კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხვდება ადამიანი ღამით ნეგატიურ ასტრალურ სივრცეში და როგორ დავაპროგრამოთ საკუთარი თავი დადებითი ემოციებით დატვირთულ სიზმრებზე

ხშირად მსმენია, ღამით ნანახი სიზმარი, გამოღვიძებულს ზედმიწევნით ამიხდაო. ასევე, უფროსი ასაკის ადამიანებისგანაც გამიგია, თუ ცუდი სიზმარი ნახე, დილით ონკანი მოუშვი, გამდინარე წყალს მოუყევი და ეს გაანეიტრალებს მის შესაძლო ცუდ შედეგებსო. მოკლედ, ასეა თუ ისე, როცა ღამით ცუდ სიზმარს ვხედავთ, მთელი დღის განმავლობაში მასზე ვფიქრობთ, განვიცდით, როგორ აგვიხდება ღამის ზმანება და ამით გუნება-განწყობასაც უარყოფითისკენ ვუბიძგებთ. როგორც ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, სიზმარს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. თურმე, არსებობს დღეები, როცა წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვხედავთ და ამ დროს მათი უგულებელყოფა, უბრალოდ, სისულელეა.

 

დავით ბუტიკაშვილი: სიზმრები ეს ის თემაა, რომელზეც ბევრს საუბრობენ, თუმცა, სიზმრის ფენომენი დღესაც ამოუხსნელი და იდუმალია. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც სიზმარი არ ახდენია ან საერთოდ არ ხედავს სიზმრებს. სხვათა შორის, ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ სიზმრებს ღამით „თევზების” ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხედავენ. 

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ყველა ჩვენგანი ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს?

– დიახ, სწორედ ამას ვამბობ. თუ ლოგიკურად მივყვებით, ადამიანისთვის სიზმრის ნახვა აუცილებელია. კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ არაფერი რეალობაში ზედმეტი არ ხდება. ამის ფუფუნებას, უბრალოდ, სამყარო არ გვაძლევს. სიზმარს კი კონკრეტული ფუნქცია აკისრია კონკრეტული ადამიანისთვის. მაგალითად, ავსტრალიაში არის ტომი, რომელიც ცხოვრობს თავისი ბელადის სიზმრებით. რასაც ის ნახავს სიზმრად, მთელი ტომი იმას ითვალისწინებს რეალურ ცხოვრებაში. ეს ტომი მრავალი წლის განმავლობაში არსებობს და სხვა პრინციპით ერთი დღეც არ უცხოვრია. თუ ბელადმა სიზმარში ნახა, რომ სხვა ადგილას ცხოვრობენ, მთელი ტომი იბარგება და იმ ადგილას გადადის საცხოვრებლად, ანუ, ბელადის სიზმარი მათთვის მთავარი კანონია. და, გეტყვით, რომ, ამ პრინციპით ცხოვრება მათ უფრო უადვილდებათ.

– თუ არსებობს დღეები, როცა მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება სიზმრებს, ან, პირიქით, ნაკლებად გავითვალისწინოთ ღამით ნანახი რეალურ ცხოვრებაში?

– კონკრეტულად ამის გაგება ადამიანის ინდივიდუალური ჰოროსკოპითაა შესაძლებელი. სიზმრებს ზოდიაქოს მეცხრე სახლი განაგებს. ამიტომ, თუ იცით, რომელ ზოდიაქოშია ეს მეცხრე სახლი თქვენს ჰოროსკოპში ამა თუ იმ დღეს, მაშინ მიხვდებით, რომ თქვენი სიზმარი წინასწარმეტყველურია და ყურადღება უნდა მაიქციოთ, ამ დღეს ნანახ სიზმარს. თუმცა, ზოგჯერ სიზმარი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს, ანუ, ღამით წინასწარ ვხედავთ, რა ექსტრემალური გამოცდა გველის მეორე დღეს გამოღვიძებულს. ადამიანის გონებაში არის რაღაც ამოუხსნელი, რომელიც მომავალს წინასწარ განჭვრეტს. ანუ, სიზმრის დროს გონებაში ეს რაღაც თავისუფლდება, ხედავს მომავალს და ასე ხდება ღამით ჩვენი დაპროგრამება მეორე დღისთვის. 

– ესე იგი, სიზმრის ხილვის დროს, ადამიანის დაპროგრამება ხდება?

