კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაშია შესაძლებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  თანამდებობის პირის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება, შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა, იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, დაეკისრებათ თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პირებს, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე. რაც შეეხება  საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც საქართველოს კანონების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური გზით.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ ზოგადად  ცნება – „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.” რა სახის ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, გადაცდომად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა პროკურორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების გაუქმების უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა, თუმცა მისი გაუქმების უფლება პროკურორს არ აქვს. პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე.

скачать dle 11.3