კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გარბის ჭირისუფალი, მისასამძიმრებლად მისული ნოდარ გურგენაშვილის დანახვისას და რატომ არის, ბაჩო ქაჯაიას აზრით, დათო ლაბაძე კულტურული მეთევზე

სულ ორი თვეა, რაც „ქლაბ 11” ეთერში გავიდა და მონაწილენი უკვე ლამის ტელემაყურებელთა ოჯახის წევრებად იქცნენ, ისე ხშირად უყურებენ მათ დღის განმავლობაში. ისინი უყვართ, მოსწონთ, ახალისებთ... ჩვენს ინტერვიუში ბაჩო ქაჯაიასა და ნოდარ გურგენაშვილისგან შევიტყობთ ამ გადაცემის, მათი ყოფისა და ამ ყოფისაგან განტვირთვის ზოგიერთ დეტალს.

 

ბაჩო ქაჯაია: როგორც იცით, „ქალაბ 11”, ახალ არხზე „TV11-ზე” გადის; ეს არხი თავის სპეციფიკით განსხვავებულია სხვებისგან. ჩვენს პროექტს, რაც შეეხება, შესაძლოა, მსგავსი რამ გინახავთ, მაგრამ ამბიცია გვაქვს, რომ გემოვნებიან იუმორს ვაწვდით მაყურებელს. 

ნოდარ გურგენაშვილი: მე დავამატებდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 თვეა, რაც გაიხსნა „TV 11, ” საკმაოდ მალე შეაყვარა თავი ბევრ მაყურებელს. ძალიან ბევრი უყურებს. როგორც მისი გამოსახულების ხარისხია კარგი, ასევე არხის და იუმორის ხარისხიც კარგია.

– მიუხედავად იმისა, რომ კომედიურ ჟანრში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გქონდათ, ქლაბ 11” მაინც განსხვავებულ პროექტად მიმაჩნია.

– განსხვავებული პროექტია, მაგრამ რადგან მეც და ბაჩოც ორივე მსახიობები ვართ, მაინც სცენაა და ჩვენია. „შუა ქალაქის“ ჩაწერები რომ გვქონდა, იქაც მსგავსი პრონციპი იყო – მაყურებელი ესწრებოდა და ცოცხლად იწერებოდა ეს ყველაფერი, ხალხთან ერთად, რაც ჩვენთვის კარგია. ხვდები – სად, რა, როდის, როგორ მოიმოქმედო.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატება, თქვენი პირადი პროფესიონალიზმის დამსახურებაა,  თუ სცენარის?

– ყველაფერის ერთად.

ბაჩო: საერთოდ, ჩვენი პროფესია კრებულია ამ ყველაფრის. მარტო მსახიობის თავდაუზოგავი მუშაობა და პროფესიონალიზმი არ კმარა, იმისთვის რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდეს. ასევე, არ არის საკმარისი ნებისმიერი სხვა პროექტისთვის მარტო სცენარისტის კარგი მუშაობა, ან მარტო მხატვრის კარგი მუშაობა, ან ნებისმიერი სხვა თანამშრომლის ცაკლე აღებული. ეს არის კომპლექსური ხელოვნება, რომელსაც ვქმნით და ერთობლიობაში წარმოადგენს ის მთლიან ღირებულებას, რაც მერე მაყურებელს ან მოსწონს, ან – არა. მერე ვარქმევთ სახელს, კარგია, თუ – ცუდი.

შენ წერ ლექსსო? – ბევრი მეკითხება ამას. მე არ ვწერ ლექსს, ლექსი თვითონ მწერს (იცინის). არიან სცენარისტები და...

ნოდარი: გასაგებია, ბაჩო, მაგრამ წიგნზე რომ აწერია: ბაჩო ქაჯაია?

ბაჩო: ეგ ფანდია ეგეთი.

– თქვენი სკეჩტები, დადებით განწყობას ქმნის ყველანაირი ტიპის მაყურებელში. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია ის სკეტჩი, სადაც გურამას ცოლზე ფიქრობს ერთი პიროვნება ორი სხვადასხვა ორგანოთი. თქვენ პირადად, რომელს  გამოარჩევდით? 

ნოდარი: ყველა მომწონს, თუმცა მე და ბაჩოს დუეტი რომ არის, ბენდი – ეგ მიყვარს გამორჩეულად.

– მანამდე როგორი დამოკიდებულება გქოდათ მუსიკასთან?

