კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა, შევიძინო „ფოლკსვაგენ“ „გოლფ 3“ ან „გოლფ 4“, სიჩქარეთა მექანიკური გადართვის კოლოფით. გთხოვთ, დამიხასიათოთ ამ მოდელების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პასუხი: „გოლფ 3“ ძალიან პრაქტიკული მანქანაა, მაგრამ თუ ამის საშუალება არსებობს, რა თქმა უნდა, „გოლფ 4“ ჯობია. ის უკვე სხვა თაობის მანქანაა, უფრო დახვეწილი როგორც დიზაინით, ისე „ორგანიზმით“. დადებითი და უარყოფითი თვისებები რომ დავაჯამოთ, დადებითი უარყოფითს ბევრად გადაწონის. ძირითადი მაინც ის არის, რომ იშვიათად ფუჭდება. თუ გაფუჭდა, ძალიან იოლად და თან, იაფად იშოვება ნაწილები. საწვავის წვაც, თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით, მეტი ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება უარყოფითს – მისი სავალი ნაწილი, მით უმეტეს, ამორტიზატორები, მაინც არ არის ისეთი გამძლე, როგორც იმავე კლასის სხვა იაპონური წარმოების ავტომობილებისა. ასევე, იაპონელები საწვავის ეკონომიითაც ცოტათი ყოველთვის უგენებ გერმანელებს. სალონის დეტალებიც, მაგალითად, სავარძელი, საჭე და ღილაკები, გაცილებით იოლად ცვდება, ვიდრე იაპონურ მოდელებში.

კითხვა: მყავს „ტოიოტა ჰაილუქს სერფ“, 3.4 ვე 6 ძრავით, ბენზინზე, 2001 წლის. ცოტა ხნის წინ ძრავას გაუჩნდა ეგრეთ წოდებული „პერებოი“ და ავტომობილმა უფრო მეტი საწვავის მოხმარება დაიწყო. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს? იქნებ მირჩიოთ, რომელ ხელოსანთან მივიყვანო და ტელეფონის ნომერიც მომცეთ.

პასუხი: თქვენს შემთხვევაში, ყველაზე მარტივი გზა მაინც „ტოიოტას“ ცენტრია, დიაგნოსტიკის ფასი არ განსხვავდება სხვა სადიაგნოსტიკო ცენტრების ფასებისგან და კარგად იციან ამ ავტომობილის სპეციფიკა. შესაბამისად, მარტივად დაადგენენ „პერებოის“ მიზეზს. თუ შემდეგ შეკეთებაში ბევრი თანხა მოგთხოვეს, შეგიძლიათ, სხვაგან შეაკეთებინოთ. როდესაც ხელოსანთან ზუსტი დიაგნოზი მიგაქვს, პრობლემის აღმოფხვრას ნებისმიერი, საშუალო დონის ხელოსანიც შეძლებს. 

კითხვა: „ტუარეგის“ რომელ მოდელს მირჩევთ საიმედოობისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით?

პასუხი: „ტუარეგს“ ძალიან კარგი დიზელის ძრავა აქვს – გამძლე, ეკონომიური და სწრაფი. კარგი იქნებოდა თუ „V10” ან თუნდაც „W12” ლიმიტირებული რაოდენობით გამოშვებულ მოდელს შეარჩევთ. მიუხედავად დიდი სიმძლავრისა, ამ ტიპის თითქმის უკვდავი ძრავით აღჭურვილი „ტუარეგი“ საკმაოდ ეკონომიურია. მისი წვა 10-12 ლიტრამდე მერყეობს.

 

скачать dle 11.3