რატომ უნდა ვიმეგობროთ პროფესიონალ დერმატო-კოსმეტოლოგთან და როგორ დაგვეხმარება ის სიბერის „გადავადებაში“
კანი ჩვენი სავიზიტო ბარათია. პირველი ნაოჭები, ლაქები, გამონაყარი... ყველაზე ოპტიმისტ ქალბატონსაც კი გულს უტეხს და საკუთარი თავის რწმენას უკარგავს. არავის უნდა, დაბერდეს დროზე ადრე. მით უფრო მაშინ, როცა უამრავი საშუალება არსებობს სიბერის „გადასავადებლად“. დღეს ეს უკვე რეალობაა. მთავარია, ვიყოთ ინფორმირებულები და ვიმეგობროთ პროფესიონალებთან. ანუ, მათთან, ვინც ზუსტად იცის, რა გვჭირდება ახალგაზრდული იერის დიდხანს შესანარჩუნებლად.
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლის“ დერამტო-კოსმეტოლოგი მაკა დოღოზაშვილი და წამყვანი პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი ერთად შეგირჩევენ სამკურნალო-გამაახალგაზრდავებელ პროგრამას, რომლის ეფექტურობა ძალიან მალე აისახება თქვენს გარეგნობაზე.
– ქალბატონო მაკა, იციან თუ არა ქართველმა ქალბატონებმა, როგორ მოუარონ თავს და სწორად იზრუნონ სახის კანსა და გარეგნობაზე.
მაკა დოღოზაშვილი (კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლის“ დერმატო-კოსმეტოლოგი): სამწუხაროდ, ქართველი ქალბატონების უმრავლესობა სათანადოდ ვერ ზრუნავს საკუთარ კანზე. საქმე მხოლოდ მატერიალურ შესაძლებლობებში არ არის, პრობლემა უფრო ნაკლებად ინფორმირებულობაშია. ესთეტიკური მედიცინა სხვა დისციპლინებთან შედარებით ჯერ კიდევ ახალია და ბევრმა არ იცის რა თანამედროვე შესაძლებლობები არსებობს კანის მოსავლელად. რაც შეეხება კანს, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოთა სისტემაა და ბევრი საკმაოდ სერიოზული დაავადების ინდიკატორი, მოკლედ რომ ვთქვათ, ის ადამიანის შინაგანი მდგომარეობის სარკეა.
– ამბობენ, რომ ჯანმრთელი კანი, ეს ბუნების საჩუქარია...
– ნამდვილად დიდი საჩუქარია, თუმცა ყოველთვის ასე არ არის.. თუ კანს, თუნდაც სრულიად უპრობლემოს, სწორად და დროულად არ მოვუვლით ის ამას დიდხანს არ გვაპატიებს და ასაკთან ერთად გაჩნდება ყველასთვის ნაცნობი პრობლემები: ადრეული მიმიკური და არამიმიკური ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, მომატებული ცხიმიანობა ან პირიქით, კანის გამოშრობა.. გამონაყარი თუ კუპეროზი.
– ჩვენს ბაზარზე საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი კანის მოვლის საშუალებები... არის თუ არა კრემის მაღალი ფასი იმის გარანტი, რომ კანი დაცული და მოვლილია?
– დანამდვილებით გეტყვით რომ არა.. მთავარია მათი გამოყენება საჭიროებისამებრ მოხდეს, ამას კი სპეციალისტი განსაზღვრავს.
– ანუ, თუ გვინდა, დროზე ადრე არ დავბერდეთ და ეფექტურად გამოვიყურებოდეთ, უნდა ვიმეგობროთ დერმატო-კოსმეტოლოგთან.
– (იღიმება) ნამდვილად კარგი იქნება. კანი და მისი მდგომარეობა პირველია, რაც ადამიანის დანახვისას გვხვდება თვალში. უდავოდ სასურველია უფრო მეტი ვიცოდეთ საკუთარ კანზე, დღეს უკვე შესაძლებელია ჯანმრთელი, ლამაზი კანის დიდი ხნით შენარჩუნება, კანის მოვლის საშუალებები თუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ?