ბაჩო: რაც მუსიკაა ამ ბენდში, ნოდარი აკეთებს. მივესალმოთ მას (იცინის). ნოდარს ჰყავს თავისი ჯგუფი „ელექტრომაუსი”. ახლა უფრო აქტიურად ჩაებმება და ფართო მასებიც გაიცნობენ ნოდარის ჯგუფს. ტექსტს წერენ სცენარისტები. ამ მუსიკალურ ნომრებში გემოვნებაც მეტ-ნაკლებად ემთხვევა და ერთობლივად ვაკეთებთ. ნოდარი მეხმარება. მოსწონთ ეს ყველაფერი ჩვენს ტელემაყურებლებს.

ნოდარი: ტელემაყურებლამდე რეჟისორებს, სცენარისტებს და ასე შემდეგ.

ბაჩო: ნოდარი გასაგებია, მაგრამ მე, უშუალოდ, ძალიან მიყვარს სიმღერა, პროცესი...

– და ნოდარი გათამამებს?

– ჰო, თან ისეთია, პრეტენზიაც არავის აქვს, რომ გინდა თუ არა ისე ვიმღერო, იქაურობა დავანგრიო. ასე რომ ჩემს გულის წადილს ვისრულებ.

ნოდარი: ჩემი აზრით, ბაჩო კარგად მღერის.

– მუსიკიდან გადავუხვევ – ფეხბურთში როგორ ხართ? სკეტჩის მიხედვით, ბაჩო კარგად უნდა იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ნოდარზე.

ბაჩო: ამ შემთხვევაში, პირიქითაა. მე სართოდ ვერ ვერკვევი ფეხბურთში, ნოდარი ერკვევა კარგად.

ნოდარი: მე ფეხბურთის გარეშე, ვერ ვძლებ. კვირაში ერთ ან ორ თამაშს მაინც თუ არ ვუყურე, არ არსებობს.

ბაჩო: როგორ გითხრათ, ფეხბურთი კარგი საშუალებაა ჩემთვის, რომ დავიძინო. იმიტომ რომ, არ ვფიქრობ არაფერზე და ვუყურებ ბურთს, რომელიც დარბის. ამ დროს თვალი იღლება და მერე კარგად მეძინება.

ნოდარი: მე პირიქით, ფეხბურთის ყურებისას რომ ჩამეძინოს, მაგრად „გამიტყდება“ მეორე დღეს. პირიქით, ყავა დამილევია, რომ ფხიზლად ვიყო. თუმცა, ზოგადად, ფეხბურთი აძინებს ზოგჯერ.

– ზოგჯერ... მერე ქართული ფეხბურთი როგორ აძინებს...

ბაჩო: ქართული ფეხბურთი ვერ აძინებს, იმიტომ რომ, ბურთი ხშირად არ დარბის და თვალიც, შესაბამისად, არ გეღლება (იცინის).

– ორივეს კომიკურ ჟანრში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ, ამ ჟანრში მოღვაწე მსახიობები რეალურ ცხოვრებაში ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. მაგალითად, იპოლიტე ხვიჩია, თურმე პანაშვიდებზე არ დადიოდა, რადგან მის დანახვაზე მიცვალებულის გარდა, ყველა იცინოდა. თქვენც აღმოჩენილხართ უხერხულ სიტუაციაში?

– ჩვენ დავდივართ პანაშვიდებზე (იცინის).

ნოდარი: ზოგადად, არ მიყვარს პანაშვიდებზე სიარული, სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ, ზოგჯერ აუცილებელია, წახვიდე. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მივსულვარ მისასამძიმრებლად, ჭირისუფალი კი წამომხტარა, სამზარეულოში შევარდნილა და იქიდან სიცილის ხმა გამოსულა. ძალიან უხერხულად მიგრძნია თავი. მაგრამ იმათიც მესმის, თავი ვერ შეიკავეს.

ისეთი შემთხვევაც იყო, რომ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, დილის წირვის დროს, ჩემს დანახვაზე ხალხს სიცილი აუტყდა. მამაოც შეჩერდა და რომ დამინახა, მასაც გაეღიმა. ეს სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, მაგრამ...

– გამოცდილება გაქვთ ფილმებშიც მონაწილეობისაც და რამდენიმე პროექტში მუშაობისაც.

