კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოიარა ქვეყანა ბორის წიფურიამ საყვარელი ქალის გამო და რა ოინი მოუწყო საცოლემ მას

„... მისთვის უცხოა ცნება „დისციპლინა”. ერთი მოხდენილი ხუმრობისთვის, ერთი კვიმატი ოინისთვის, რეპეტიციასაც ჩაშლის და არც სპექტაკლის ჩაშლაზე იტყვის უარს. რაღაც, მისთვის აუხსნელი შინაგანი ჟინი სთხოვს ამას. ასეთი მსახიობის რეჟისორებს ეშინიათ...” – ამბობს აკაკი ბაქრაძე მსახიობ ბორის წიფურიაზე. ამას თავად მსახიობიც, რომელსაც მეგობრები „მეგრელ ჩაპლინს” ეძახდნენ, ადასტურებს: „... ბევრი როლი მაქვს დაკარგული. ალბათ, არ სურდათ, ზედმეტი თავსატეხი ჰქონოდათ ჩემ გამო, მაგრამ, ის რეჟისორი, რომელმაც იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა და ვის უნდა გაეკეთებინა ეს, ყველანაირად ცდილობდა, არ დავეკარგე. ერთხელ რობერტ სტურუამ მითხრა, შენი საქციელის გამო კარგი როლი დაკარგეო. მე კი მივუგე – ეს შენ დაკარგე კარგი მსახიობი-მეთქი! დიახ, მე კარგ მსახიობად მიმაჩნია ჩემი თავი, მაგრამ, შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, საჭიროა კიდევ გულისხმიერი ადამიანი, ვისაც შენი სჯერა და სწამს...” მხოლოდ ჩვენთან, „ცხოვრების დღიურებში” შეგიძლიათ, წაიკითხოთ ცნობილი ადამიანების შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური ამბები. ამჯერად ბორის წიფურია თავად გადაგიშლით თავის დღიურებს, მას ხომ აქამდე მხოლოდ ეკრანიდან იცნობდით.              

განავლის სუნით აქოთებული „მამლუქები” და დარბაზი  

„მე და შოთა გაბელაია სოხუმის თეატრში „მამლუქებში” ვთამაშობდით ძმებს – ხუტას და ბიტას. სპექტაკლში იყო ერთი  სცენა – სტამბულის ბაზარზე სხვა ტყვეებთან ერთად მე და ბიტაც უნდა გავეყიდეთ... სწორედ ეს სცენა იყო სათამაშო. მე გამწარებული ვდგავარ კულისებში და ვეძახი ბიტას, ის კი არ ჩანს... „თათრებმა” შეგვათრიეს „ტყვეები” სცენაზე და დაგვყარეს. ჩემი და ბიტას დაჭიდების დროც მოვიდა, მაგრამ, ბიტა ისევ არ ჩანს. თურმე, ნუ იტყვი, შოთა წასულა საპირფარეშოში, სადაც ტრაპი ყოფილა გაჭედილი. მისასვლელი გზა კი აგურებით ყოფილა დაგებული. შოთას დასცურებია ფეხი და განავლიან წუმპეში ჩავარდნილა. გავიხედე, ერთ-ერთმა „თათარმა” სცენაზე შემოათრია ამოძუნძგლული შოთა და დააგდო ჩემ გვერდით. შოთას შემოსვლა და დარბაზში ხალხის ჩოჩქოლი ერთი იყო. ფუ, რა სუნია, რა საშინელებააო, – ამბობდნენ. წარმოიდგინეთ, მაყურებელი რომ შეწუხდა, მე რაღა დამემართებოდა – ეს აქოთებული „ძმა” ჩემ გვერდით იწვა. ახლა, არ გინდა ამ სუნიან კაცს დაეჭიდო?! ვფქირობ. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შორიდან გამოვაქანე ფეხი და ძირს დავაგდე. პიესის მიხედვით, ვაჭარს მე უნდა წავეყვანე. დამშვიდობების სცენა კი ერთობ გულის ამაჩუყებელი იყო: ძმები უნდა გადავფსკვნილიყავით, ავტირებულიყავით და ხვევნა-კოცნასა და ცრემლთა ფრქვევაში დავშორებოდით ერთმანეთს. ჩახუტებით ნამდვილად ვერ ჩავეხუტებოდი შოთას, ამიტომ, ხელი ავუწიე ძმაკაცივით – კარგად იყავი, ძმაო-მეთქი... მოკლედ, ნახევარსაათიანი სცენა ხუთ წუთში დავამთავრე. მეტ ხანს მაყურებელი ხომ ვერ გაძლებდა და, მეც ვერანაირად ვერ გავუძლებდი იმ „დამათრობელ” სუნს, რაც შოთას ასდიოდა. ტაშის მაგივრად, მაყურებელმა სულ „ფუი, ფუის” ძახილით გაგვაცილა სცენიდან.                

