კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა მეგობრებს შორის კავშირი და ვის ეძებენ საქართველოში

53 წლის ტატიანა ლეონიდის ასული აკულჩიკი (ქალიშვილობის გვარი კაშკანი) ეძებს: 54 წლის ირინა ტკაჩენკოს (ქალიშვილობის გვარი).

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს – 54 წლის ირინა ტკაჩენკოს. მე და ირამ ერთმანეთი სასწავლებელში გავიცანით და ძალიან დავმეგობრდით. ერთად ვსწავლობდით მინსკში, შემდეგ კი ირა თავის სამშობლოში დაბრუნდა. იმ დროს ის აფხაზეთში ცხოვრობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მე და ირას რაღაც პერიოდი გვქონდა ურთიერთობა. მე მასთან სტუმრადაც კი ვიყავი, მაგრამ უკვე წლებია, რაც მასთან კავშირი დავკარგე და ძალიან მინდა, მისი პოვნა. გიგზავნით ფოტოს, რომელზედაც მე და ირა ვართ. იმედი მაქვს, ის გამომეხმაურება.

(ჟურნალისტის შენიშვნა : ტატიანა ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ეძებს თავის მეგობარს, რომელთანაც კავშირი მას 1982 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. იმედი აქვს, რომ დავეხმარებით მეგობრის პოვნაში. ფოტოზე არიან: მარჯვნივ ტატიანა (ანუ, ვინც ეძებს), მარცხნივ კი ირინა (ვისაც ეძებენ).

– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი? მოგვიყევით თქვენი ისტორია.

– მე და ირინა ერთად ვსწავლობდით მინსკის კოოპერატიულ სამრეწველო სასწავლებელში (ამჟამად მინსკის სამრეწველო კოლეჯი). ირა ბელორუსიაში ქალაქ სოხუმიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად. მინსკში ირას დეიდა ჰყავდა და იქ ყოფნისას სწორედ მასთან ცხოვრობდა. სიმართლე გითხრათ, მე და ირა რაღაცნაირად თავიდანვე დავმეგობრდით. ამისთვის დიდი დრო არ დაგვჭირვებია. სამაგიეროდ, დღე და ღამე ერთად ვიყავით და მართლაც დაუვიწყარი დრო გვაქვს ერთად გატარებული. სულ დავდიოდით ერთმანეთთან სტუმრად და რომ იტყვიან, განუყრელი მეგობრები ვიყავით. ახლაც კი ვერ წარმომიდგენია, რომ ერთმანეთი დავკარგეთ და წლებია, უკვე გასული, რაც ირას შესახებ არაფერი ვიცი. ერთხელ მე ირასთან აფხაზეთშიც ვიყავი და იქ მთელი თვე გავატარე. დაუვიწყარი დრო იყო. ძალიან ლამაზი ბუნებაა იქ, ირა და მისი ოჯახის წევრები კი წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი არიან. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ირა მინსკში დარჩა საცხოვრებლად. ჩვენ ჩვეულებრივად ვხდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღესაც ჩვენ შორის კავშირი გაწყდა. მოგეხსენებათ, ცხოვრებას ათასი პრობლემა და საფიქრალი მოაქვს თან, და რაღაც პერიოდის განმავლობაში, ირა ვერ მოვიკითხე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საცხოვრებლად სხვაგან გადასულა და არც არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ყველანაირად ვცდილობდი მის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ.

– რა ხერხებით ეძებდით და თქვენი აზრით, სად შეიძლება გადასულიყო საცხოვრებლად ირა.

– შეიძლება, აფხაზეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით. არც ის არის გამორიცხული, რომ გათხოვდა და ამჟამად სულ სხვაგან ცხოვრობს. ჩემი აზრით, ის მინსკში აღარაა, რადგან ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დამიკავშირდებოდა. ჩვენ მართლაც კარგი ურთიერთობა გვქონდა და რატომ უნდა დაგვეკარგა ერთმანეთი, არ მესმის. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ირა საქართველოს სხვა რეგიონშია. იქნებ იქ გადავიდა საცხოვრებლად. მე რამდენჯერმე ვცადე და სამძებრო საიტებზე განვათავსე მისი მოძებნის შესახებ განაცხადი. მაგრამ, შემდგომ თქვენ შესახებ გავიგე და „ჟდი მენიას“ საქართველოს ფორუმს დავუკავშირდი. მოკლედ, ამჟამად მხოლოდ თქვენი რუბრიკის იმედი მაქვს. იქნებ, ვინმემ რაიმე იცის ირას შესახებ და გამომეხმაურება. მე ირას ინტერნეტითაც ვერ ვპოულობ. ასე მგონია, გათხოვდა და გვარი შეიცვალა. მე კი მისი ამჟამინდელი გვარი არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ფოტოს იმედი მაქვს.

– როგორ ფიქრობთ, ირა თუ გეძებდათ? თქვენ მისამართი არ შეგიცვლიათ?

– საცხოვრებელი მისამართი იგივე მაქვს, მაგრამ იმასაც ვერ წარმოვიდგენ, რომ ირას ჩემი პოვნა და ჩემთან დაკავშირება არ უნდა. უბრალოდ, შეიძლება, ვეღარ მოიცალა და ვერ დამიკავშირდა. ხანდახან ხომ ისეც ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს დროის უქონლობის გამოც კარგავენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მე და ირამ ერთმანეთი ტერიტორიული სიშორის გამო დავკარგეთ. მე ის ან აფხაზეთში ან საქართველოს სხვა რეგიონში მგონია.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3