კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰყავს თუ არა ანა ხანჩალიანს მილიონერი შეყვარებული ერევანში და რატომ ამბობს ის უარს ქართულ სატელევიზიო კონკურსებზე

სომხეთის „ვოისის” გამარჯვებული, 17 წლის ანა ხანჩალიანი, მიუხედავად თავისი  ასაკისა, საკმაოდ ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანია. ზუსტად იცის, რომ გრძნობებს არ უნდა აჰყვეს და, აპირებს ცივი გონებით გადადგას ყოველი ნაბიჯი. ის ახლახან დაბრუნდა ეგვიპტიდან და ცოტა ხანში ერევანში აპირებს დაბრუნებას. როგორც გავიგე, მას არაერთი ქართული სატელევიზიო შოუდან ჰქონდა მიწვევა, მაგრამ, უარი თქვა. რას აპირებს მომავალში, რატომ ამჯობინა ესტრადას საოპერო, კლასიკური ჟანრი და რის გამო ტოვებს საქართველოს, ამაზე ანა თავად გვესაუბრება.

 

ანა ხანჩალიანი: იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან, ღმერთის წყალობით ბევრს მივაღწიე და ხალხმაც შემიყვარა. ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. სწორედ, ხალხის გულშემატკივრობით გავხდი ცნობილი და, ეს რომ არ დავინახო და დავაფასო, უბრალოდ, უმადური უნდა ვიყო. მეუბნებიან, ალბათ იმიტომ შეგიყვარა ხალხმა, რომ არ თამაშობ და ის ხარ, რაც ხარო. ალბათ, მართალია, რადგან ჩემს ასაკში, ჩემი შრომით ბევრს მივაღწიე და თავმდაბლობაც შევინარჩუნე – არც ცხვირაწეული დავდივარ და არც ქედმაღალი ვარ. 

– თუმცა, ხანდახან ნიღაბიც საჭიროა...

– გეთანხმებით, საჭიროა, მაგრამ, მე ეს არ მჭირდება. უფრო სწორად, ნიღაბი მაშინ მჭირდება, როცა ცუდ განწყობაზე ვარ და, არ მინდა, ეს სხვამ ნახოს. ამიტომ, რაც არ უნდა მიჭირდეს, სულ ვიღიმები. არც ფუფუნებაში ვარ გაზრდილი და ხშირადაც გასჭირვებია ჩემს ოჯახს, მაგრამ არასდროს დაგვიწუწუნია და დღეს კარგად ვართ. 

– გავიგე, საოპერო ჟანრში ემზადები. ესტრადაზე უარს ამბობ?

– დიახ, საოპერო ჟანრმა გამიტაცა და აქტიურად ვემზადები. თან, ქართული „ნიჭიერის” კონკურსის შემდეგ, ჩავაბარე ევგენი მიქელაძის  სკოლაში, ვოკალის განხრით. თავიდან ესტრადა მიზიდავდა, მაგრამ, ახლა ვხვდები, კლასიკა უფრო მომწონს და ოპერის მღერა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.  

– გავიგე, შემოთავაზება გქონდა, ქართული ტელეშოებში მიგეღო მონაწილეობა და შენ უარი თქვი. ეს თუ არის სიმართლე? ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ უცხოეთში აპირებ კარიერის გაგრძელებას და, თან, კლასიკურ ჟანრში ემზადები?

– დიახ, მქონდა შემოთავზება მონაწილეობა მიმეღო ტელეშოუებში: „X-ფაქტორი” და „ერთი ერთში”, მეუხერხულებოდა უარის თქმა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. ვემზადები, გამოცდები მელის წინ – კონსერვატორიაში ჩაბარება ადვილი ხომ არ არის? ამიტომ, დროის უკმარისობის გამო, ასე გამოვიდა. თან, ამდენი კონკურსი ზედმეტი ხომ არ იქნება? ხალხი არ იტყვის, ყველგან ანა ხანჩალიანიაო?! არ მინდა, ვინმეს ზედმეტად მოვხვდე თვალში და თავი მოვაბეზრო, თუმცა, კონკურსები ძალიან მიყვარს (იცინის). ამ ეტაპზე მირჩვენია, კონკურსებისგან შევისვენო და სიმღერები ჩავწერო.

– სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ რადგან საქართველოდან მიდიხარ, ამიტომ აღარ გინდა აქ კონკურსებზე გამოსვლა.

– არა, ეს არ არის მიზეზი. მე საქართველოში მინდა ვიმღერო და ამას ყველზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

– ისიც ტყუილია, რომ მილიონერი შეყვარებული გყავს ერევანში და მის გამო ტოვებ თბილისს?

