მხოლოდ ფაქტები
* კუნძულ სანტა იზაბელზე მალანეზიაში ადგილობრივ ტომებს, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მარტივი ქორწინების ცერემონიალი აქვთ. სიძე-პატარძალს ბელადი ერთმანეთს თავებს მიარტყმევინებს და ოჯახიც იქმნება. ინდოეთში ქორწილის ცერემონიალის დროს მომზადებულია სპეციალური ჯამი წითელი საღებავით, რომელშიც სტუმრები ხელს ჰყოფენ და ანაბეჭდს კედელზე ტოვებენ.
* რუსი მწერლები – ლევი და ალექსეი არა მარტო მოგვარეები იყვნენ (ტოლსტოი), არამედ მათ ცოლებსაც ერთი და იგივე სახელი და მამის სახელები ჰქონდათ – სოფია ანდრეევნა.
* სინგაპურის ლიფტებში სპეციალური მოწყობილობებია დამონტაჟებული. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტის კაბინას ისე გამოიყენებენ, როგორც ტუალეტს, კარი ავტომატურად დაიბლოკება და მილიციას გამოძახების სიგნალი მიეწოდება.
* ყველასთვის ცნობილია, რომ ალფრედ ნობელმა მთელი თავისი ქონებით, რომელიც დინამიტის წარმოებით დააგროვა, თავისი სახელობის პრემია დააფუძნა. ცოდვების გამოსყიდვის მიზნით, ასევე მოიქცა ბუკერი, რომელმაც ქონება გაიანას შაქრის პლანტაციებში შავკანიანი მონების შრომით დააგროვა.
* საბჭოთა კავშირის დროს გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავი ყველა აეროპორტის ბალანსზე ირიცხებოდა... ადლერის გარდა.
* მეოცე საუკუნის „ყველაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსად“ ევროპელები ხრუშჩოვს მიიჩნევდნენ.
* მსოფლიოში ყველაზე სიტყვაძუნწები აფრიკელი ბედუინები არიან, რადგან ლაპარაკის დროს ორგანიზმიდან საკმაო რაოდენობით წყალი ორთქლდება.
* ჩვენს წელთაღრიცხვამდე 585 წლის 28 მაისს მიდიელებსა და ლიდიელებს შორის მომხდარი ბრძოლის თარიღი ზუსტად განსაზღვრეს მეცნიერებმა – ამ დროს მომხდარი მზის დაბნელების მიხედვით.
* მარკების შეგროვების ჰობს საფუძველი 1841 წელს „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულმა განცხადებამ ჩაუყარა, რომლითაც ავტორი საძინებელი ოთახის კედელზე გასაკრავი მასალის შოვნაში მკითხველს დახმარებას სთხოვდა.
* ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საცხოვრებელი სახლების კარებზე გვართან ერთად მცირეწლოვანი ბავშვების დედების სურათებიცაა გამოკრული – დაკარგულმა ბავშვებმა რომ სახლი ადვილად ამოიცნონ.
* 1941 წელს მეფე-ზარბაზანი გადაღებეს, რომ ღამით მთვარის შუქი არ აერეკლა და ფაშისტი ბომბდამშენებისთვის სამიზნე არ გამხდარიყო.