კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მოქმედების გეგმა

 

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენ გვერდით მყოფმა მამაკაცმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს? ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან, მამაკაცი ქალზე სწრაფად კარგავს საკუთარი თავის რწმენას და ეძებს ადამიანს, რომელიც მის ღირსებებს დააფასებს, თუმცა, მას ნაკლებად აინტერესებს, რეალურად აქვს თუ არა ეს ღირსებები.

დასაწყისისთვის დაფიქრდით და გონებაში „ჩამოწერეთ“ თქვენი საყვარელი მამაკაცის ყველა ის თვისება, რომელიც მოგწონთ და შეეცადეთ, ყოველდღე „გადაიკითხოთ“. თუ „სიაში“ ათი პუნქტი მაინც არ მოგიგროვდათ, მაშინ, „ჩაწერეთ“ ის, რა თვისებაც გინდოდათ, რომ ჰქონოდა მას. მაგრამ ამან ნეგატიურად არ უნდა დაგმუხტოთ და გაგაღიზიანოთ, პირიქით, პოზიტივი უნდა მოგიტანოთ. მთლიანად კარგი ან მთლიანად ცუდი არავინ არის.

ხშირად წარმოიდგინეთ თქვენი მამაკაცი იმ პიროვნებად, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით... და როცა მასზე იფიქრებთ, იფიქრეთ აღმატებით ხარისხში.

მამაკაცისთვის კომპლიმენტის თქმა ცალკე ხელოვნებაა და ეს უნდა ისწავლოთ. ერთი შეხედვით, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ძალიან ადვილია, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. შეეცადეთ, იყოთ გულწრფელი. ეს გამოგივათ, თუ არ დაელოდებით მისგან რამე განსაკუთრებულ გმირობას. უმნიშვნელო კარგ საქციელზე ან მონდომებაზეც შეგიძლიათ ამის გაკეთება. ყოველთვის დაფიქრდით, სანამ იტყვით რამეს.

და, კიდევ, მამაკაცს აუცილებლად სჭირდება მისი საქციელის „აღიარება“, ანუ, რას ნიშნავს ეს: მამაკაცი იშვიათად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ამიტომ, როცა რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს, უთხარით, რომ ძალიან კარგად მოიქცა – მისთვის ეს სტიმული იქნება, თქვენ კი პლუსი ჩაგეწერებათ.

 

კაცსაც სიამოვნებს

 

თბილი და ტკბილი სიტყვა კაცსაც კი სიამოვნებს... კაცსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქმარსაც. ზოგადად, ძლიერი სქესი ხშირად გვიცრუებს იმედებს. მათგან ჩვენ თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ველით, მაგრამ, სტერეოტიპი ხომ ასეთია: კაცი უნდა იყოს ვაჟკაცური, საიმედო, გადაწყვეტილებებს სწრაფად უნდა იღებდეს და სალი კლდესავით გვედგას გვერდით. კაცს არ უხდება ამჩატება და ქარაფშუტობა... მაგრამ, მამაკაციც ადამიანია, ანუ, არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწონს და უხარია, როცა მას აქებენ, კომპლიმენტს ეუბნებიან და მისით აღფრთოვანებას გამოხატავენ.

ქალებს არ გვესმის, რა ძალა აქვს ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებს. მარკ ტვენმა ერთხელ თქვა, ტკბილი სიტყვა ორი თვე მყოფნის საკვებადო. ფსიქოლოგები კი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ადამიანს ბუნებრივად აქვს მოთხოვნილება, დადებითად შეაფასონ მისი ღირსებები.

კრიტიკაზე აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად სქესისა, ერთნაირად რეაგირებს – ავტომატურად იწყებს თავდაცვას, მით უფრო – მამაკაცი. ის გააფთრებული ცდილობს, როგორმე თავი „გადაირჩინოს” და დაგიმტკიცოთ, რომ არც ისეთი ცუდია, როგორი წარმოდგენაც მასზე გაქვთ.

ყველა წყვილს ერთმანეთის მიერ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის თავისი საკუთარი, ინდივიდუალური სტილი აქვს, თუმცა, ყველას არ შეუძლია, ზომიერი, თბილი კომპლიმენტებით წაახალისოს პარტნიორი, მიანიჭოს მას ცხოვრების ხალისი და აღმაფრენა. მით უფრო აუცილებელია, იცოდე, როგორ გამოხატო აღფრთოვანება მეუღლის მიმართ ისე, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს და მის გაყოყოჩება-გათავხედებას არ შეუწყო  ხელი...

