კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეგობრული პრეზიდენტი და ზრდილობიანი დაცვის ბიჭი

ბატონ ედუარდს ყოველთვის ახასიათებდა უშუალო, მეგობრული დამოკიდებულება თავისი დაცვის წევრებთან, რის გამოც პირადი დაცვის ახალ წევრებს შემდეგი სახის ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ:

„პრეზიდენტი, შეიძლება, გაგეხუმროს, მოგიკითხოს ან სახელით მოგმართოს, მაგრამ, ამან არ გაგათამამოს – ყოველთვის დაიცავი დისტანცია და დადგენილი ქცევის წესები.”

დაცვის წევრებსაც მუდამ ახსოვდათ ამის შესახებ და დისტანციის დაცვას გულმოდგინედ ცდილობდნენ.

ნიუ-იორკი. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისთვის ემზადება. დილით სასტუმროში საუზმისას ბატონ ედუარდს თანაშემწის ნახვა მოუნდა.

მარტო საუზმობდა. მობილურს არ სწყალობდა. მიიხედა და კართან ახალგაზრდა პირადი მცველი შენიშნა, რომელიც მის ყოველ მოძრაობას გაფაციცებით აკვირდებოდა.

ბატონმა ედუარდმა ხელით ანიშნა. ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, მიხვდა, რომ მას უხმობდნენ და... თავი გააქნია.

მცველის ამგვარი ქცევით გაკვირვებულმა პრეზიდენტმა უფრო ენერგიულად დაუქნია ხელი.

ბიჭმა გულზე ხელი დაიდო და თავი დახარა.

– მოდით აქ! – ბრაზი შეეპარა ხმაში ბატონ ედუარდს.

– გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, მაგრამ, არ შემიძლია.

– რა მადლობა, კაცო, მოდი ერთი წუთით!

– გეფიცებით, ვისაუზმე უკვე, ბატონო პრეზიდენტო, არ მშია... დიდი მადლობა – ხელებს ასავსავებდა ორმეტრიანი ბიჭი.

მოკლედ, რა არ უთხრა, როგორ არ ეცადა ბატონი ედუარდი – ბიჭს ადგილიდან ძვრა ვერ უყო.

ბედად, დაცვის უფროსი შემოვიდა და მდგომარეობა განიმუხტა.

 

скачать dle 11.3