კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა დიდმარხვის დროს მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს ვიმარხულო მკაცრად?

პასუხი. თვითნებურად ნუ დაიკანონებთ მარხვის ფორმას – შეათანხმეთ მოძღვართან. თუ გაქვთ სერიოზული მიზეზი, მოძღვარი შესაბამის რჩევა-დარიგებას მოგცემთ და თავად დაგიწესებთ მარხვის კანონს. თვითნებური საქციელი, მით უმეტეს, საეკლესიო საკითხებში, დაუშვებელია მორწმუნე ქრისტიანისთვის.

კითხვა: დღეს ძალიან ხშირად ხდება გარდაცვლილი საერო პირის ეკლესიაში დასვენება და იქიდან გამოსვენება. ეს ერთგვარ პატივისცემადაც იქცა. როგორ უყურებს ამას ეკლესია?

პასუხი: ეს ქრისტიანული ტრადიციაა. საქართვლეოში ყველა ქალაქსა და სოფელს თავისი ეკლესია ჰქონდა, სადაც ადამიანები აღნიშნავდნენ თავის ჭირსა და ლხინს. ტაძარი იყო ყველა მნიშვნელოვანი ქმედების ცენტრი. ეს ტრადიცია ცნობილი მიზეზების გამო მოიშალა, ახლა კი, საბედნიეროდ, ისევ აღსდგა.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება, თუკი სასულიერო პირს, რომელიც არცთუ ისე გამოცდილია და რაღაცას არასწორად აკეთებს, მივუთითოთ ამის შესახებ?

პასუხი: სჯობს, ამგვარი საქციელისგან თავი შეიკავოთ. წმინდა მამების გადმოცემით, შეგიძლიათ, თუკი მღვდელი თქვენი ახლობელია, მხოლოდ სიყვარულით მიანიშნოთ.

კითხვა: უნდა ვაპკუროთ თუ არა სახლში მოტანილ ნებისმიერ პროდუქტს ნაკურთხი წყალი?

პასუხი: სახლში მოტანილ პროდუქტს აუცილებლად გადასახეთ ჯვარი. კარგია ნაკურთხი წყლის პკურებაც.

скачать dle 11.3