– (იცინის) ეს, ნამდვილად ტყუილია. შეყვარებული არ მყავს. ვერ მოგატყუებთ, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ, არავინ მიყვარს. სხვათა შორის, ერევნიდან რომ დავბრუნდი, იქიდან მიგზავნიდნენ საჩუქრებს. მე კი ვფიქრობ, რომ, როცა გოგო ძვირად ღირებულ საჩუქარს იღებს, ბიჭის წინაშე ვალშია. ამიტომ, უკან ვაბრუნებ და თან ბოდიშს ვუხდი. ჯერ არ მინდა სიყვარული მეწვიოს, ვფიქრობ, ეს კარიერაში ხელს შემიშლის და, თან, მგონი, ადრეა.

– გულს რომ ვერ უბრძანებ?

– მე ვუბრძანებ (იცინის). ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ, ადამიანს უნდა შეგეძლოს შენი გონებისა და გულის მართვა. უნდა დააძალო საკუთარ თავს, რომ მიზანი გაქვს დასახაული და იმისთვის უნდა იბრძოლო. ჩემს ასაკში იმისთვის უნდა იყო მობილიზებული, რომ მომავალი შეიქმნა და მერე სიყვარულიც „მოსულა” (იცინის). ასე რომ, ჯერ კარიერა უნდა ავიწყო და, არ მინდა, სასიყვარულო გრძნობები ჩავიღრმავო ჩემში, ამის დროც მოვა. რასაკვირველია, მომწონებია ბიჭი, მაგრამ თავს ვაძალებ, არ შემიყვარდეს. ამის მართვა შემიძლია და გული თავის გრძნობებზე ვერ მატარებს, ვერ გამიტაცებს (იცინის). ვფიქრობ, ძლიერი ვარ და შემიძლია ჩემი თავისა და გრძნობების მართვა. მე ყველაფერს გონებით ვწყვეტ და არა გრძნობაზე აყოლით. მინდა, ერთი მიყვარდეს ცხოვრების ბოლომდე და არ მსურს პატარ-პატარა იმედის გაცრუებებიც კი ამ მხრივ. არ მინდა, ვინმეს ნივთი ვიყო, დღეს მიყვარდეს, ვუყვარდე და ხვალ – არა. მართალია, ცხოვრებას და მომავალს ვერ დაგეგმავ, მაგრამ, ვფრთხილობ, ვცდილობ, პირად ცხოვრებაში შეცდომა არ დავუშვა. სურვილი მაქვს, მთელი ცხოვრება ერთი მიყვარდეს, თუმცა ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. 

– სომხეთის „ვოისის” გამარჯვებული რომ გახდი, ერთ-ერთი პრიზი იყო ეგვიპტეში მოგზაურობა. ვისთან ერთად წახვედი იქ? როგორც ვიცი, იქ ჩასულს დარჩენა და კარიერის იქ გაგრძელებაც შემოგთავაზეს. ასეა?

– დიახ, სომხეთის „ვოისი” რომ გავხდი, პრიზად გადმომცეს ეგვიპტეში მოგზაურობა და იქ დედასთან ერთად წავედი დასასვენებლად. ძალიან კარგი დრო ვატარეთ და კარგად დავისვენეთ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი სომეხი და ქართველი ისვენებდა იქ და ყველა მცნობდა (იცინის). გაიგეს, რომ ხილი მიყვარს და სასტუმროს კართან ხან ბანანები მხვდებოდა, ხან ვაშლები (იცინის) – მანებივრებდნენ საჩუქრებით უცხო ადამიანები. ერთხელ კარაოკეში წავედი იქ გაცნობილ მეგობრებთან ერთად. ვიმღერე და გადაირივნენ, მთხოვეს, დარჩი აქ და იმღერე, ყველნაირ პირობას შეგიქმნითო. ვუთხარი,  მთელი ერთი წელი უკვე დაგეგმილი მაქვს – უნდა ჩავაბარო კონსერვატორიაში და სიმღერები ჩავწერო-მეთქი. მაშინ, ყოველ სეზონზე ჩამოდი, ჩვენ დაგელოდებითო (იცინის). სხვათა შორის, მეც გავიგე, ანა საქართველოს ტოვებს და სხვა ქვეყანაში მიდის საცხოვრებლადო. ეს ტყუილია. უბრალოდ, დროებით ვაპირებ წასვლას და სწავლას, თორემ, საქართველოს როგორ დავტოვებ?! აქ დავიბადე, გავიზარდე და ყველა ჩემი მოგონება ამ ქალაქს უკავშირდება. უბრალოდ, რამდენიმე წლით უნდა წავიდე ერევანში, კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით ვაპირებ ჩაბარებას. თან, „ვოისის” გამარჯვებული რომ გავხდი, არ მაქვს უფლება, შევწყვიტო ყველაფერი, დავიხურო ქუდი და წავიდე. უამრავი პროექტია დაგეგმილი, სიმღერები უნდა ჩავწერო ერევანში. თანაც, სომეხ ხალხს ძალიან შევუყვარდი და ელოდებიან ჩემს ახალ სიმღერებს. მე უფლებაც არ მაქვს, იქ არ ჩავიდე და, ისინი, ვინც ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, დავივიწყო. „ვოისის” გამარჯვების შემდეგ, სომხეთის ერთგვარი სახე ვარ და ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის. 

 

скачать dle 11.3