კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უკვირთ ლევან ჯიბღაშვილის დანახვა მოლაპარაკებებზე და როდის მოაწერა მან ხელი მილიონიან კონტრაქტს

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც მაყურებელმა 17 წლის ასაკში, სტალინის როლის შესრულების შემდეგ გაიცნო, სწორედ იმ დროიდან არის ბიზნესში ძალიან აქტიურად ჩართული. ის მალევე მიხვდა, რომ ქართული კინოთი ვერ გამდიდრდებოდა და სიარული სხვა მიმართულებით დაიწყო. მოსინჯა ბევრი რამ: იყო საბილიარდოს, ღამის კლუბისა და სხვა ტიპის გასართობ ბიზნესში; მოგვიანებით სერიოზულად მოჰკიდა ხელი ბავშვთა გართობას, რომელიც იმდენად გაზარდა, რომ დღეს, საახალწლო ნაძვის ხის ანთებითა და ყინულის მოედნით დაწყებული, ყველაფრის ორგანიზებაშია ჩართული. როგორც თავად გვითხრა, კარგ დროს დავურეკეთ ბიზნესზე სალაპარაკოდ, რადგან ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, მილიონ ასიათასიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

 

 ლევან ჯიბღაშვილი: დროზე ადრე მივხვდი, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი ვერასდროს იქნებოდა და მე გავაერთიანე. სტალინი რუსული პროექტი იყო, რუსული დაფინანსებით და საკმაოდ ნორმალური ჰონორარი ავიღე. ამის შემდეგ, ქართულ პროექტებზე რომ გადმოვერთე, მივხვდი, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა და შეუძლებელი იყო ამ ჰონორარებით ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ჩემდა სამწუხაროდ, არანაირი ხელშეწყობა და გვერდში დგომა არ მაქვს, არ არის შესაბამისი დაფასება. ამიტომ, ელემენტარული არსებობისთვის აუცილებელი იყო, რაღაც გამეკეთებინა.

– მსახიობების დღევანდელი სპექტრიდან უმრავლესობა ცნობილი ოჯახის შვილია – ბებია მხატვარი, მამა მსახიობი, დედა მომღერალი და ასე შემდეგ, მოკლედ, ძლიერი ოჯახებიდან არიან. შენს შემთხვევაში ასეთ თემებზე ადრეულ ასაკში ფიქრი ხომ არ განაპირობა იმან, რომ ოჯახში ერთადერთი მამაკაცი იყავი?

– არ ვიცი, შეიძლება. ზოგადად, ძალიან დამოუკიდებელი და ჩემს ქმედებებსა და გადაწყვეტილებზე პასუხისმგებელი ადამიანი ვარ. სულ პატარა ასაკში დავიწყე პატარა საქმეების კეთება, მათ შორის – ღონისძიებების, პროექტების, წვეულებების. „ბერიკონი“ რომ „ბერიკონობდა“ და წავკისის „სოფლის სახლი“ რომ ყველაზე მაგარი ადგილი იყო, იმ დროიდან მახსოვს ჩემი პირველი გათენებული ღამეები, ნერვიულობა. ივენთის გაკეთება ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ყველა ერთობოდა, მე კი ვმუშაობდი. ამის შემდეგ გადავედი საბილიარდოების ბიზნესზე და უკვე შემდეგ გავაკეთეთ ღამის კლუბი.

– პირველი ფული როდის იშოვე?

– სტალინის როლით. აი, ნორმალური თანხა, მით უმეტეს, მაშინდელი საზომებით, ამ ფილმმა მომიტანა.

– რომელიც, ამავდროულად, სკანდალური გამოდგა, რადგან, შიშველი ჩანდი.

– ერთ წამიანი კადრია. ახლა მეცინება, რომ ამან ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ.

– დღეს დათანხმდები კინოში გახდას?

– ახლა არა მგონია, მით უმეტეს – ქართულ პროექტებში. მაშინ დამწყები მსახიობი ვიყავი, არავინ მიცნობდა და უნდა წავსულიყავი რადიკალური ნაბიჯის გადადგმისკენ. დღემდე არის მოლაპარაკებები რაღაც პროექტებზე, მაგრამ, რაღაცეებზე უარს ვამბობ – უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ ავირჩიო. მათ ვუყურებ ნაკლებად კომერციულად, მაინტერესებს, რამდენად სასიამოვნო იქნება მასზე მუშაობა. 

– პირველი მსხვილი თანხა რითი იშოვე, იმდენი, თვითონაც რომ გაგიკვირდა? 

– იმდენ რაღაცაში ვიყავი და ვარ ჩართული რომ, არც ვიცი, რამ მოიტანა პირველი ნორმალური მოგება. ახლაც ბევრ საქმეში ვარ ერთად. ჩემი ძირითადი ბიზნესი ბავშვთა გართობაა. თუკი რამე ანიმაცია ხდება, საახალწლო ნაძვის ხის ანთების, ყინულის გახსნის ცერემონიალი და კიდევ უამრავი სხვა პროექტი – ჩემი ორგანიზებით კეთდება. მეორე მსხვილი თემა სამშენებლო ბიზნესია, რომელიც მეორე წელია, დავიწყე. 

– შენთან სხვადასხვა დროს ვარ ინტერვიუებზე მოსული გაგარინზე, საბილიარდოში და ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს – ღამის კლუბში.

– აუ, რამდენი წელი ყოფილა, ინტერვიუებს ვწერთ! (იცინის) დიდ ფულს რომ ვიშოვი, მერე ჩემზე წიგნის დაწერას შეგიკვეთავ. 