– დიახ. შეიძლება, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ, ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული, გაანალიზებული და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, რომლებსაც ასეთი რამეები საკუთარ თავზე აქვთ დაცდილი. ჩვენს გონებაში არის კოდი, რომელმაც ზუსტად იცის ჩვენი მომავალი და ზუსტად ამაზე გვაპროგრამებს სიზმრის მეშვეობით. უბრალოდ, ჩვენ მას უნდა დავუჯეროთ და ვიმოქმედოთ ადეკვატურად. 

– ისეთებიც ხომ არსებობენ, რომლებიც იშვიათად ხედავენ სიზმარს?

– დიახ, არსებობენ. სინამდვილეში ჩვენი გონება მთელი დღის განმავლობაში იღებს და აგროვებს ინფორმაციებს, ქვეცნობიერი მას აძლევს ფორმას და ის სიზმრის სახით გადმოგვეცემა. სხვათა შორის, ოდითგანვე არსებობდა წიგნები, რომლებშიც მოცემული იყო სიზმრების ახსნა. მაგრამ, აქაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რადგან, ყოველ ჩვენგანს სიზმარში ნანახი სხვადასხვანაირად უხდება. ეს დაცდაზეა და, ამიტომ, უნდა დააკვირდეთ ყვავილის, ხორცის, წყლისა თუ მიცვალებულის ნახვა თავად როგორ გაქვთ დაცდილი.  საქმე ისაა, რომ ადამიანების გონება სხვადასხვა სიმბოლოებს სხვადასხვა ახსნას უძებნის. თუმცა, არის საერთო სიზმრებიც, რომლებიც ზუსტად ისე ახდება, როგორც მას ღამით ნახავთ. ამიტომ, ნანახ სიზმარს ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და დაიმახსოვროთ, როგორ აგიხდათ ის. ბევრს ვურჩიე დღიურების წარმოება, ანუ, რასაც ნახავდნენ სიზმრად, ის დილით ფურცელზე გადაეტანათ და შემდეგ დაეწერათ, როგორ აუხდათ ის. ერთი წლის შემდეგ არაჩვეულებრივი კონსპექტი ვიხილე (იცინის). 

– უცხოეთში ჩატარდა კვლევა სიზმრის ხანგრძლივობაზე და დაადგინეს, რომ ადამიანი სიზმარს ხედავს მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში. თუმცა, თავად გამომიცდია, როცა მთელი ღამე სიზმარს ვხედავ. ანუ, მინდა გკითხოთ, დროის რა მონაკვეთია საჭირო, რომ სიზმარი ნახო?

– ძილში დროის სხვა სისტემაში ვხვდებით. გარდა ამისა, ფაქტობრივად, იმ სამყაროში შეიძლება ვიფრინოთ, დავიპყროთ სიმაღლეები, დავეშვას ციცაბო კლდიდან და ასე შემდეგ. ამ ცხოვრებაში ეს რომ ვნახოთ, გაგვიკვირდება, სიზმრის დროს კი ჩვენი გონება მსგავსი უცნაურობების აღსაქმელად მზადაა. ზოგადად, ადამიანს ორ სამყაროში უწევს ცხოვრება: როცა ფხიზლობს და როცა სძინავს. ეს სამყაროები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აქ, მატერიალურ სამყაროში, ჩვენი სული შემოსაზღვრულია ფორმით, ანუ, არ არის ისეთი თავისუფალი, როგორც სიზმრად. მაგრამ, სიზმრის დროსაც იმდენად რეალურ სამყაროში ვხვდებით, რომ ამ დროს ნანახი მეორე დღესვე აგვიხდება. აქედან დასკვნა, რომ არსებობს პარალელური სივრცე, სამყარო, სადაც ჩვენ ვხვდებით, როცა გვძინავს. ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს უჯრედები, რომლებიც მაშინ იღვიძებენ, როცა ადამიანს სძინავს. 

– ესე იგი, როცა გვძინავს, გონება არ წყვეტს მუშაობას?

