რა საფრთხეს გვიქმნის ბინაში არსებული ტექნიკა და როგორი ენერგიებით ხდება მილეულ მთვარეზე სახლის გაწმენდა
ყველას სურს, რომ დაცული იყოს უარყოფითი გარემო ფაქტორებისგან, მეტად უმართლებდეს, აიცილოს შესაძლო საფრთხეები და ასე შემდეგ. ჩვენს სხეულს გარშემო აკრავს გარსი, რომელიც ჩვენსავე დაცვას უზრუნველყოფს და მისი დარღვევის შემთხვევაში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ბევრმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი გათვალვისგან, რა საფრთხეს უქმნის მას ბინაში არსებული ტექნიკა და რა ენერგიებით ხდება მილეულ მთვარეზე სახლის გაწმენდა, ამიტომ, უმჯობესია, ამ მხრივ აუცილებლად გაითვალისწინოთ ის ასტროლოგიური რჩვები, რომლებზეც ქვემოთ გესაუბრებით.
მოკლედ, ყველა ადამიანს უხილავი ენერგოინფორმაციული ველი აკრავს გარს, რომელიც მას გარე სამყაროს უარყოფითი ძალებისგან იცავს და ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება. ბევრია დაინტერესებული და სვამს კითხვას, საიდან იღებს ბიოველი ენერგიას, რატომ იცვლის ის ფერს განწყობის მიხედვით, როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან, რა არის ადამიანის სხეულის გარშემო არსებული ველი და რისგან იცავს ის ორგანიზმს.
გეტყვით, რომ, ადამიანს სხეულის გარშემო დამცავი გარსი აკრავს, ანუ, ეგრეთ წოდებული, ენერგოინფორმაციული ველი. ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება, თვალით უხილავია და იცავს ადამიანს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ისინი მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან და მათ ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია.
საერთოდ, აურა ადამიანის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს. ბიოველი კი იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული სხეულის გარშემო. ელექტრომაგნიტურ ველში მოხვედრილი ადამიანის სხეული ნათებას იწყებს, მიცვალებულის სხეული კი ელექტრომაგნიტურ ველში არ ანათებს. ასე რომ, აურის წარმოქმნაში, ბიოენერგიასთან ერთად, სულიც იღებს მონაწილეობას. ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ბიოველის ფერს, ის იცვლება განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს და სწორედ ამ ფერების მიხედვით შეგვიძლია, შევიტყოთ, რას განიცდის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს დარღვევები შთამომავლობით გადადის შვილებსა და შვილიშვილებზე, რაც ენერგეტიკულ დონეზე ხდება. ენერგეტიკული ზემოქმედებით ამ დეფორმაციის გამოსწორება შესაძლებელიცაა და რეალურიც. გათვალულის აურა ადვილად ირღვევა, დადებითი ემოციები კი, ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იღებს თვალს და დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და, ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება. ბიოველს ზრდის დადებითი ემოციები: რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და ასე შემდეგ და ადამიანებს ენერგეტიკულად აძლიერებს, ხოლო – უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს. მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვა ტექნიკა ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს და ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. წარმოიდგინეთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, აქვე გასწავლით ერთ ხერხს, რომელიც დროდადრო უნდა ჩაატაროთ და ამით გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა: მილეული მთვარის პერიოდში, ღამით, გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას შემოჰყვება კოსმოსიდან მილეული მთვარის ენერგეტიკა, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს. ამისთვის კი, გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი; იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა; იყავით უბოროტო და სუფთა, რათა ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ თქვენი ბიოველის გარღვევა, მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა და ამით თქვენი დასუსტება.