ თავისი მოქალაქეები „ამერიკული სასტიკი მართლმსაჯულებით“ დააშინოს.

თუმცა ძაღლის თავი მთლად კარგად დავიწყებულ ძველში არ უნდა იყოს დამარხული: ბოლო წლებში უცხოეთში მოგზაური რუსი ტურისტების რიცხვი მხოლოდ იზრდება. მაგალითად, 2013 წელს რუსეთიდან უცხოეთში 18 მილიონი რუსი ტურისტი გაემგზავრა, ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტების ჩამონათვალი კი შემდეგნაირია: თურქეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ჩინეთი, ტაილანდი, ესპანეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყირიმს შენახვა უნდა, ყირიმელებს კი – შემოსავლის წყარო, სავარაუდოდ, რფ-ის საგარეო უწყების რეკომენდაცია რუსი ტურისტების ორგანიზებულ ჯგუფებად ყირიმში გადასხმას ისახავს მიზნად (რომ ყირიმელებს აღმოხდეთ: ვიშ, რა კარგი რამ ყოფილა რფ-სთან შეერთებაო). ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა რუსი მოქალაქეები ამ რჩევას, ოღონდ ისიცაა, თუ არ გაითვალისწინებენ, გაათვალისწინებინებენ. აქედან გამომდინარე კი, იბადება ლოგიკური კითხვა: როდის გახდება სავალდებულო რფ-ის ყველა მოქალაქე მამაკაცისთვის ვლ. პუტინის ვარცხნილობა? თუმცა, მე რომ მკითხოთ, ბოტოქსის ინიექციების დაკანონება აჯობებდა, რადგან რუსეთის მოქალაქე ყველაზე სახეგადატკეცილი მოქალაქე უნდა იყოს სამყაროში (ციკლიდან: საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში)! 

скачать dle 11.3