კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლაზმალიფტინგი ოზონით – გაახალგაზრდავების საოცარი ეფექტი

ოზონოთერაპიის დადებით თვისებებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. როგორც შევიტყვეთ საკმაოდ ეფექტურია პლაზმალიფტინგი ოზონით. ამის გასარკვევად და გადასამოწმებლად ჩვენ, თბილისში, მცხეთის ქ. 8/90-ში მდებარე „აინო” – ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა მოვინახულეთ და კლინიკის ექიმს, ადა მჭედლიძეს გავესაუბრეთ. 

ადა მჭედლიძე: PRP-ტექნოლოგია (პლაზმალიფტინგი) კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურაა. პლაზმალიფტინგი ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში.

PRP-ტექნოლოგია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად. პაციენტის სისხლისაგან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ფაქტორებს, რაც საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირებას ახდენს. კოლაგენი და ელასტინი კი სწორედ ის ფაქტორებია, კანის გაახალგაზრდავებას და გამკვრივებას რომ უზრუნველყოფს.  

– მსურველი ბევრია?

– საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის კლინიკაში, ან გვიკავშირდებიან ტელეფონის ნომრებზე 225 31 39 / 571 25 55 33. მსურველი ბევრია, რადგან ამ მეთოდს აქვს გაახალგაზრდავების საოცარი ეფექტი. რაც შეეხება პროცედურას, ხდება პაციენტის ვენიდან მცირე რაოდენობის სისხლის აღება, რომელიც იქვე, ცენტრიფუგაში მუშავდება. სისხლი ფრაქციებად იყოფა, სისხლიდან საკუთარი თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა გამოიყოფა. ზუსტად ამ უჯრედებშია სარეაბილიტაციო და გამაახალგაზრდავებელი ფაქტორები. შემდეგ მიღებული პრეპარატი ოზონირდება და შეგვყავს პაციენტის პრობლემურ ზონებში, მიკროინიექციის სახით.

– რამდენი ხანი გრძელდება პლაზმალიფტინგის პროცედურა?

– პლაზმალიფტინგის პროცედურა დაახლოებით 1 საათი გრძელდება. ეფექტი, რომელიც შესამჩნევია პროცედურის დამთავრებისთანავე, ძლიერდება თვიდან თვემდე და შენარჩუნებულია 2 წლის განმავლობაში. შედეგი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

– თუ არის ეს პროცედურა ეფექტური თმის ცვენის შესაჩერებლად?

– პლაზმალიფტინგი ოზონით განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ. პროცედურის მერე თმის ცვენა მცირდება, ხოლო მეორე პროცედურის შემდეგ, ჩერდება. ძლიერდება თმის სისხლით მომარაგება და აქტიურდება ჯანმრთელი თმის ზრდა.  

– როდიდან არის მიზანშეწონილი პროცედურის დაწყება?

– PRP პროცედურის შემდეგ კანის მიძინებული უჯრედები იწყებს „ახალგაზრდულ” რეჟიმში მუშაობას. შესაბამისად, სასურველია, პროცედურების ჩატარება კანის დაბერების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე (სიმშრალე, პიგმენტაცია და სხვა). 

– უსაფრთხოა პლაზმალიფტინგი?

– პლაზმალიფტინგი აბსოლუტურად უსაფრთხოა – არ არის ტოქსიკური, არ იწვევს იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პრეპარატი მზადდება პაციენტის პლაზმისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

– რამდენი პროცედურის ჩატარებაა სასურველი და რა არის მისი ღირებულება? 

– სასურველია, ჩატარდეს 4-5 პროცედურა ერთი კვირის ინტერვალით. თითოეული პროცედურის ფასი 150 ლარია.

 

скачать dle 11.3