კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმოცდათხუთმეტი წლის თოჯინა

ორმოცდათხუთმეტი წლის თოჯინა

ორმოცდათხუთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას პირველი თოჯინა-ბარბი მოევლინა. 1959 წლის 9 მარტს ნიუ-იორკის მთავარ ბაზრობაზე ბარბი საზოგადოებას წარუდგინეს – მოდურ საცურაო კოსტიუმში და „შპილკებში“ გამოწყობილი. თან მოდური, დიდი და მუქი სათვალეც ეკეთა. ბარბიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მთელი პარტია ეგრევე გაიყიდა. მაშინ ლამაზმანი სულ რაღაც სამი დოლარი ღირდა. თუმცა, იმ დროისთვის ეს არც ისე პატარა თანხა იყო. დღეისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კვირაში ბარბის მილიონობით ეგზემპლარი იყიდება.

ბარბი, პოპულარობასთან ერთად, მაშინვე გახდა სკანდალური. მორალის დამცველები აპროტესტებენ თოჯინის გამომწვევ, ქალურ ფორმებს.

ექიმმა-დიეტლოგებმაც კი გამოთქვეს უკმაყოფილება, თოჯინა მეტისმეტად გამხდარია და გოგონებს ანურექსიისკენ უბიძგებსო. ისეთი ამბავი ატყდა, რომ თოჯინის ფორმებში პატარა კორექცია შეიტანეს. ის მიუახლოვეს ნორმალური მოდელის სტანდარტს.

რაც შეეხება სტილს, ბარბი ამ მხრივ, თავიდანვე უნაკლო იყო. თუ მის გარდერობს დააკვირდებით, ბოლო ორმოცდაათი წლის მოდის ტენდენციები სახეზეა. ბარბიმ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების „სახეც“ არაერთხელ მოირგო. ის იყო მერლინ მონრო, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი, შერი, კეიტ უინსლეტი, პენელოპა კრუსი, ჯანეტ ჯეკსონი, ბიონსე, კეტი პერი, კაილი მინოუგი... თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბარბის დიდება ვერც ერთმა ცოცხალმა ვარსკვლავმა ვერ დაჩრდილა.

 

ნივთების ტრანსფორმაცია

ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არც კი ვიცით, როდის გაჩნდა პირველად ადამიანის ცხოვრებაში და ნელ-ნელა მათთან ერთად განვითარდნენ.

მაგალითად, ჩაიდნის წინაპარი ძველ რომში იშვა, ჩვენი წელთაღრიცხვით 73 წელს. დამზადებული იყო ბრინჯაოსგან და შეშაზე ცხელდებოდა.

პირველი სამოვრის ტიპის ჩაიდანი იაპონიაში 1746 წელს გაჩნდა. მასალად გამოიყენეს თითბერი. საწვავი მილით მიეწოდებოდა ქვემოდან.

1813 წელს რუსეთში პირველი რუსული სამოვარი დაამზადეს თუთიისგან – წყალს ნახშირზე აცხელებდა და საკმაოდ დიდხანს იყო პოპულარული. დღესაც ნახავთ ოჯახებში, როგორც რელიკვიას.

დღეისთვის ელექტროჩაიდნების საუკეთესო დამამზადებლად გერმანიაა მიჩნეული. 2014 წელს მათ საუკეთესო ნიმუშები გამოუშვეს, ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისა და ნიკელისგან დამზადებული.

 

скачать dle 11.3