კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავის მოვლა და დიეტა კრიტიკულ დღეებში

ამ საკმაოდ მძიმე და უსიამოვნო დღეებში, ქალბატონებს ვურჩევთ, განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინონ საკუთარი თავის მიმართ, რათა მაქსიმალურად შეიმცირონ დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, საჭიროა, მოიწესრიგონ ძილის რეჟიმი: აუცილებელია, ღამის ძილის ხანგრძლივობა 8 საათზე ნაკლები არ იყოს და, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დღისითაც წაიძინებთ თუნდაც 1 საათს. გარდა ამისა, სავალდებულოა, ყოველ დილით მიიღოთ კონტრასტული შხაპი, საღამოობით კი ფეხით ისეირნოთ (მინიმუმ – ნახევარი საათი) სუფთა ჰაერზე. სასურველია, თუ რამდენიმე დღით გადადებთ რთული და სერიოზული საკითხების ან ნაცნობებთან დაძაბული ურთიერთობების მოგვარებას – სტრესები მხოლოდ გაგიძლიერებთ დისკომფორტს. ამ დღეებში ქალი, ზოგადად, გაღიზიანებულია და ეძებს საშუალებებს, რომ ეს განწყობა მოიხსნას. ამ მიზნით ნუ შეეცდებით, მიეძალოთ შოკოლადს ან ყავას, არც ჭიქა ღვინო გიშველით – შესაძლოა, ამ ყველაფერმა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეგიქმნათ დამშვიდების ილუზია, შემდეგ კი გაცილებით უარესად იგრძნობთ თავს.

სხვათა შორის, არსებობს სპეციალური დიეტა, რომლის დაცვაც რეკომენდებულია სწორედ კრიტიკულ დღეებში, უფრო სწორად, ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე და მთელი ციკლის განმავლობაში, რისთვისაც სულ 7-10 დღე დაგჭირდებათ.

მაშ, ასე, პირველ ყოვლისა, რაციონიდან ამოიღეთ ან მაქსიმალურად შეამცირეთ:

1. რძის ნაწარმი – რძე, არაჟანი, ნაღები, ყველი;

2. ხორცეულიდან – ფრინველის თეთრი ხორცი; საქონლის ცხიმიანი და, ასევე, ღორისა და ცხვრის ხორცი.

3. მარილი (ეს პროდუქტი აფერხებს სითხის გამოყოფას, რაც იწვევს მუცლის შებერილობას, ეს კი აძლიერებს სპაზმებს).

4. შაქარი (ხელს უშლის B ჯგუფის ვიტამინებისა და ზოგიერთი საჭირო მინერალის შეწოვას ორგანიზმის მიერ, ამ ნივთიერებათა დეფიციტი კი იწვევს კუნთების დაჭიმვასა და სპაზმებს მუცლის ღრუში).

კუნთების დაჭიმულობისა და სპაზმების (შესაბამისად – ტკივილების) შემცირება შესაძლებელია იმ პროდუქტებით, რომლებიც ზრდიან ანტისპაზმური ნივთიერებების გამომუშავებას. ესენია: თევზეული, ნიგოზი, მზესუმზირა, გოგრის ზეთი, სელი. ასევე, აუცილებლად უნდა შეიტანოთ მენიუში: ხორბალი, რუხი ბრინჯი, ჭვავი, ქერი – ეს ბუნებრივი პროდუქტები მაგნიუმის, კალიუმის, ცილების, უჯრედისისა და ვიტამინების ბუნებრივი წყაროებია. კალიუმი და მაგნიუმი ამცირებს კუნთების დაჭიმულობას (დაძაბულობას); უჯრედისი აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას, კალიუმი კი შარდმდენი საშუალებაა. მეტი რაოდენობით მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი ანტიანთებითი ნივთიერებებით: ბიოფლავონოიდებითა და ვიტამინებით. ეს პროდუქტები ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილსა და სპაზმებს.

კრიტიკულ დღეებში კვება უნდა იყოს ხშირი, მაგრამ მცირე ულუფებით. შეშუპების შემთხვევაში არ დალიოთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით – ძილის წინ.

აკრძალეთ კოფეინის შემცველი და სპირტიანი სასმელები, მწარე-ცხარე კერძები, შებოლილი პროდუქტები, საფუარიანი ცომეული, ტკბილეული, ყველი, მარგარინი, ნაყინი; შეამცირეთ რძის, იოგურტის, ნაღების კარაქის, ცხიმიანი ხაჭოს მიღება.

მენიუში შეიტანეთ თევზი, ხილისა და ბოსტნეულის მწვანე პროდუქტები, სელის ზეთი, წიწიბურა, ჭვავი, პარკოსნები, ბრინჯი, ცეხვილი პური, ტკბილი ხილი (ყურძნისა და ფინიკის გარდა), უცხიმო ფაფები, თაფლი, უცხიმო ხაჭო და კეფირი.

სასმელებიდან კი უმჯობესია, დალიოთ: პიტნის ჩაი თაფლით, მელისის ან გვირილის ჩაი, ახლად მოხარშული უშაქრო კომპოტები, ახალგამოწურული წვენები.

ერთი დღის მენიუს ნიმუში

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, ცეხვილი პურის ტოსტი თაფლით, პიტნის ჩაი (უშაქროდ).

ლანჩი: მწვანე ვაშლისა და 1 მუჭი ნიგვზისგან მომზადებული ფრეში.

სადილი: 1 ცალ დაჭრილ პომიდორს, ნახევარ ავოკადოსა და სალათის ფოთლებს მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი + 200 გრამი მოხარშული თევზი; გარნირი: მოხარშული რუხი ბრინჯი + 1 პატარა ნაჭერი ცეხვილი პური + 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.

სამხარი: 1 ცალი მწვანე ვაშლი და 1 ცალი მწვანე მსხალი.

ვახშამი: მოხარშული ბროკოლი, ძახველის ჩაი.

скачать dle 11.3