 

მაღალი პროცენტულობით!

 

10 წელი ქორწინებაში და უცებ – სრული მოულოდნელობა – ახალი სიყვარული. დიახ, ასეთი რამეც ხდება. ქალსაც შეიძლება, რომ შეუყვარდეს, მაშინ, როცა ქმარი ჰყავს. ისიც ხომ ადამიანია. თუმცა, ზოგჯერ კაცებს ამაში ეჭვი ეპარებათ. მოკლედ, ველაპარაკოთ ქალს ახალ სიყვარულზე. რას არჩევს ის? – სტაბილურ, ძველ ურთიერთობას თუ უცხოს და ახალს?! არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთოს. რა ქნას? იქნებ ის „ის“ არის... მისი ოცნების მამაკაცი...

სხვათა შორის, ქალების 90 პროცენტი ირჩევს ოცნების მამაკაცს, თუკი ეს ოცნების მამაკაცი  თავად არ არის წინააღმდეგი. თუმცა, ხშირად ქალი ყველაფერზე მიდის და დიდად არც ეს ნიუანსი აღელვებს. მამაკაცი, შეყვარებულიც კი, გაცილებით რთულად ანგრევს ოჯახს, ვიდრე შეყვარებული ქალი. მათ უჭირთ ცხოვრების შეცვლა. უფრო ხშირად უარს ამბობენ სიყვარულზე და ცოლთან რჩებიან. უმეტეს შემთხვევაში, არჩევნის წინაშეც კი არ დგებიან. ცოლიც ჰყავთ და საყვარელიც ერთდროულად და მშვიდადაც სძინავთ, სანამ ეს ორი ერთმანეთს არ გადაეყრება და საქმე არ გაირჩევა.

ქალის არჩევანი ხშირ შემთხვევაში უფრო პატიოსანია. ეს სუსტი სქესის პლუსია. თუ მართლაც ეწვევა ახალი გრძნობა, ორ ცეცხლს შუა დიდხანს არ იქნება. მინუსი ის არის, რომ შეყვარებული ქალი ადეკვატურად ვერ აფასებს სიტუაციას. ვერც მომავალს აღიქვამს რეალისტურად. სწორედ ამის გამო ექმნება სერიოზული პრობლემები... მაღალი პროცენტულობით!

 

სიურპრიზი სიურპრიზებით...

 

თავიდან ყველაფერი კარგად იწყება... ლამის იდეალურადაც კი... შეიძლება, ფანჯარასთან სერენადაც იმღეროს... ისეთი მორჩილი იქნება, იფიქრებ, მთელი ცხოვრება ჩემს ჭკუაზე ივლისო, მაგრამ მოვა დრო და სიურპრიზი, რომელიც დღეს ძალიან გახარებდა, ხვალ აბსოლუტურად უსიამოვნო სიურპრიზით შეიცვლება...

ტყუილად გექნებათ იმედი, რომ შუადღისას მაინც გაახსენდება თქვენი ქორწინების, ან სულაც თქვენი დაბადების დღე...

რომანტიკული ვახშამი? – დაივიწყეთ. აბა, თქვენ სერიოზულ, ჭკვიან და ცივილიზებულ ქალს ასეთი უაზრო რომანტიზმი გეკადრებათ?! ნუ გაბრაზდებით იმაზე, რომ არ გეტყვით მადლობას სადილობის შემდეგ... საჩუქრად შემთხვევით ნაყიდ, იაფფასიან კოსმეტიკას შემოგაჩეჩებთ (თუკი საერთოდ გაახსენდა, რომ საჩუქარი აუცილებელია)...

გეჩვენებათ, რომ ასეთი პრობლემები მარტო თქვენ გაქვთ და თქვენს თავზე ხდება. ცხოვრებას გიმწარებთ. ალბათ, ოჯახური ბედნიერება სხვანაირად გქონდათ წარმოდგენილი... რას იზამთ, თქვენ ხომ ჩვეულებრივი მამაკაცი ამოირჩიეთ ცხოვრების თანამგზავრად. კარგია, თუ თავიდანვე გქონდათ გაცნობიერებული, ვის მიჰყვებოდით ცოლად და მასში ჯადოსნური უფლისწული არ დაინახეთ. მაშინ იმედგაცრუება გაცილებით მწარე იქნებოდა. ანუ, მამაკაცი, როგორ კარგადაც უნდა იცნობდეთ მას – სიურპრიზია... თანაც სიურპრიზი თანმდევი სიურპრიზებით.

скачать dle 11.3