კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შეამოწმოს ქრისტიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა და რისი დახმარებით შეუძლია ადამიანს ყველა ცოდვის დამარცხება

აკრძალული პროდუქტების არმიღება არ არის მარხვაში საკმარისი. უნდა წავიკითხოთ ეკლესიის მამათა სწავლებები, მაგალითად, იოანე სინელის „კიბე“, რათა მარხვის დროს სულმა ასეთი სწავლებებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მარხვის დროს განსაკუთრებით გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების ცოდვაში ვცვივდებით, ეს კი, თავისთავად, უამრავ სხვა ცოდვას შობს, რაც კარგად აქვს აღწერილი იოანე სინელს თავის „კიბეში“. სწორედ ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი). 

 

– მეშვიდე საუკუნის წმიდა მამის, იოანე სინელის „კიბე“ ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა ქრისტიანისთვის, რომელსაც „მეორე სახარება” ჰქვია და ძირითადად დაწერილია ბერ-მონაზვნებისთვის, მაგრამ, ჩვენთვისაც, ერის ადამიანებისთვის, ძალიან საინტერესო წიგნია და მასში ბევრი საყურადღებო და გასათვალისწინებელი რამ წერია. 

– ის შედგება 30 საფეხურისგან, რადგან მაცხოვარი 30 წელი ცხოვრობდა ადამიანური ცხოვრებით, მანამდე, სანამ მოინათლებოდა და, როგორც ღმერთკაცი, ისე დაიწყებდა მოღვაწეობას. ვისაც უნდა, რომ გარკვეული საფეხურები გაიაროს, მივიდეს უფალთან, მან ეს სოფელი უნდა დატოვოს. თუმცა, მე არ ვამბობ, სასწრაფოდ დატოვეთ სოფელი და გაიქეცით-მეთქი. შეიძლება, ადამიანი ამ სოფელში ცხოვრობდეს, მაგრამ საკუთარი ცხოვრების წესი ჰქონდეს, არ იყოს ნაყროვანებაში, პატივმოყვარეობაში, ამპარტავნებაში. სწორედ, 8 მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ამ წმიდა მამას ჩამოთვლილი. პირველი მომაკვდინებელი ცოდვა არის ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა. ადამიანმა სამოთხეშიც იმიტომ დაარღვია უფლის ცნება, რომ მოიხიბლა ნაყოფით და მისი დაგემოვნება ისურვა. ასე რომ, ადამიანის პირველი დაცემა სწორედ მარხვის დარღვევით იწყება და სწორედ მარხვა გვაძლევს იმის უფლებას, რომ განვეშოროთ გემოთმოყვარეობისა და ნაყროვანების ცოდვას. იოანე სინელი დასძენს: მე არ მინახავს ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გაიმარჯვა ამ ცოდვაზეო. 

– რა არის ნაყროვანების ცოდვა და როდის ვარდება ადამიანი ამ ცოდვაში? 

