ბრძნული აზრები
დემოკრიტე: ადვილია იმის ქება, რაც არ იმსახურებს შექებას, და იმისი ლანძღვა, რაც არ იმსახურებს ლანძღვას. ერთიც და მეორეც ცუდი ხასიათების ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.
კონფუცი: სწავლა უფიქრელად უსარგებლოა, მაგრამ ფიქრიც უსწავლელად სახიფათოა.
მორუა: ბიზნესი სპორტისა და ომის კომბინაციაა.
ზოიმე: ბოროტ ადამიანებს სიმღერები არა აქვთ.
ციცერონი: კეთილთან და ბოროტთან ერთნაირი მოქცევა არ შეიძლება.
ლაროშფუკო: ყველაზე საშიში ის ადამიანები არიან, რომლებიც სიკეთეს სრულად არ არიან მოკლებული.
ბიჩერი: არ შეიძლება ადამიანს გონიერი უწოდო, თუ მას საჭიროების შემთხვევაში თავის შეკავება არ შეუძლია.
გოეთე: ეგოიზმი ისეთი საშინელი ნაკლოვანებაა, რომ არავინ პატიობს სხვას და არავინ აღიარებს საკუთარ თავში.
ბრუნო: ცოცხალ გონებას ის ახასიათებს, რომ საკმარისია ცოტა ნახოს, ცოტა მოისმინოს, რათა შემდეგ დიდხანს იფიქროს, ბევრი გაიგოს და მრავალი შექმნას.
რემარკი: ადამიანი, რომელიც ამაღლებული გრძნობებისკენაა მიდრეკილი, როგორც წესი, ატყუებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
ლიოტარი: გრძნობა გვატყუებს, ის შეზღუდულია სივრცეში და სხვადასხვა შესაძლებლობაში.
ავრელიუსი: ნუ მზვაობ, როდესაც იძენ, ნუ ნანობ, როდესაც კარგავ.
ბალზაკი: თავისი ნაკლის შეგნებით ადამიანი ძლიერდება.
ნაპოლეონი: ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.
ბიუფონი: თუ კარგად წერ, ეს ნიშნავს, რომ იმავე დროს კარგად აზროვნებ, კარგად გრძნობ და კარგად გადმოსცემ; ეს ნიშნავს, რომ გაქვს გონება, გრძნობა და გემოვნება.
სიუნ-ძი: ბევრი თავისუფალი დროის მქონე ადამიანი ბევრს ვერ მიაღწევს.
შოპენჰაუერი: ბავშვის ერთი საათი უფრო გრძელია, ვიდრე მოხუცის ერთი საათი.
სპინოზა: გამოცდილება ხშირად გვასწავლის იმას, რომ ადამიანები თუ რამეს ვერ ფლობენ, ეს მათი ენებია.
ვიტგენშტაინი: გამოცდილი ადამიანები ლაპარაკის მიხედვით გაიგებენ სხვა ადამიანის სულის პულსს, როგორც ბრძენმა თქვა: „ილაპარაკე, რამდენიც გინდა, რომ გიცნო შენ“.
კანტი: ვინ:ც უარი თქვა ზედმეტობისგან, ის აკრძალვებისგან გათავისუფლდა.
თეოფრასტე: სიამაყე – თავისებურად ყველაფერი დანარჩენის სიძულვილია, გარდა საკუთარი თავისა.
ბეკონი: თუ სიამაყე სხვების სიძულვილიდან საკუთარი თავის სიძულვილამდე ამაღლდება, თავისთვად სიკეთე გახდება.
როხასი: სიამოვნება, რომლის შესახებ საუბარი არ შეიძლება, სიამოვნება არ არის.
ჟიროდუ: ქალები სირბილისთვის არ არიან შექმნილნი. მათი გაქცევა და დაჭერა ერთია.
ზვევო: დავუთმოთ ლამაზი ქალები წარმოსახვის უუნარო ადამიანებს.