კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეპიტაფიები გამოჩენილ ადამიანთა საფლავებზე

ქრისტეფორე კოლუმბი – ბეჭედში ამგვარი წარწერა ჰქონდა: „ოკეანის ადმირალი და ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი“.

დრჟისლავი – ხორვატიის მეფე. მეფობდა 991-1009 წლებში. ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა ვენეციის დოჟს პიეტრო ორჩეოლოს. რაინდული ტრადიციის თანახმად, ორჩეოლომ შესთავაზა, ყველა სადავო საკითხი გადაეწყვიტათ ან ხმლით ორთაბრძოლაში, ან ჭადრაკის დაფასთან. დრჟისლავმა ეს უკანასკნელი აირჩია და პარტია მოიგო კიდეც, რის შემდეგ გაათავისუფლეს და პატივით დააბრუნეს სამშობლოში. ამის შემდეგ გაჩნდა ხორვატიის გერბზე ჭადრაკის დაფა.

მაულია ისმაილია – მაროკოს სულთანი. ბეჭედზე ჰქონდა ამოკვეთილი: „სიკვდილი მარტოობაა, სხვა არაფერი“. ამ სულთანს 888 შვილი ჰყავდა, 548 ვაჟი და 340 ქალიშვილი.

ნეითი – ეგვიპტური ქალღმერთი. ნეითის ოქროს ქანდაკებაზე ასეთი წარწერაა: „მე ვარ ის, რაც არის, რაც იყო და რაც იქნება. არავის აუხდია ჩემი საბურველი, ნაყოფი, რომელიც მე ვშვი, მზე იყო“.

როლან მანონი – ფრანგი რევოლუციონერი. გილიოტინაზე თავის დადების წინ საყელოს საკინძე გაიხსნა და თქვა: „ოჰ, თავისუფლებავ, რამდენ ბოროტებას სჩადიან შენი სახელით“.

ჩეხოვი – დიდი რუსი მწერალი. იგი ჭლექიანი იყო და ალკოჰოლს არ ეკარებოდა. მან სიკვდილის წინ ნახევრად იხუმრა: „რა ხანია, შამპანური არ დამილევია“.

скачать dle 11.3