– იოანე სინელის წიგნში ნაყროვანება „ამბობს“: მე მყავს ოთხი პირმშო, ოთხი ძე და 12 ასული. ანუ, პირველ ოთხ ცოდვას ეწოდება ძე, პირმშო, ხოლო 12-ს – ასულები. პირველი, რაც ნაყროვანებას მოჰყვება, ეს არის სიძვა. როცა ადამიანი კარგად არის ნაკვები, განსაკუთრებით – ღამით, ეს იწვევს ბილწაზროვნებას, აკრძალულ ურთიერთობას მოპირისპირე სქესთან. ასე რომ, თითქოს უწყინარია მუცლის ავსება, მაგრამ, ეს იწვევს, უპირველეს ყოვლისა, სიძვას; მეორე – ეს არის გულის უგრძნობლობა. როდესაც ადამიანი დანაყრებულია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს: რა ჭამოს დილით ან საღამოს, მას უგრძნობელი გული აქვს. მისი გული დახურულია უფლისა და მოყვასის მისაღებად: აღარც ღმერთი უნდა და აღარც მოყვასი. ამიტომაც აკრძალა ეკლესიამ მარხვაში განსაკუთრებული საკვები, რომ ჩვენც გულის უგრძნობელობაში არ ჩავცვივდეთ. მაგრამ, ადამიანმა ისეთი კერძები მოიფიქრა, რომ მარხვაშიც გემოთმოყვარეობაში ვვარდებით. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარხვაშიც ისე კარგად დანაყრდეს, რომ მერე ხსნილში მოენატროს ის საკვები. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ბევრი არ უნდა ვჭამოთ და ხორცს არ უნდა მივცეთ ფუფუნების საშუალება, მცირედი უნდა მივირთვათ. არც იმას ვამბობ, რომ წყალზე და პურზე უნდა იყოს ადამიანი. შეიძლება, იმდენი პური ჭამო და წყალი დალიო, რომ ისევ ნაყროვანების ცოდვაში ჩავარდე. ასე რომ, აქ საუბარია ზომიერების დაცვაზე – ცოტათი მაინც უნდა შიოდეს მუცელს, რომ მერე აღარ ჩავარდე სიზარმაცეში;  მესამე: ნაყროვანებამ იცის ძილი. ახალგაზრდები შუადღეს დგებიან საწოლიდან, ეს კი გამოიწვია იმან, რომ ძილის წინ კარგად მიირთვი საკვები და მოგინდა მოსვენება, დიდხანს ძილი. თუ ვინმე ღამისთევაზე იყო, ღამით მუშაობდა, გასაგებია, რომ მან უნდა იძინოს, დაისვენოს, მაგრამ, თუ ღამის პირველ საათზე წვები და შუადღის პირველ საათზე იღვიძებ, მაშინ არც ქრისტიანი ხარ, არც მარხვაზე ხარ და, უბრალოდ, თავს იტყუებ. თან, როცა ახალგაზრდა ხარ, ენერგიული, რატომ უნდა შესწირო ეს ენერგია ძილს?! ცნობილია, რომ, თუ ადამიანი 70 წელი ცოცხლობს, მას აქედან 20-25 წელი სძინავს. გამოდის, რომ შენ ცხოვრების თითქმის ნახევარს ძილში ატარებ და, მაშინ, რა ღვაწლი გექნება საკუთარი თავის, მოყვასისა და უფლის წინაშე?! და, მეოთხე ძე ნაყროვანებისა, ეს არის „ბილწ აზრთა ზღვა, ღელვა და ტალღები“, ესე იგი, ნაყროვანებას მოყვება ბილწი აზრების ზღვა, ღელვა და ტალღები. ანუ, ტალღები, ეს არის გარკვეული არაწმინდა ძალების შეტევა ადამიანებზე. ასეთ დროს, თუ ადამიანს საშუალება მიეცემა, აუცილებლად შესცოდავს. ამის შემდეგ ნაყროვანება ამბობს: „ჩემი ასულები არიან: 1. მცონარეობა – თუ გიყვარს ბევრი ჭამა, ძილი, უსაქმურობა, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მცონარეობს. არადა, დღეს, შეიძლება, სამსახური არ გაქვს, მაგრამ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჩვენ კი ამ დროს მცონარეობაში ვართ და ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს; შემდეგი არის მრავლისმეტყველება – ანუ, ნაყროვანი ადამიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მშიერ ადამიანს კი ერთი სული აქვს, დაიძინოს ან რაღაც შეჭამოს, წაიკითხოს. მაგრამ, როგორც კი კარგად დანაყრდება, მაშინვე დაიწყებს განკითხვას, მრავლისმეტყველებას, უაზრო საუბარს.

– როგორ უნდა  შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა? 

