კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 25 წლის. დამიდგინდა ჰიპოთირეოზი და რამდენიმე წლის განმავლობაში ვიტარებდი მკურნალობას. შემდგომ ენდოკრინოლოგმა მითხრა, რომ ჩემი ჯირკვალი გამოიმუშავებს საკმაო რაოდენობის ჰორმონებს და კორექციას აღარ საჭიროებს. გავიდა 2 წელი. უნდა გავიკეთო თუ არა ანალიზები? 

პასუხი: რა თქმა უნდა, სასურველია, პროფილაქტიკური შემოწმების გავლა.

კითხვა: მაქვს ჭარბი ოფლიანობა იღლიაში, ასევე ამ ბოლო დროს მცვივა თმები და მეყოფა ფრჩხილები... მაინტერესებს, ეს ჩემი პრობლემები ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის და რა შეიძლება, იყოს მიზეზი?

პასუხი: ეს პრობლემები შეიძლება, ერთმანეთთან კავშირში იყოს და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით იყოს განპირობებული. აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

კითხვა: მყავს პატარა და დღის განმავლობაში ვერ ვახერხებ ვარჯიშს. მაინტრესებს საღამოს 8-9 საათისთვის ვარჯიში (ლახტით ხტუნვა, მუცლის პრესი) თუ იქნება შედეგიანი? ჭამიდან რამდენ ხანშია მიზანშეწოლილი?

პასუხი: უშუალოდ ჭამის შემდეგ ვარჯიში არ შეიძლება, 2 საათის შემდეგ კი – დასაშვებია.

კითხვა: გავიკეთე თაფლის მასაჟი. მართლაც ცოტათი მტკინვეული იყო, მაგრამ სასიამოვნო... ცოტა სისხლი ჩამექცა. როგორი სიხშირით შეიძლება ასეთი მასაჟის გაკეთება და მუცელზეც თუ შეიძლება?

პასუხი: თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით, რათა ორგანიზმის გადაჭარბებული დატვირთვა თავიდან აიცილოთ. ანტიცელულიტური მასაჟი არ შეიძლება, გაკეთდეს კრიტიკულ დღეებში, თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან (ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოფლებიტი) დაკავშირებით, ასევე კანის დაავადებების, მაღალი წნევის დროს. თაფლის მასაჟი არ კეთდება ბარძაყის შიდა მხარეზე, საზარდულის ლიმფური კვანძების ზონაში, მხრის შიდა ნაწილზე. მუცლის არეში მასაჟი კეთდება ძალიან ფრთხილად.

კითხვა: ვარ 27 წლის. ბოლო 2 წელია, ცხვირი სისტემატურად გაჭედილი მაქვს, რასაც თან ახლავს ქრონიკული თავის ტკივილი. ჩავიტარე მკურნალობის 3 სხვადასხვა კურსი ექიმის დანიშნულებით (დიაგნოზი: „სინუსიტი, ფრონტიტი“). ცხვირი ისევ გაჭედილი მაქვს. გთხოვთ მიპასუხოთ, არის თუ არა ეს დაავადება განკურნებადი და არსებობს თუ არა რაიმე, უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდი?

პასუხი: თქვენ პრობლემას ქრონიკული რინიტი გიქმნით, რომელიც სინუსიტითა და ფრონტიტითაა გართულებული. ეფექტური მკურნალობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენადაა დეფორმირებული ცხვირის ნიჟარები. ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტური ღონისძიებებით შესაძლებელია ცხვირის ნორმალური გამავლობის აღდგენა, ზოგ შემთხვევაში კი, ნიჟარები ისე იცვლება, რომ საჭირო ხდება, მათი ქირურგიული გზით ჩასწორება. როგორია თქვენი კონკრეტული მდგომარეობა და რა სახის მკურნალობას საჭიროებთ, ამის დადგენაში კვალიფიციური ოტორინოლარინგოლოგი დაგეხმარებათ.

 

скачать dle 11.3