– გონება ძილის დროსაც მუშაობს და ახერხებს იმ განსხვავებული ინფორმაციის გადამუშავებას, რომელიც მასში მატერიალური სამყაროდანაა დაგროვილი. ეს უჯრედები მზად არიან, მიიღონ ყველა ინფორმაცია, იმუშაონ, როცა ადამიანს სძინავს და თავად დაიძინონ, როცა ადამიანი იღვიძებს. დააკვირდით, დილით რისკენ გიბიძგებდათ ღამით ნანახი სიზმარი, რის შეცვლას გთხოვდათ და გაიძულებდათ ღამით და აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეალურ ცხოვრებაში. ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ქალბატონმა მარდენმა დაწერა წიგნი, სადაც დიდი თავი დაუთმო ძილის ხელოვნებას. ის წერს, რომ სამყაროში არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგია. თუ გსურთ, სიზმარში მოიზიდოთ დადებითი ენერგიები, აუცილებლად უნდა განიტვირთოთ დაძინებამდე, მაგალითად, წაიკითხოთ ისეთი წიგნი, რომელიც დაგავიწყებთ დღის განცდებს; არ იფიქროთ ცუდზე, არ დაგეგმოთ ხვალინდელი დღე და ეცადოთ დასაძინებლად დაწვეთ კარგ ხასიათზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ ირჩევთ დადებით სიზმარს. თუ დაძინებამდე ფიქრობთ მომავალზე, განიცდით, იტვირთავთ გონებას, მაშინ, ღამით უარყოფით სამყაროში ანუ ნეგატიურ სივრცეში ხვდებით და, შესაბამისად, ცუდ სიზმარს ხედავთ, რომელიც ძილში უარყოფითი ენერგიებით გმუხტავთ. არსებობს სიზმრები, როცა ადამიანს დემონები ეუფლებიან, ეს უძველეს ოკულტურ წყაროებშია აღწერილი. ისინი ადამიანს სიზმარში ევლინებიან და სწოვენ ენერგიას და, ამ ნეგატივმა, შესაძლოა, ისე დამუხტოს უარყოფითზე, რომ ცხოვრების განვითარების ყველაზე მძიმე საფეხურზე მოხვდეს. ამიტომ, კარგია ძილის წინ გონების გადართვა დადებითზე, ყოველდღიური შფოთვისა და ფიქრის დავიწყება და მშვიდად დაწოლა საწოლში. ასე რომ, ნეგატიურ ასტრალურ სივრცეში ძილში ნამდვილად ვხვდებით და ამის აცილებაც შესაძლებელია. 

– გამიგია, თუ ღამით ცუდი სიზმარი ნახე, დილით გამდინარე წყალს მოუყევი, მას გაატანე და ასე გაანეიტრალეო. მართლა ასე ხდება?

– ეს ერთ-ერთი გზაა, გაათავისუფლოთ თქვენი ქვეცნობიერი ღამით სიზმრის სახით შემოჭრილი ნეგატიური ენერგიისგან. წყალს მართლაც აქვს ძალა, მოგიხსნათ უარყოფითი ენერგია, გაგათავისუფლოთ და თავად წაიღოს ის ცუდი, რასაც თქვენი ორგანიზმი განიცდის. ასე რომ, სიზმარში ჩვენ ვხვდებით სულ სხვა სამყაროში და ეს სამყარო ნამდვილად არსებობს. ასევე, იმქვეყნად მოხვედრა სიზმარშიც რეალურია. რომ ამბობენ, სიზმარში სამოთხე ან ჯოჯოხეთი ვნახეო, არ ტყუიან. ძილში, არ არის გამორიცხული, ნებისმიერი ჩვენგანი მოხვდეს გარდაცვლილთა სამყაროში და იხილოს იმქვეყნად წასული ახლობლები. ჩვენი ცნობიერება ამ დროს გამუდმებით მუშაობს, სხეული კი მოწყვეტილია. სხვათა შორის, ყველა მეფეს ჰყავდა სიზმრის ამხსნელი და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სიზმრის თემა დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა, მისი ახსნა ინდივიდუალურია. გეტყვით, რომ მთვარის მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღეები ითვლება სატანურ დღეებად, ამიტომ, ამ დროს ადამიანს ესიზმრება კოშმარები, რადგან სამყაროში ბოროტი ძალა ბობოქრობს და ადამიანებს ღამით სიზმრით აპროგრამებს ცუდზე. სწორედ ამ დღეს ნანახი სიზმრები უნდა გაატანოთ წყალს და ამით გათავისუფლდეთ ნეგატიური მოვლენებისგან რეალურ ცხოვრებაში. 

 

скачать dle 11.3