– კარგად უნდა გადახედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. თუ მრისხანებაში ხართ, განკითხვაში, ბევრს ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ესე იგი, არასწორად მარხულობთ. კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ: არ ილაპარაკოთ ბევრი და მოაკელით საკვები საკუთარ მუცელს; მესამე არის კადნიერება – ადამიანი, რომელიც ნაყროვანებაში, მცონარებაშია, კადნიერი ხდება მოძღვართან, მშობელთან, მეგობართან, ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან. ხშირად ამბობენ, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა, თავს ვერ ვიკავებო. სიმართლე უთხარი საკუთარ თავს, დას, ძმას, მშობელს – ისიც, თუ შეგიძლია და ამის მზაობა გაგაჩნია. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ უსაქმურობაში ხარ, მცონარე ხარ და სხვადასხვა ვნებას დაატარებ. კადნიერებას მოჰყვება განცხრომა. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს. როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, აქაც უნდა, რომ სითბო იყოს, ფუფუნება, კომფორტი, დაჯდეს, მალე დამთავრდეს წირვა, ეზიაროს, გაიქცეს და ასე შემდეგ. განცხრომას კი მოჰყვება სიცილი, აქ საუბარია უჯერო, უადგილო სიცილზე. სიცილის შემდეგ კი მოდის კამათი, თან, არასაღვთო კამათი. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ველოდებით საცხოვრებელს ცათას და მაცხოვრის მეორედ მოსვლას. ვიცით, რომ მოვა ანტიქრისტე, რომელიც თავისი იდეოლოგიით უკვე მოსულია და ჩვენში შემოაქვს მცდარი სწავლებები. საბოლოოდ, მოვა ანტიქრისტე და მას ბევრი ეპისკოპოსი და სასულიერო პირი მიიღებს, როგორც ქრისტეს – მოვიდა ჩვენი გადამრჩენიო. ქრისტე 2 000 წელზე მეტია, მოსულია და სხვა მხსნელი იქნება ცრუმხსნელი, ანუ – ანტიქრისტე და, ვინც სხვა მხსნელს ელოდება, ის ავტომატურად გახდება ანტიქრისტეს მრევლი; კამათს კი მოსდევს გულქვაობა. როცა შენ დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ. როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ, ცოდვილი ხარ – კი არ უნდა გძულდეს, უნდა გეცოდებოდეს; გულქვაობას კი მოჰყვება ურჩობა, ანუ, ყოველგვარი დამორჩილება წყდება: ვინ ჰკითხავს დედას, მამას, მოძღვარს – და ადამიანი გარბის სახლიდან, ეკლესიიდან, არავინ არავის აღარ ემორჩილება. ურჩობას კი მოჰყვება ულმობლობა – შენში აღარაფერია ადამიანური, არავის აღარ ინდობ. თანამედროვე ახალგაზრდებს რომ დავაკვირდეთ,  როგორი სახეებით იყურებიან, რას სვამენ, რას ჭამენ... მათი მხრიდან თითქმის ყველა ჩხუბი მკვლელობით მთავრდება – ეს კი არასწორმა ცხოვრებამ, არასწორმა ქმედებამ მოიტანა. ულობელობის შემდეგ კი ადამიანი დაბნეული ხდება, ვეღარ გაუგია, ვინ ვინ არის, ვის მოუსმინოს და შესაბამისად, კარგი მრევლი ხდება არაწმიდა სულისთვის; მეთერთმეტეა სიამაყე და გონების სიციარიელე. ნახეთ, საბოლოოდ სადამდე მივყავართ ამ ვნებას. ბოლო, მეთორმეტე   არის წუთისოფლის სიყვარული: თუ გინდა, რომ კარგად ჭამო, სვა და, გაერთო, უნდა დაუძმობილდე წუთისოფელს, გემოთმოყვარეობას. 

– როგორია გამოსავალი?

– რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს. ნაყროვანება „ამბობს“: ვისაც სულიწმიდა მოუპოვებია, ისინი ჩემ წინააღმდეგ შეჰღაღადებენ ღმერთს. სულიწმიდაა ჩემი მომაოხრებელი, ის არ მაძლევს საშუალებას, ვავნო ადამიანებს. ხოლო, რომლებსაც ნუგეშისმცემლის გემო არ უხილავს, ისინი უთუოდ დატკბებიან ჩემი სიტკბოებით, რადგან სულიწმიდაა მხოლოდ ჩემი განმაქარვებელი. სერაფიმ საროველი და წმიდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდნენ, რომ ადამიანის მთავარი ცხოვრება არის სიყვარული, ლოცვა და მარხვა, რათა მან მოიპოვოს სულიწმიდის მადლი. თუ ადამიანმა ვერ მოიპოვა სულიწმიდის მადლი, ის ვერ დაამარცხებს იმ ცოდვებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასე რომ, გავაგრძელოთ მარხვა, ლოცვა, მეტანიები, სინანული, რომ მოვიპოვით სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენი მაცხოვნებელია.

 

скачать dle 11.3