ხორცის გუფთა
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ხორცის ფარში, 2 თავი ხახვი (ერთი თავი – ფარშში, 1 თავი – სოუსში), 1 ცალი კვერცხი, 70 გრამი ტომატ-პასტა, 1 ცალი სტაფილო, 150 მილილიტრი რძე, მარილი, შავი პილპილი, 150 მილილიტრი გადადუღებული წყალი ან კუბიკის ბულიონი, ფქვილი.
მომზადების წესი: ფარშს ჩაუმატეთ უმი კვერცხი, 1 თავი გახეხილი ხახვი, მარილი, შავი პილპილი და აზილეთ. მოამზადეთ პატარა გუნდები და სათითაოდ ამოგანგლეთ ფქვილში. შეწვით ზეთში (ყველა მხრიდან კარგად შეაწითლეთ). ცალკე მოამზადეთ სოუსი: 1 თავი ხახვი და სტაფილო გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე, შეურიეთ ტომატ-პასტა. 150 მილილიტრი კუბიკის ბულიონი, სოუსი მოასხით გუფთებს და შუშეთ თავდახურულ ტაფაში 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს ნელა ჩაასხით რძე, კიდევ 5-10 წუთი შუშეთ და მზად არის.