კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირინა შეიკის ახალმა ფოტოსესიამ კრიშტიანუ რონალდუ გააღიზიანა

ირინა შეიკის ახალმა

ფოტოსესიამ კრიშტიანუ

რონალდუ გააღიზიანა

ცნობილი მოდელის, ირინა შეიკის ახალმა გულახდილმა ფოტოსესიამ კრიშტიანუ რონალდუს უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია. შეიკი ხშირად მონაწილეობს პიკანტურ ფოტოსესიებში და რონალდუს მხრიდან მას პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ამჯერად მოდელი სრულიად შიშველი პოზირებდა ამერიკელ მუსიკოს არ კელისთან ერთად, რამაც რონალდუ გააღიზიანა. „იგი ერთადერთია ჩემთვის და სხვა მამაკაცებს მე არ ვაქცევ ყურადღებას,” – მაშინვე დაამშვიდა თავისი საქმრო შეიკმა. 

 

პელეს ხუთეული

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ საკუთარი ვერსიით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი დაასახელა. პელეს მიერ დასახელებულთა შორის, მის მიერ ხშირად გაკრიტიკებული არგენტინელი დიეგო მარადონაც აღმოჩნდა, სულ კი ხუთეული ასე გამოიყურება: იოჰან კრუიფი, ბობი მური, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა და ზინედინ ზიდანი.

 

შვედური მარკა იბრაჰიმოვიჩისთვის

შვედეთის ფოსტამ სპეციალური საფოსტო მარკები გამოსცა, რომლებზეც ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია გამოსახული. მარკების გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა შვედეთის ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თაყვანისმცემელთა მხრიდან და თითქმის მთლიანი ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა. მარკებზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხვადასხვა ფორმაშია გამოსახული, ძირითადად კი გოლის გატანის ან მისი აღნიშვნის დროს. ერთ-ერთ მარკაზე აღბეჭდილია ფრაგმენტი შვედეთი-ინგლისის მატჩიდან, როცა ზლატანმა 2012 წლის საუკეთესო გოლად აღიარებული ბურთი გაიტანა ტექნიკურად ურთულესად შესრულებული დარტყმით.

скачать dle 11.3