კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” 2014 წლის რეიტინგიდან ამოვარდნილი ბიზნესმენები

ჟურნალმა „ფორბსმა” იმ ბიზნესმენებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ვერ მოხვდნენ 2014 წლის მილიარდერების ჩამონათვალში. წლევანდელ რეიტინგში ახალწვეული მილიარდერების რაოდენობამ 268 შეადგინა, ხოლო წინა წლის სიიდან ადგილები 100-მა ექსმილიარდერმა დათმო. 

ეიკე ბატისტა (ბრაზილია) – დანაკარგი 10,3 მილიარდი დოლარი

2012 წელს ბრაზილიელი სამთო-მომპოვებელი კომპანიის მფლობელი ეიკე ბატისტა, 30 მილიარდი დოლარით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ფიგურირებდა, ამჟამად კი მისი კაპიტალი 300 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს, ანუ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის შემოდგომაზე კომპანია ბანკროტად გამოცხადდა, მან დარჩენილი 10,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. 

ოლავ ტონი (ნორვეგია) – დანაკარგი 5,75 მილიარდი დოლარი

წარსულში ნორვეგიის უმდიდრესი ადამიანი ერთადერთია აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც თვითნებურად გამოეთხოვა მილიარდიან კაპიტალს: უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესის ყოფილმა მმართველმა თითქმის 6-მილიარდიანი კაპიტალი ქველმოქმედებას დაუთმო, ხოლო თავისთვის მხოლოდ 250 მილიონი დოლარი დაიტოვა.

ვიქტორ ნუსენკისი (რუსეთი) – 1,85 მილიარდი დოლარი

რუსმა მილიარდერმა გასულ წელს, პრაქტიკულად, მთლიანად დათმო თავისი აქტივები –სანახშირო და მეტალურგიული კონგლომერატების მფლობელი მიხაილ ფრიდმანის „ალფა-გრუპმა” შთანთქა და ამჟამად „ფორბსი” ნუსენკისის აქტივებს 215 მილიონ დოლარად აფასებს.

რობერტ ფრიდლანდი (აშშ) – დანაკარგი 850 მილიონი დოლარი

ამერიკელი მეწარმის კაპიტალი 850 მილიონი დოლარით შემცირდა და ამჟამად მისი ქონება 950 მილიონად არის შეფასებული. ფრიდლანდმა დაკარგა სამთო-მომპოვებელი კომპანიის სამართავი ბერკეტები და სინგაპურში გადასხლდა.

ჰაბილ კორაკივალა (ინდოეთი) – 950 მილიონი დოლარი

ინდოელმა ფარმაცევტულმა მილიარდერმა გასულ წელს 1 მილიარდამდე დოლარი დაკარგა. ბიზნესმენი უკანონო საქმიანობაში ამხილეს, რამაც გავლენა იქონია მისი კომპანიის პრესტიჟსა და აქციების ფასის დაცემაზე.

მაიკლ ჩანგი (ჩინეთი) – დანაკარგი 900 მილიონი დოლარი

ჩანგის კომპანია ეკრანებით ამარაგებს „ეფლის” კომპანიას, თუმცა, ასეთმა ბიზნესგარიგებამ მაინც ვერ გადაარჩინა ის სტაგნაციისგან და მაიკლ ჩანგმა 900-მილიონიანი ზარალი განიცადა.

მანოი ბარგავა (აშშ) – დანაკარგი 700 მილიონი დოლარი

ბარგავა ენერგეტიკული სასმლის – „5 აუარ ენერჯის” მფლობელია, თუმცა, სასმლის ფენომენი დავიწყებას მიეცა, რადგან ბარგავა გარკვეულ დარღვევებში დაადანაშაულეს და კომპანიამ, უბრალოდ, მომხმარებლის ნდობა დაკარგა, რაც მისი მფლობელის კაპიტალზე აისახა.

გრემ უესტონი (აშშ) – დანაკარგი 600 მილიონი დოლარი

მილიარდიანი კაპიტალი გრემ უესტონმა „ვეჰ-ჰოსტინგზე” გააკეთა. ამჟამად მისი კომპანიის აქციების ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ამან იქონია გავლენა მის კაპიტალზე. 

ტ. ბუნ პიკენსი (აშშ) – დანაკარგი 300 მილიონი დოლარი

ქარის ენერგიაში ინვესტიციების დაბანდებით, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სანავთობო და გაზის მაგნატმა თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი დაკარგა. ტეხასელ მეწარმეს ამჟამად რთული პერიოდი უდგას.

დევიდ უილიამ გრეინჯერი (აშშ) – დანაკარგი 250 მილიონი დოლარი

გრეინჯერი სამეწარმეო რიტეილ-კომპანია „W.W. გრეინჯერის” უმსხვილესი აქციონერია, იგი 1952 წლიდან უდგას სათავეში საოჯახო ბიზნესს. ამჟამად კომპანიას რთული პერიოდი უდგას და, ამბობენ, რომ მისით უორენ ბაფეტის სტრუქტურები დაინტერესდნენ.

скачать dle 11.3