კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

მარტო ქართველს შეუძლია, ნასესხები ფულით სუფრა გააწყოს და დაპატიჟოს ის, ვინც ეს ფული ასესხა...

***

ტიპი მივიდა ჭიშკართან და აკაკუნებს. ეზოს მხრიდან ჭიშკარს ძაღლი მოადგა, თავი გამოყო და ეუბნება:

– ვერ ხედავ, სახლში არავინაა...

კაცს გული წაუვიდა. გონს რომ მოვიდა, ხედავს, თავზე ის ძაღლი ადგას. ძალა მოიკრიბა და ეკითხება:

– ძაღლო, კი მაგრამ, ყეფა არ შეგიძლია?

– როგორ არა, მაგრამ, შენი შეშინება არ მინდოდა...

***

– ექიმო, სად მიგყავართ?

– მორგში.

– კი მაგრამ, მე ხომ ჯერ არ მოვმკვდარვარ?

– ჯერ არც მორგში მივსულვართ.

***

ცოლი ეფერება ქმარს:

– საყვარელო, მე შენთან ზღაპრიდან მოვედი.

– რომელი ზღაპრიდან?

– კეთილი ზღაპრიდან?

– რა, გამოგაგდეს?!

***

– საოცარია: დღეებს, როდესაც რეცხავთ, ხეხავთ, აუთოებთ, ჰბანთ, ამზადებთ... დასვენების დღეებს უწოდებთ?!

***

მას უნდოდა, ლამაზი ფიგურა ჰქონოდა, სასურველი ტანსაცმელი რომ მორგებოდა და მოეხდინა, მაგრამ, სული ძეხვს მოითხოვდა...

***

კუპეში ახალგაზრდა ქალი წიგნს კითხულობს, მეზობელი მამაკაცი კი დაჟინებით უყურებს. ქალმა შეწყვიტა კითხვა და კაცს მიმართა:

– არ არის საჭირო ცოლიანი თვალებით ისრების სროლა...

***

გაზაფხული ძალაში შედის, მალე ზაფხულიც დადგება და, თუ ქალაქგარეთ გახვალთ, ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, უცნობ მდინარესა თუ ტბაში ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა შეხვიდეთ – ჯერ სიდედრი, შემდეგ ცოლი და ბოლოს – თქვენ.

***

ტიპი მგზავრობს ცათამბჯენში. მოსწყინდა და ლიფტიორს გამოელაპარაკა:

– ალბათ, მძიმე სამუშაო გაქვთ.

– დიახ, სერ.

– ყველაზე ცუდი, ალბათ, ზემოთ ასვლაა...

– არა, სერ.

– თუ, დაბლა დაშვება?

– არა, სერ... შეკითხვები, მხოლოდ შეკითხვები...

***

ზის ყვავი ხის კენწეროზე. ჩამოირბინა კურდღელმა, შეხედა და ეკითხება.

– ყვავო, მანდ რას აკეთებ?

– არაფერს, უბრალოდ, ვზივარ!

– შეიძლება, მეც, უბრალოდ, დავჯდე.

– რა თქმა უნდა?

დაჯდა კურდღელი, თათები წინ დააწყო, ზის... ჩამოიარა მელიამ და შეჭამა. ყველაფერი დაინახა ყვავმა და გაიფიქრა: „ეჰ, როგორ დამავიწყდა მეთქვა, რომ არაფრის კეთება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მაღლა ზის“.

***

მაგარი ნაშა „მერსედესით“ ავტოსერვისში შევიდა. მექანიკოსი ეკითხება:

– აბა, რამ შეგაწუხათ, ლამაზო?

– არ ვიცი, რა უბედურება სჭირს, ყველგან უარი მითხრეს.

– ახლავე შევაკეთებ, ნუ გეშინია... – ახადა კაპოტი მექანიკოსმა და, ხედავს, იქ წერილია: „შტერია, ტარება არ იცის... მე შეკეთების ფულს არ გადავიხდი. – ქმარი“.

***

ადვოკატთან მივიდა ეშმაკი და ეუბნება:

– ისე გავაკეთებ, რომ შენ ყველა საქმე მოიგო, უამრავ ფულს აიღებ და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახდები, ოღონდ, ყველა შენი ნათესავი, საყვარელი ადამიანი, ყველა, ვინც დაგიახლოვდება ან, უბრალოდ, მოგეწონება, მალევე მოკვდება და ჯოჯოხეთში მოხვდება. მოიფიქრე, დილით პასუხს ველოდები.

– ესე იგი, ყველა პროცესს მოვიგებ, ყველაზე მდიდარი ვიქნები, ყველა ახლობელი მოკვდება... მაინც ვერ გავიგე, რა საშინელება იმალება ამ შემოთავაზების უკან...

***

– საოცარია, მაღაზიაში ბავშვი ვერ გაგვიგზავნია – თუ სიგარეტის ან სასმლის ყიდვა გვინდა, 18 წლის მაინც უნდა იყოსო, და თუ უფასოდ რამე ეკუთვნით, ბავშვები მხოლოდ 6 წლამდე არიან?!

скачать dle 11.3