– სანამ სამშენებლო ბიზნესამდე მივალთ, ასეთი მარტივი იყო ეს გზა, რომელიც გამოიარე? მაგალითად, ღამის კლუბი ბევრ თავსატეხთან იქნებოდა დაკავშირებული...

– სიმართლე გითხრა, ჩხუბები, გაწევ-გამოწევა არ მახსოვს. ამდენი წლის განმავლობაში, როგორც საბილიარდოში, ისე კლუბში, თითო-თითო შემთხვევა მახსოვს. ვაკვირდები და აშკარად დღეს უფრო მეტი აგრესიაა ადამიანებს შორის, ვიდრე მაშინ იყო. 2006-2007 წლებში ნაკლები აგრესია, ნაკლები დაძაბული სახე მახსოვს. სულ ერთი კლუბი იყო თბილისში და იქ ყველა გასართობად დადიოდა; შავებში ჩაცმული, დაძაბული ბიჭები არ მოძრაობდნენ. ნორმალური ხალხი იკრიბებოდა და თან კარგად ერთობოდნენ. დღეს უკვე ირჩევენ: აუ, აქ საშინელებაა, იქ ვერ წავალთ და, სადაც არ უნდა მივიდნენ, მაინც ვერ ერთობიან. 

– ჩნდებოდნენ შენს გზაზე ისეთი ადამიანები, ვინც გეხმარებოდნენ, ინვესტიციას დებდნენ, თუ, როგორ იწყებდი საქმეს?

– ყველაფერი, ყველა თემა ნულიდან მაქვს დაწყებული, მათ შორის – ბავშვთა გართობაც.  რაც შეეხება სამშენებლო ბიზნესს, ჩემი მეგობრის უკვე არსებულ კომპანიაში ჩავერთე და დღეს კომპანიის გენერალური დირექტორი ვარ. დასაწყისიც საკმაოდ საინტერესო იყო და, აი, სწორედ გუშინ მოვაწერე ხელი მილიონ ასიათასიან, ორასგვერდიან პროექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ „წავკისის ველის“ ტერიტორიაზე ვიწყებთ ძალიან მაგარი, ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც იდეალური იქნება სააგარაკედ. 

– რა არის დღეს საქართველოში საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ბიზნესი გქონდეს?

– უამრავი რამ და, მათ შორის – ინტუიცია. ბევრი რაღაც დამინახავს და მიფიქრია – აუ, ეს მე როგორ არ მომაფიქრდა-მეთქი. ეს ნიშნავს იმას, რომ მეც კი ბევრად ნაკლებს ვფიქრობ და ნაკლებად ვაკვირდები. სადღაც რაღაც გახსნილა და მითქვამს, „აქ მილიონჯერ ვარ გავლილი, როგორ არ მომივიდა ეს აზრი თავში?!” ტყუილად არ უნდა იარო, დრო არ უნდა დაკარგო, ყველაფერს დაკვირვება სჭირდება. ახლა 26 წლის ვარ და, ნათქვამი მაქვს, 27 წლისა მილიონერი უნდა გავხდე-მეთქი. ვნახოთ, ერთ წელიწადში რა იქნება (იცინის). დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ 35 წლამდე გამოძრავებს ენერგია, რომელიც, რაც უფრო უახლოვდები ამ ასაკს  უფრო იკლებს. დღეს დაახლოებით ათ რაღაცაში ვარ ჩართული და მოდებული – არ ჩამოვთვლი, შეიძლება, გაგეცინოს, რადგან, ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში. მაგალითად, რამდენიმე დღეში გავხსნი სერვის ცენტრს, რომელშიც მოხდება უახლესი თაობის გაზის სისტემების მონტაჟი ავტომობილებში. მინდა, ჩემი ასაკის ადამიანებს ვურჩიო თუ გამოცდილება გავუზიარო, რაც გინდა, დაარქვი: 18 წლიდან 35 წლამდე გამოძრავებს ენერგია და ენერგია გაშოვნინებს ფულს; 35-ის მერე ფულს გაშოვნინებს გამოცდილება. დღეს ათ საქმეს რომ ვკიდებ ხელს, არ ვიცი, ათიდან რომელი გაამართლებს, რადგან, ყველა ახალია ჩემთვის. თუმცა, მყოფნის ენერგია და ვედები. მაგრამ 35, 40 და 45 წლის რომ იქნები და ათ საქმეს რომ შემოგთავაზებენ, უკვე დიდი გამოცდილება გაქვს და ირჩევ ერთს, საიდანაც სერიოზულ ფულს იშოვი.

– არ უკვირთ, როცა მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სერიოზულ მოლაპარაკებებზე მიდის?

– გასართობ ბიზნესში ისე არ უკვირდათ, მაგრამ, სამშენებლო თემაზე რომ დავდივარ, მაგალითად, მოლაპარაკებებზე ან შეხვედრებზე რომ შევდივარ, სანამ უშუალოდ ხელმძღვანელს შევხვდები, ოფისში ხომ ძირითადად ქალები მუშაობენ და ზურგს უკან სულ მესმის ხოლმე, ეს ის არ არის, ის მსახიობი?! ობიექტზე მივსულვარ და, აქ რაღა გინდაო, – უკითხავთ (იცინის). 

– ესე იგი, ერთ წელიწადში იქნები მილიონერი და უფრო მეტად სასურველი სასიძო.

– მილიონერი რომ ვიყო,  მინდა, სასურველ სასიძოობაზე კი რა მოგახსენო. პირად ცხოვრებაზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ, სასიძო ვარ, ცოლი არ მომიყვანია. როცა აღარ ვიქნები სასიძო, ამასაც გეტყვით.

 

скачать dle 11.3