– ფილმში მე დიდი გამოცდილება არ მაქვს, სულ ორ ფილმში ვარ გადაღებული. თეატრს რაც შეეხება, თეატრალური რომ დავამთავრე, პირველი სამი წელი ვმონაწილეობდი სპექტაკლებში. სატელევიზიო პროექტებში მუშაობის გამოცდილება უფრო მაქვს.

ბაჩო: მე თეატრში ვმუშაობ. ამჟამადაც გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ პროფესიულ თეატრში ვაკეთებთ სპექტაკლს. ვარ გორის თეატრის მსახიობი. თქვენ წეღან ახსენეთ, რომ ხშირად აღმიქვამენ, როგორც კომიკური ჟანრის მსახიობის. რა თქმა უნდა, ტელევიზიას აქვს ეს, რაც, რაღაც მხრივ, კარგია – რაღაცით კი ცუდი. ცუდი იმ მხრივ, რომ შეიძლება, ერთი ამპლუა მოგეკეროს. თუმცა, მაქვს საშუალება და ვცდილობ, თეატრში სხვა ჟანრში ვიმუშაო. თუ კომიკურ როლზე დამიძახებენ, უფრო ადვილად ვიტყვი უარს, ვიდრე, ვთქვათ, დრამატულ როლზე, ან სხვა რომელიმე ჟანრზე, რომელზეც ვფიქრობ, რომ განსავითარებლად მჭირდება. საბედნიეროდ, ახმეტელის თეატრშიც ვარ – ერთ სპექტაკლში ვთამაშობ. თავისუფალ თეატრშიც ვთამაშობ ერთ სპექტაკლს. მაყურებელი, რომელიც თეატრში მოდის, ვფიქრობ, რაღაც განსხვავებას ხედავს, თუ რას ვაკეთებ ეკრანზე და რას – თეატრის სცენაზე.

– ყველამ არ იცის თქვენი ოჯახური მდგომარეობა. ამ მხრივაც დავაკმაყოფილოთ თქვენი მაყურებლების ცნობისმოყვარება.

– მყავს მეუღლე და 3 შვილი. სამივე გოგონა – ქეთევანი, თეკლა და ნინუცა ქაჯაიები.

ნოდარი: მეც დაოჯახებული ვარ. ერთი წლის გოგონა მყავს – ქეთი. 

– კარგია, როცა ისეთი გადაცემები არსებობს, რომლის მეშვეობითაც განიტვირთება ადამიანი ყოფითი ემოციებისგან. პირადად თქვენ, სად და როგორ ისვენებთ?

– მე არ ვისვენებ. ქალაქგარეთ იშვიათად გავდივარ, ძირითადად, თბილისში ვარ.

ბაჩო: მე მაგალითად, განტვირთვის მიზნით, დავდივარ უფრო იშვიათად სანადიროდ, ხშირად – სათევზაოდ. თევაზობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის. ზიხარ, არაფერზე არ ფიქრობ, გარდა იმისა, თუ როგორ მოამზადო საჭმელი თევზის სატყუარად.

ნოდარი: ჭიაზე თევზობთ, თუ კოპტონზე?

ბაჩო: ყველაფერზე, სიმინდზეც. წყლის ყურება გამშვიდებს, თვალი, ფსიქიკა ისვენებს, სხვა არაფერზე ფიქრობ.

ნოდარი: როგორ უნდა დავმშვიდდე თევზაობით, ვერ წარმომიდგენია.

– სად თევაზობ ხოლმე?

ბაჩო: გააჩნია სად, როდის, როგორ... გაარკვევ, სად მოდის, ახლა სად დაიჭერ კარგად... მეთევზეების კლანი არსებობს: გადარეკავ-გადმორეკავ, ფორუმზე შეხვალ, ნახავ და მერე გადაწყვეტ, სად წახვიდე და ითევზაო.  

– თანამშორმლებიდან ვისთან ერთად თევზეობ ხოლმე?

– ირაკლი ვახტანგიშვილი და დათო ლაბაძე კარგი მეთევზეები არიან.

– ლაბაძეს თევზაობაშიც „ოქროს ხელები” აქვს?

– თევზაობაში განსაკუთრებით „ოქროს ხელები” აქვს. კარგი, კულტურული და სპორტული მეთევზეა.

– კულტურული მეთევზე როგორია?

– მოწესრიგებული, ყველანაირი აღჭურვილობით. არ ბრაკონიერობს, სუფთა სპორტული ინტერესით თევზაობს. ერთობ სასიამოვნოა დათოსთან ერთად თევზაობა.

 

скачать dle 11.3