სხვისი ცოლი

ჩემზე ამბობენ, ბორის წიფურია ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის, თუ იქ ლამაზი ქალი ეგულება და საწადელს მაინც მიაღწევსო... ვაკის ტურბაზაში ვცხოვრობდი. ერთ დილას, აივანზე ვიდექი და პოლონეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ვათვალიერებდი... და, აი, ავტობუსიდან ჩამოვიდა ქალი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ შემხვედრია. მე არ დავიბენი და მაშინვე მის დასახმარებლად გავწიე – ავატანინე სასტუმროს ნომერში ჩანთები და საღამოს რესტორანშიც დავპატიჟე მთაწმინდაზე. პარტნიორობას აწ განსვენებული ნოდარ ფირანიშვილი მიწევდა. ფირანასთან ერთად მიყვარდა სიარული, რადგან, არც მე ვიყავი დიდი შესახედაობის და არც ის, ამიტომ, მისი კონკურენციის არასდროს მეშინოდა. მოკლედ, ვდიე ამ ქალს ერთი კვირა, არ დამიკლია რესტორნები და დროსტარება, მაგრამ, მაინც არაფერი გამომივიდა. ბოლოს იმ ოდნეზე მივედი, რომ ცოლობაც ვთხოვე, მაგრამ... დადგა მათი (ტურისტების) სოხუმში გამგზავრების დღე. კოკისპირულად წვიმს. მე და ფირანა ბაქანზე ვდგავართ და ფეხს არ ვიცვლით. ჩემმა „ჯულიეტამ” მატარებელში ასვლისას მომაძახა: თუ ერთმანეთის ბედი ვართ კიდევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთსო... ფირანას გავხედე, მიმიხვდა და მითხრა, ჩემთან შევიაროთ და გავაფრთხილოთ, რომ მივდივართო... ღამეა, მიჯლაგუნობს მატარებელი სოხუმისაკენ და ჩვენც მივქრივართ მანქანით. დილის 11 სააათზე სოხუმში დავხვდით ყვავილებით ხელში... იმ საღამოს რესტორან „აფხაზეთში” ჯუნა ჯაფარიძემ, გეოლოგიური პარტიის უფროსმა და ჩემმა ძმაკაცმა გეოლოგებმა დაპატიჟეს მთელი ჯგუფი და „ქორწილი” გადაგვიხადეს. მთელმა სოხუმმა გაიგო, ბორია წიფურია პოლონელზეა შეყვარებულიო, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, თითიც არ დამიკარებია – მე შენს მიწაზე ვერაფერს დაგპირდებიო... ამ სიტყვების შემდეგ სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში და დავიწყე ინდივიდუალურ ტურისტულ საგზურზე ჩალიჩი. დაახლოებით ერთ კვირაში მე, გუგა ზაქარიაძე და გია მატარაძე ჩავედით ვარშავაში. სასტუმროში დაბინავებისთანავე მივატოვე ბიჭები და მის საძებნელად წავედი, მოძებნა კი, მართლა გამიჭირდა. მისი სახლი ვარშავიდან დაახლოებით 150 კილომეტრში იყო. როგორც იქნა, დიდი წვალების შემდეგ მივადექი მის კარს და ვაკაკუნებ. ერთი სულ მაქვს, როდის გააღებს და როდის იყვირებს სიხარულისგან... კარის გაღებისთანავე მეკითხება, რა გინდაო, თან, სულ ორი ღილი აქვს შეკრული. ვიფიქრე, ახალი გაღვიძებულია და, ალბათ, კარგად ვერ გამოფხიზლდა-მეთქი. შემიპატიჟა სახლში და რას ვხედავ – ოთახში ჩემხელა კაცი ზის. გაოცებული დავრჩი. ვეკითხები, ვინ არის-მეთქი? ეს ჩემი ქმრის მეგობარიაო. როგორ, შენ ქმარი გყავს? და თვალი გავაყოლე მის მზერას, რომელიც კედელზე დაკიდებულ სურათს შეჰყურებდა. სურათზე ის, მისი მეუღლე და ბავშვები იყვნენ. გავმწარდი და ვეუბნები: რატომ მატყუებდი, ქმარი თუ გყავდა? არ მინდოდა, ქმრისთვის მეღალატაო. აბა, ეს ვინ არის-მეთქი?  ეს ჩემი მეგობარი იყო, სანამ გავთხოვდებოდი და ახლაც ვაგრძელებთ მეგობრობას, ეს ღალატი არ არისო. სათქმელი არაფერი დამრჩა. ამოვალაგე საჩუქრები, გავშალეთ სუფრა და მივუსხედით. გახდა დილის 5 საათი. ვიცი, ბიჭები მელოდებიან, ამ „ბაკლანს” კი ვერაფრით ვაგდებ. ბოლოს, ავდექი და ვეუბნები: წადი სახლში, დამტოვე ამ ქალთან მარტო-მეთქი. ის უარზეა – სად უნდა წავიდე, ეს ქალი მე მიყვარსო. გავმწარდი და ვეუბნები, შენ თუ გიყვარს, მეც მიყვარს, შენს სახლამდე ერთი კილომეტრიც არ იქნება, მე კი ამის გულისთვის 7 000 კილომეტრი გამოვიარე-მეთქი. ის მაინც  არ მიდის. ვიცი, მუშტით ვერ მოვერევი და ავიღე დანა: არ წახვალ და მოგკლავ-მეთქი... გაიძურწა, მაგრამ რად გინდა, ქალი მაინც უარზე დადგა. რაღას ვიზამდი! დავრჩი იმედგაცრუებული, მაგრამ არ ვნანობ, სიბერეში ლამაზი დღეები, უჩვეულო თავგადასავლები, მღელვარე და აღტაცებული წუთები ხომ მაინც უხვად მექნება მოსაგონრად. ჩვენ შორის დარჩეს და, არც ისე ხელმოცარული წამოვსულვარ იმ სახლიდან... 