– ჩვენი კლინიკის ძირითად მიმართულებას დღემდე თმის ტრანსპლანტაცია თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენდა. პაციენტებიც შესაბამისი ჩივილებით მოგვმართავდნენ. სილამაზისადმი კომპლექსურმა მიდგომამ და პაციენტების სურვილის გათვალისწინებამ განაპირობა მომსახურების სფეროს გაფართოება და ყველაფერ ამას „ჰეალაინში“ ესთეტიკური მიმართულებაც დაემატა, ანუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების სრული სპექტრი, როგორიცაა მიმიკური და არამიმიკური ნაოჭების კორექცია ბოტოქსის ინიექციებით, შემავსებლებით ე.წ. ფილერებით, კანის მიკრო და მაკრორელიეფის გაუმჯობესება-გაახალგაზრდავება, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ქიმიური პილინგები, გამონაყრის, პიგმენტური ლაქების, კუპეროზის, სამკურნალო პროცედურები. ეს ყველაფერი უკვე შესაძლებელია „ჰეალაინ ინტერნეიშენლში“.
– უამრავი საშუალება იყიდება პილინგის სახლში გაკეთებისთვის. რამდენად ეფექტურია ეს და ხომ არ შეიცავს საფრთხეს ჩვენი კანისთვის?
– საკმაოდ დიდი განსხვავებაა პროფესიონალურ პილინგებსა და სახლში მოვლის პროცედურების პილინგებს შორის. მათი მჟავიანობა და შესაბამისად ეფექტურობის ხარისხიც აბსოლუტურად განსხვავებულია. პროფესიონალური ქიმიური პილინგები საკმაოდ ეფექტურია პიგმენტური ლაქების, ნაოჭების, კანის ფერის გაუმჯობესების მკურნალობის კომპლექსში.
– რამდენი წელი შეიძლება, მოვიკლოთ, თუ თავს პროფესიონალებს ვანდობთ?
– ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით კომპლექსურად ვმუშაობთ მე – დერმატო-კოსმეტოლოგი და ჩვენი პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი – დეა პაპასკირი. კანის მდგომარეობის შეფასება ხდება სხვადასხვა კუთხით და შესაბამისად, შეირჩევა სამკურნალო-გამაახალგაზრდავებელი პროგრამაც. შეიძლება, დაგვჭირდეს კონტურული პლასტიკის ჩართვაც, მიმიკური ნაოჭების გასწორებაც, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია ან მხოლოდ შემოვიფარგლოთ ქიმიური პილინგით, გამათეთრებელი პროცედურებით და მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი. შეიძლება, ვინმემ გამოიყენოს ძალიან ძვირად ღირებული პროცედურა არასაჭიროებისამებრ და ეფექტი საერთოდ არ ჰქონდეს. ჩვენ ასეთ შემთხვევებს გამოვრიცხავთ. პაციენტს უნდა გაუკეთო ის, რაც მას სჭირდება. მაშინ ის აუცილებლად კმაყოფილი დარჩება.
– ანუ, არ არის აუცილებელი, დავხარჯოთ ძალიან დიდი ფული, ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად...
– სწორედ ამის თქმა მინდოდა, თუ ყველაფერი გაკეთდება პროფესიონალურად და დანიშნულებისამებრ, ქალბატონს არ დაეტყობა კოსმეტიკური ჩარევების კვალი, დიდხანს შეუნარჩუნდება ბუნებრივად ახალგაზრდული, ეფექტური და ჯანმრთელი იერი. ყველას ვურჩევთ, ნუ დაელოდება ასაკის მატებას, დროულად მიმართოს პროფესიონალ დერმატოლოგს და მასთან ერთად დაგეგმოს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის კომპლექსური გზები, შეარჩიოს კანის მოვლის საშუალებები და სამკურნალო გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებს და ვნერგავთ ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში. პაციენტების სამკურნალოდ მივმართავთ ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.
P. S. „ჰეალაინ-ინტერნეიშენლის“ სპეციალისტები გელიან ყოველდღე, კვირის გარდა. ქავთარაძის ¹16. DKC კლინიკა.
ტელ.: 2–30-00-30.