კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: უკვე კარგა ხანია, მოდაში შემოვიდა თითქმის შავი ლაკი ფრჩხილებისთვის, რაც საშინლად არ მომწონს. მაინტერესებს, წელს რა ფერის ლაკი იქნება აქტუალური?

პასუხი:. დიზაინერები ამ სეზონზე არ კრძალავენ რომელიმე კონკრეტულ ფერს, ანუ, აქტუალურია როგორც მკვეთრი, ისე პასტელის ფერები. კრეატიული მანიკიურის მოყვარულებს კი ურჩევენ შემდეგს: მთელ ფრჩხილზე ორ ფენად წაისვან სპილოს ძვლისფერი ლაკი, ზემოდან კი გადაისვან ბრჭყვიალა ნაწილაკებიანი ლაკი ან „სტრაზი“. ოღონდ, ნუნებთან დაიტოვეთ სპილოს ძვლისფერი ლაკი ნახევარმთვარეების მოხაზულობით.

კითხვა: მანიკიურს რომ ვიკეთებ, რამდენიმე დღის განმავლობაში, წაუშლელად მისვია ლაკი. მაინტერესებს, მავნებელია თუ არა ეს ფრჩხილებისთვის და, საერთოდ, რის მიხედვით უნდა შევარჩიო ლაკი ყიდვისას?

პასუხი: ლაკი რამდენიმე დღე შეგიძლიათ, ატაროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლაკონზე გაკეთებულია მარკირება – „3Free“, რაც ნიშნავს, რომ მისი ფორმულა არ შეიცავს ტოლუოლს, დიბუტილფტალატს, ფორმალდეჰიდსა და მის კუპრს, ანუ, ნივთიერებებს, რომლებიც აფუჭებს ფრჩხილს და შლის მის სტრუქტურას. იდეალური ვარიანტია, თუ ლაკის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სახის (ნუშის, გარგარის, და, რაც მთავარია – ჟოჟობას) ზეთი.

კითხვა: გაზაფხულობით ხშირად მისკდება ტუჩები. ტუჩის საცხს არ ვხმარობ, რომ ამას დავაბრალო. ჰიგიენური პომადა დიდად არ მშველის. რას მირჩევთ?

პასუხი: შესაძლოა, ნაკლებად გშველით, მაგრამ, მაინც, გარეთ გასვლისას აუცილებლად წაისვით ჰიგიენური პომადა (ოღონდ, კარგი ხარისხის), ან, ასევე მაღალი ხარისხის „ბლესკი“, რადგან გარეთ ჯერ კიდევ სუსხია, რაც იწვევს კიდეც ტუჩის სიმშრალესა და დასკდომას, მით უფრო, თუ ჩვევად გაქვთ ენით ტუჩების დასველება (მოლოკვა). გარდა ამისა, სახლში დაბრუნებისთანავე მოიბანეთ ტუჩები თბილი წყლით და წაისვით ლიმონის წვენგარეული ზეითუნის ზეთი ან გადაისვით „კოლხური მალამოს“ თხელი ფენა.

კითხვა: წავიკითხე, რომ „ლაითის“ ტიპის უალკოჰოლო გაზიანი სასმელები არ შეიცავს შაქარს და მათი ენერგეტიკული ღირებულება (ანუ კალორიულობა) ნულის ტოლია. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ სასმელების დალევა დიეტის დროს და, ასევე, მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს?

პასუხი: ზოგადად, უკეთესია, თუ მაქსიმალურად ნაკლებად დალევთ ნებისმიერ გაზიან სასმელს (მინერალურიც კი გაზგასული უნდა მიირთვათ), რადგან, ნებისმიერი მათგანი შეიცავს საღებავებს, ქიმიურ ნივთიერებებსა და ესენციებს. განსაკუთრებით კი დიაბეტიანებმა და დიეტაზე მყოფებმა უნდა შეიკავოთ თავი (ჯობია, საერთოდ არ დალიოთ), რადგან, თუ ესა თუ ის სასმელი არ შეიცავს შაქარს და მაინც ტკბილია, ესე იგი, შეიცავს შაქრის შემცვლელს, რომლის ხშირად მიღებაც საზიანოა ორგანიზმისთვის.

 

скачать dle 11.3