„ამაზე პატიოსანი ქალი ფოთში არ დადის” 

მარტოხელა ვარ და ჩემს მეგობრებს ჩემთან სახლში უყვართ მოსვლა. ერთხელაც, შევიკრიბეთ, ამჯერად, ფოთელები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ: პოეტი ჯემალ ჩახავა, მინისტრის მოადგილე ალეკო კაკულია და მისი ნათესავი ზაურ პაჭკორია. კარგად მოვილხინეთ. ღამის 11 საათია და, უცებ ალეკო ამბობს, როდემდე უნდა იყო ასე მარტოხელაო. ჯემალმა თქვა: მე ვიცი ერთი ქალი ფოთში, გადასარევი ვინმეა, წესიერი, ლამაზი, საქმიანი, კარგი ოჯახის შვილი, მოდი, ბორიას გავურიგოთო. მესამემ თქვა: როდის და რანაირად შევახვედროთო. ალეკომ თქვა: გადადებული საქმე არ ვარგა, ამაღამვე წავიდეთ და ხვალ ის ქალი წამოვიყვანოთო. მეც დავეთანხმე. სასწრაფოდ ავალაგეთ სუფრა, ჩავსხედით ჩემს „ვოლგაში” და, ჰაიდა, ფოთისკენ. დილის 4 საათზე სასტუმროს მორიგე ძლივს გავაღვიძეთ. ჩვენი ნახვა ძალიან გაუხარდა. დავიძინეთ. შუადღისას გამოვიპრანჭეთ და მივადექით იმ საქალბატონეს სამსახურში. კაბინეტში არ დაგვხვდა. მგონი, ტუალეტშია გასულიო, – გვითხრა თანამშრომელმა. სადმე არ წავიდეს, ჯობია, ტუალეტის კართან დაველოდოთო, – თქვა ჯემალმა და, ამ დროს, გამოვიდა კიდეც ხანში შესული ქალი საპნით ხელში და ოთხივე გადაგვკოცნა დედაშვილურად. ეს არისო, – მანიშნეს მეგობრებმა. მე მუხლები მომეკვეთა, ხმა ვერ ამოვიღე. ჯემალმა ჩამჩურჩულა: ამაზე პატიოსანი ქალი ფოთში არ დადისო... მერე გავიგე, როცა ჩემს სახლში, სამზარეულოში ვსაქმიანობდი, ბიჭებს ფოთში ჩასვლა სდომებიათ და ეს სატყუარაც სახელდახელოდ მოიგონეს. ორი დღე დავრჩით ფოთში და კარგად მოვილხინეთ. წამოსვლისას ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, მაშინ ჩაის კომბინატის დირექტორმა, რომან მელიამ ძღვენი გამოგვატანა – ოთხი ლუდი და 4 ყუთი ჩინური ჩაი... დავბრუნდით თბილისში სამნი. ჩვენი მეოთხე თანამგზავრი ფოთში დარჩა, საქმეები ჰქონია. თავის წილი მანქანაში დაგვიტოვა. შემოვედით თბილისში და ბიჭები იძახიან – ეს მეოთხე ყუთი სამად უნდა გავიყოთო. მე ვუთხარი: ამხელა გზა ტყუილად მატარეთ? ეს მაინც დამიტოვეთ. თქვენ თითო ყუთიც გეყოფათ-მეთქი. არაო! თავი გაიგიჟეს... უცებ, რატომღაც, მანქანა ჩამიქრა, არ იქოქება... იქნებ, უკნიდან მიაწვეთ-მეთქი. მაშინვე გადმოხტნენ ჯიგრები და მთელი ძალით აწვებიან. ამასობაში მე დავქოქე და, ჰაიდა... – გადავუხადე სამაგიერო.” 

 

скачать dle 11.3